imedi /  16 მაისი 2019, 18:36 / სანდო წყარო

ბრიტანელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა და თირკმელი აჩუქა

ალდო კატალდი და ჯერალდინ ჩინგოშო

ალდო კატალდი და ჯერალდინ ჩინგოშო

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა და თირკმელი აჩუქა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror წერს.

27 წლის ალდო კატალდიმ 22 წლის ჯერალდინ ჩინგოშო 2017 წელს მოხუცთა თავშესაფარში გაიცნო, სადაც ისინი ერთად მუშაობდნენ. რამდენიმე თვეში ალდომ სამსახური გამოიცვალა, მაგრამ ჯერალდინთან კავშირი არ გაუწყვეტია და ის პაემანზე დაპატიჟა.

პაემნამდე რამდენიმე დღით ადრე ჯერალდინს თირკმლის სერიოზული დაავადება აღმოუჩინეს. 22 წლის ქალის თირკმელი მხოლოდ 20%-ით ფუნქციონირებდა და მას ყოველდღე დიალიზი სჭირდებოდა. ჯერალდინმა ალდოს საკუთარი დიაგნოზის შესახებ ამცნო, თუმცა კაცმა განაცხადა, რომ შეყვარებულს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებდა.

2018 წლის დასაწყისში ექიმებმა ჯერალდინს უთხრეს, რომ მისი ვერც ერთი ნათესავი დონორის ფუნქციას ვერ შეასრულებს, რის შემდეგაც თავსებადობის შესახებ ანალიზების ჩაბარება ალდომ გადაწყვიტა.

ამის შემდეგ წყვილი პორტუგალიაში ჯერალდინის დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრა. ალდომ მას ცოლობა სთხოვა, შემდეგ კი მას ანალიზების პასუხები შეატყობინეს და უთხრეს, რომ შეუძლია, თირმკლის დონორი გახდეს.

„მან აცრემლებული სახით გამაღვიძა და მითხრა, რომ თირმკლის დონორი იქნება. როდესაც ვკითხე, რა მოხდება თუ ჩვენ დავშორდებით, მან მიპასუხა - სიცოცხლეს მაინც შეგინარჩუნებო“, - ამბობს ჯერალდინ ჩინგოშო.

მიმდინარე წლის თებერვალში ექიმებმა ჯერალდინს ალდოს თირმკელი გადაუნერგეს. აგვისტოში წყვილი დაქორწინებას გეგმავს.

ყველა სიახლე

გულნარა კარიმოვა

19 აგვისტო 2019, 23:51

მსოფლიო

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ქალიშვილის გულნარა კარიმოვას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკეთის პროკურატურა ავრცელებს. ამჟამად კარიმოვა ციხეში იხდის სასჯელს. ისლამ კარიმოვი უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტს 1990-2016 წლებში იკავებდა.

დიდი ბრიტანეთი აეროპორტი

19 აგვისტო 2019, 23:27

მსოფლიო

ხისტი Brexit-ის შემთხვევაში ევროპელებს გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდებათ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ხისტი Brexit-ის შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში თავისუფალი ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ვერ ისარგებლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბათუმის სტადიონი

19 აგვისტო 2019, 22:53

სპორტი

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ სტადიონის დამკვეთი კომპანია „შპს სტადიონი“ Facebook-ზე ავრცელებს. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი გახსნა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.

ჰიუ ჰარვიცი

19 აგვისტო 2019, 22:43

მსოფლიო

აშშ-ში ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო ციხეების ბიუროს დირექტორი შეიცვალა

ციხის საკანში მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ციხეების ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

პრინცი ჰარი, ელტონ ჯონი

19 აგვისტო 2019, 22:10

ტაბლოიდი

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საფრანგეთში კერძო თვითმფრინავით მგზავრობა ელტონ ჯონმა დააფინანსა

მომღერალი პრესაში სამეფო წყვილის მიმართ ბრიტანული პრესის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავი სამეფო ოჯახის უსაფრთხოებისთვის გამოყო და რეისის დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებების შესამცირებლად შესაბამისი წვლილი შეიტანა გარემოს დაცვისთვის.

რაკეტის გაშვება

19 აგვისტო 2019, 22:07

მსოფლიო

აშშ-მა ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

აშშ-მა მცირე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. გამოცემა Defence News-ის ინფორმაციით, ეს „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის შემდეგ ფრთოსანი რაკეტის პირველი გაშვებაა. ფრთოსანი რაკეტა კალიფორნიაში გამოსცადეს. რაკეტამ გაშვების ადგილიდან 500 კილომეტრში მდებარე მიზანს მიაღწია.

ბიძინა გეგიძე

19 აგვისტო 2019, 21:48

ძალოვნები

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე მაინც მივიდა

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში 2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიბარეს, კითხვები კი „საქართველოს ფოსტაში“ მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.

ვლადიმერ პუტინი

19 აგვისტო 2019, 21:35

მსოფლიო

პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვის საპროტესტო გამოსვლები

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვში ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები სხვა ქვეყნებშიც იმართება, და მაგალითად „ყვითელი ჟილეტების“ აქციები მოიყვანა.

ზურაბ ჯაფარიძე

19 აგვისტო 2019, 21:24

ძალოვნები

ზურა ჯაფარიძე: სასამართლომ 2015 წლის განცხადებისთვის 300 ლარით დამაჯარიმა

საპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 2015 წელს ტელეკომპანია "იმედის ეთერში" გაკეთებული განცხადების გამო 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა და "იმედის" ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

მალია მოჰამედი

19 აგვისტო 2019, 21:08

მსოფლიო

კენიელმა შეფმზარეულმა 75-საათიანი უწყვეტი მუშაობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მალია მოჰამედმა კერძების მომზადება ქალაქ მომბასაში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და კვირას 13:03 საათზე დაასრულა. კენიელმა მზარეულმა ამერიკელი რიკი ლამპკინის 68სთ და 30წთ-იანი შედეგი გააუმჯობესა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

სმარტფონები

19 აგვისტო 2019, 21:08

ტექნოლოგიები

წლის საუკეთესო სმარტფონები დასახელდა

ყველაზე თანამედროვე სმარტფონად OnePlus 7 Pro დასახელდა, რომელსაც აქვს მძლავრი პროცესორი, 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ეკრანი, რომელსაც ფრონტალური პანელის 88% უკავია. ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი კი Xiaomi Redmi Note 7 გახდა.

იდრის დები

19 აგვისტო 2019, 20:54

მსოფლიო

ჩადში ეთნიკური კონფლიქტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩადის პრეზიდენტმა იდრის დებიმ ქვეყნის ორ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც აგვისტოს დასაწყისიდან ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტებს 50 ადამიანი ემსვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

19 აგვისტო 2019, 20:42

ძალოვნები

კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრთა შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და მისი ცოლისძმა, უკრაინის მოქალაქეობის მქონე თენგიზ ზანაძე არიან. დაკავებულია ლევან ხუციშვილიც.

ქიბარ ხალვაში

19 აგვისტო 2019, 19:58

საქართველო

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა - ამის შესახებ განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100%-იანი წილის მფლობელის განცხადებით, რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ის საკუთარი ძალებით შეეცდება. „კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!“, - ამბობს ხალვაში.

მიხეილ სააკაშვილი

19 აგვისტო 2019, 19:34

საქართველო

სააკაშვილმა სავარაუდოდ „კურიერისთვის“ განკუთვნილი ტექსტი შეცდომით ფეისბუკზე გამოაქვეყნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუკზე“ შემთხვევით გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის თანახმად, ის სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასაშვები მასალის ტექსტს ათანხმებს. პოსტში სააკაშვილი „ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯზე წერს, რასაც მოჰყვება ტექსტი.

19 აგვისტო 2019, 19:34

მსოფლიო

კუნძულ სარდინიაზე ქვიშის მოპარვის გამო ფრანგ წყვილს პატიმრობა ემუქრება

წყვილი აცხადებს, რომ მათ ქვიშის წაღება სუვენირად სურდათ და არ იცოდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. გამოცემის ცნობით, კუნძულ სარდინიის ცნობილი თეთრი ქვიშა საზოგადოების საკუთრებად მიიჩნევა და მისი კუნძულიდან გატანა მკაცრად იკრძალება. პოლიციამ თეთრი ქვიშა პოლიეთილენის 14 ბოთლში იპოვა. სასჯელი 1-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნილ კემპბელი

19 აგვისტო 2019, 19:24

სპორტი

ბრიტანელი ნილ კემპბელი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ველოსიპედისტი გახდა

რეკორდული მაჩვენებელი ინგლისში, ჩრდილოეთ იორქშირის ავიაბაზის ასაფრენ ბილიკზე სპეციალური კონსტრუქციის ველოსიპედით დაფიქსირდა. სიჩქარის შესამოწმებლად გამოიყენება ავტომობილი, რომელიც ველოსიპედის წინ მიდის და პირქარის ზეგავლენას გამორიცხავს.

19 აგვისტო 2019, 19:19

ვიდეო

ბახმაროში, ფესტივალზე „სანსეტ სეტი“ მიმავალი ავტომანქანა ციცაბო ფერდობიდან დაგორდა

„პუშკაშის პრემია“

19 აგვისტო 2019, 18:39

სპორტი

ფიფამ წლის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2019 წლის საუკეთესო გოლის პრემიის პრეტენდენტები დაასახელა. 2018 წელსსაუკეთესო გოლისთვის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო „ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო. კენჭისყრა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

19 აგვისტო 2019, 18:36

ეკონომიკა

ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

უწყების ინფორმაციით, კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს. საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების სატელევიზიო არხებით გადაიცემა. გარდა ამისა, კამპანია სოციალურ მედიაში რეკლამასა და გარე ბანერების განთავსებას მოიცავს.