imedi /  16 მაისი 2019, 19:00 / სანდო წყარო

აშშ-ში საქართველოს ელჩი სამშობლოს მონატრებისას აჭარულ ხაჭაპურს ჭამს

გამოცემა Washington Post-ის ჟურნალისტებმა აშშ-ში მცხოვრებ ელჩებს გამოჰკითხეს, თუ რა კერძს მიირთმევენ, როდესაც სამშობლო ენატრებათ.  მათ შორის იყო აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. დიპლომატი ამბობს, რომ მას აჭარული ხაჭაპური უყვარს.

„ვაშინგტონში რესტორანში, შაბათს საღამოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სუფრაზე შეკრება ქართულ ტრადიციის ყველაზე მიახლოებული მოვლენაა. როდესაც ვერ ვასწრებ სახლში საკვების მომზადებას, მე აჭარულ ხაჭაპურს ვუკვეთავ და შვილებს ვუნაწილებ. ეს ძალიან გემრიელია და მისი სახლში მომზადება რთულია. ჩემი პირადი ფავორიტი სიმართლე რომ გითხრათ ფხალია, რომელშიც სხვადასხვა ბოსტნეული შედის“, - ამბობს დიპლომატი.

ილუსტრაცია: Terri Fry Kasuba/For The Washington Post

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი 2019, 16:13

საქართველო

სააკაშვილი: მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული

„მესმის დავა და კრიტიკა, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს? მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

WhatsApp Facebook Instagram

23 მაისი 2019, 16:08

ტექნოლოგიები

ინდონეზიაში Facebook-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის გამოყენება შეზღუდეს

როგორც ჯაკარტაში ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ეს ნაბიჯი ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადადგეს. თავად Facebook-ი, რომელიც როგორც WhatsApp-ის და Instagram-ის გამართულ მუშაობაზე აგებს პასუხს, თავისი საკომუნიკაციო აპლიკაციების დაბლოკვას არ ადასტურებს.

მერაბ კოსტავა

23 მაისი 2019, 15:59

საქართველო

მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

23 მაისი 2019, 15:50

მსოფლიო

საფრანგეთში 102 წლის ქალმა თავშესაფარში 92 წლის მეზობელი მოკლა

საფრანგეთში 102 წლის ქალი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი მოხუცებულთა თავშესაფარში მოხდა. 92 წლის ქალის ცხედარი მისივე ოთახში აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის გაგუდვისა და თავის მძიმე ტრავმის მიყენების შედეგად არის გარდაცვლილი. მკვლელმა დანაშაული უკვე აღიარა. ის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

ჯეფრი რაში

23 მაისი 2019, 15:34

კულტურა

ჯეფრი რაშს Daily Telegraph-მა $2,9 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა

ავსტრალიელ მსახიობ ჯეფრი რაშს გამოცემა Daily Telegraph-მა კომპენსაციის სახით $2,9 მილიონი გადაუხადა. გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსახიობს ქალების მიმართ უხამს ქცევაში ადანაშაულებენ.სტატიაში ეწერა, რომ უცნობმა მსახიობმა ქალმა, რომელიც რაშთან ერთად 2015-2016 წლებში სპექტაკლში თამაშობდა, რაში უხამს შეხებებსა და კომენტარებში დაადანაშაულა.

ომარ მახარაძე

23 მაისი 2019, 15:15

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ამბობს, რომ მას ტელეფონი გაუტეხეს

ბსუ-ს ლექტორი და ბათუმის საკრებულოში დეპუტატი 19 წლის სტუდენტის ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უარყოფს. ომარ მახარაძე Tv25-ის ეთერში აცხადებს, რომ ტელეფონის „აიქლაუდი“ გაუტეხეს.

დავით ჭიჭინაძე

23 მაისი 2019, 15:11

საქართველო

ჭიჭინაძემ განმარტა თუ რატომ არ შევა ბესელიას პარტიაში

პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ იქნება პარტიაში, რომლის შექმნასაც ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე გეგმავენ. „ამ ადამიანებმა ერთად დატოვეს უმრავლესობა და ალბათ ერთად გადაწყვიტეს პოლიტიკური თანაცხოვრება, მე მათთან არ მაქვს ძირითად საკითხებზე თანხვედრა. ერთმანეთთან ვერ ვთანხმდებით ქვეყნის მოწყობის მოდელში. ისინი უფრო ლიბერალურ მოწყობაზე ფიქრობენ, მე ტრადიციების შენარჩუნებით მსურს"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ნარენდრა მოდი

23 მაისი 2019, 14:59

მსოფლიო

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებზე პრემიერმინისტრის პარტიამ გაიმარჯვა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდიმ კიდევ ერთი 5-წლიანი ვადა მიიღო მას შემდეგ რაც ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შედეგებს ჯერჯერობით არ აჩვენებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მოდის პარტია ბხარატია ჯანატა 542 ადგილიდან 300-ს მიიღებს.

მიხეილ დვალიშვილი

23 მაისი 2019, 14:50

ძალოვნები

რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე

მიხეილ დვალიშვილის თქმით, დაახლოებით 12-ის ნახევარზე მას სახლის აივანზე ეძინა, როცა მისმა მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა, დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი შვილი გარდაცვლილი ნახა, მეუღლე კი სახლში აღარ იყო.

23 მაისი 2019, 14:30

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე პატარა „მაკდონალდსი“ ააშენეს

შვედეთში „მაკდონალდსის“ შემცირებული ვერსია შექმნეს, რომელიც მეთაფლია ფუტკრებისთვისაა გათვალისწინებული. როგორც გამოცემა Adweek-ი წერს, ეს „მაკდონალდსის“ ბრენდის ყველაზე პატარა შენობაა მსოფლიოში.

მამუკა ბახტაძე

23 მაისი 2019, 14:27

ეკონომიკა

ბახტაძე: ლარის კურსის ვარდნა არის მოკლევადიანი

საქართველოს პრემიეტრმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება მოკლევადიანია. „ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის მფგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე“ - განაცხადა ნახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

23 მაისი 2019, 14:18

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივას.

23 მაისი 2019, 13:57

ტაბლოიდი

9 წლის ბიჭი, რომელმაც შს მინისტრს წერილი მისწერა, გიორგი გახარიას შეხვდა

9 წლის დაჩი გულუა, რომელმაც შს მინისტრს წერილი მისწერა, გიორგი გახარიამ თავის სამუშაო კაბინეტში მიიღო. ფოტოს დაჩის დედამ ნათია ანასტასიადმა Faceboook-ზე გამოაქვეყნა. „ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია"-წერს ის.

23 მაისი 2019, 13:54

ეკონომიკა

Honda ბაზრიდან 137 ათას ავტომობილს გაიწვევს

იპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა განაცხადა, რომ ბაზრიდან 137 ათას ავტომობილს გაიწვევს. ამის მიზეზია აშშ-ში მომხდარი სამი შემთხვევა, როდესაც ავარიის დროს დამცავი ბალიში არ გაიშალა. ავტომობილების ამ სერიიდან 118 ათასი აშშ-ის ბაზარზეა, ხოლო 19 ათასი კორეასა და კანადაში.

23 მაისი 2019, 13:51

საქართველო

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა

მასწალებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.

მასწავლებლები

23 მაისი 2019, 13:35

საქართველო

ასეულობით მასწავლებელი გამოცდაზე გასვლის ნაცვლად 2 წლის ხელფასის მიღებასა და პენსიაზე გასვლას გეგმავს

სოფო გორგოძის განმარტებით, ჯილდოს მიღების სურვილი ასაკით პენსიონერ იმ მასწავლებლებს აქვთ, რომლებმაც საგამოცდო რეგისტრაცია უკვე გაიარეს, თუმცა ახალი ინიციატივის გაცნობის შემდეგ, ცენტრს რეგისტრაციის გასაუქმებლად ცხელი ხაზის საშუალებით მიმართავენ.

23 მაისი 2019, 13:18

ძალოვნები

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე წინასასამართლო პროცესი გაიმართა

ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს და ყურადღება გაამახვილეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. როგორც პროკურორი განმარტავს საქმეში წარმოდგრნილია ვიდეო მტკიცებულება, რომელიც თორდიას ცემის დეტალებს ასახავს.

მამუკა ბახტაძე

23 მაისი 2019, 12:52

საქართველო

პრემიერი: საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გადის

საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტოულობის ზრდაზე- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

23 მაისი 2019, 12:48

საქართველო

ვენეციის კომისიის გამოცემაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 5 გადაწყვეტილება შევიდა

ვენეციის კომისიის გამოცემა e-Bulletin on Constitutional Case-Law აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ.

თამარ ჩუგოშვილი

23 მაისი 2019, 12:46

საქართველო

ჩუგოშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმედ მიიჩნევა და არა სახელმწიფოსი

"სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს რომ ეს ასე არ არის!"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოფელ აღაიანში მომხდარ ტრაგედიას, სადაც 16 წლის დედამ, 7 თვის ჩვილი მოკლა.