imedi /  22 მაისი 2019, 09:19 / სანდო წყარო

აკრძალვის მიუხედავად ბრიტნი სპირსი 25 წლის კაცს მაინც ხვდება

ბრიტნი სპირსი  სემ ასგარი

ბრიტნი სპირსი
სემ ასგარი

37 წლის ბრიტნი სპირსი აკრძალვის მიუხედავად თავის შეყვარებულს, 25 წლის კაცს მაინც ხვდება. "ეს კაცი მიყვარს", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ბრიტნი სპირსი და 25 წლის სემ ასგარი სამი წელია, ერთმანეთს ხვდებიან. მათ ერთმანეთი სიმღერის Slumber Party კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. მომღერალს დაქორწინება სურს, თუმცა ამის წინააღმდეგი ბრიტნის მამაა. 

ფსიქიკური აშლილობის გამო მომღერალი 2007 წელს სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

26 თებერვალი 2020, 12:23

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ეკონომიკის საფუძველი თავისუფალი ბიზნესია, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს

ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი თავისუფალი ბიზნესია, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სისტემური გამოწვევა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კი სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

26 თებერვალი 2020, 12:18

ძალოვნები

გურჯაანში საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ-ერთი პაციენტის, მ.ბ.-ს ოთახს ესროლეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. სროლამდე ერთი დღით ადრე ამ პაციენტს თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა.

26 თებერვალი 2020, 12:00

ძალოვნები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა.

26 თებერვალი 2020, 11:45

ძალოვნები

კახეთში სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ, არის მსხვერპლი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ. შემთხვევის შედეგად, 35-წლამდე ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი გახარია

26 თებერვალი 2020, 11:44

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნეს კლიმატის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს

„საქართველოს მთავრობა აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას, განსაკუთრებული ბიზნეს კლიმატი იმისთვის, რომ ყველა სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყოს, განსაკუთრებით სერვისის სფეროში. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას ბევრი წელი სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.

თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი

26 თებერვალი 2020, 11:42

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მოთამაშეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ

შერმადინმა თბილისში შვეიცარიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. მაკფადენმა კი ბელგრადში, სერბეთის ეროვნულ გუნდთან მოპოვებულ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა და მატჩი 33 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომა

26 თებერვალი 2020, 11:38

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობასა და არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე

მისივე თქმით, საქმე ეხება გლდანში, ბოჭორიშვილი-ხიზაბავრისა და ხარაძის ქუჩებზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშოებს, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. კალაძის განცხადებით, შესრულებული სამუშაოები იმდენად უხარისხოა, რომ კომპანიას მოუწევს, სამუშაოები თავისი ხარჯებით განახორციელოს.

გიორგი გახარია

26 თებერვალი 2020, 11:30

ეკონომიკა

თბილისში კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნა

კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და მსოფლიო 2020.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.

მარინა ეზუგბაია

26 თებერვალი 2020, 11:27

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტს აკვირდებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 3 ირანის მოქალაქეა, 1 ჩინეთის, ხოლო დანარჩენი 9 საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

26 თებერვალი 2020, 11:12

ეკონომიკა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თეთრი სახლი

26 თებერვალი 2020, 11:10

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „იმ პირების ქმედებები და პოლიტიკა, რომელებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს უკრაინაში, საფრთხეს უქმნის უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე რუსეთის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

26 თებერვალი 2020, 11:00

საქართველო

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის მერია სოფელ დიღომში ბინების აშენებას გეგმავს

თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს.

ალენ ჟუიე

26 თებერვალი 2020, 10:57

საქართველო

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი Russia Today-ს წამყვანი გახდება

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი გადაცემას გეოპოლიტიკის საკითხებზე წაიყვანს. Russia Today-ს ფრანგულენოვანი არხის ხელმძღვანელის, ქსენია ფიოდოროვას განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ამ გაქანების ადამიანი რუსული სახელმწიფო ტელეარხის რედაქციაში იმუშავებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:46

საქართველო

კახა კალაძე: პროფესიული გადამზადების პროგრამით 2000-მდე ადამიანი გადამზადდა, რომელთაგან 70% დასაქმებულია

მერიაში 2018 წლიდან ამოქმედებული პროფესიული გადამზადების პროგრამამ „ისწავლე და დასაქმდი" 2000-მდე პირი სხვადასხვა პროფესიაში გადაამზადა და რაც მთავარია, სასწავლო კურსის დასრულებისთანავე მათი დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

მერიამ საშენი მასალების შენახვის მხრივ 415 კანონდარღვევა გამოავლინა

მერის ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა.

26 თებერვალი 2020, 10:20

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში მოპედის ქურდობისთვის ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:18

საქართველო

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს. გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:11

საქართველო

თბილისის ავტოპარკს 126 ახალი ავტობუსი შეემატება

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია - Tegeta Motors-ი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში“, - განაცხადა მერმა.

26 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინების ტესტირება დაიწყო

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Therapeutics-მა, რომელიც მასაჩუსეტსშია ბაზირებული, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია სატესტოდ გაგზავნა. ვაქცინა 42 დღეში შექმნეს მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ჩინელმა მეცნიერებმა ვირუს COVID_19-ს გენეტიკური მონაცემები წარმოადგინეს.

26 თებერვალი 2020, 10:04

ძალოვნები

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში ჯარი ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის.