imedi /  06 ივნისი 2019, 23:32 / სანდო წყარო

მედია: ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი სქესს იცვლის

ანჯელინა ჯოლი, შაილო ჯოლი-პიტი და ზაჰარა ჯოლი-პიტი

ანჯელინა ჯოლი, შაილო ჯოლი-პიტი და ზაჰარა ჯოლი-პიტი

ჰოლივუდის მსახიობის ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი შაილო სქესს იცვლის. უცხოური მედიის ინფორმაციით, შაილომ დაიწყო ჰორმონალური პრეპარატების მიღება, რათა მისი გარეგნობა უფრო მამაკაცური გახდეს.

მედიის ინფორმაციით ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილს ამ გადაწყვეტილებაში მხარს უჭერენ. გავრცელებული ინფორმაციით, შაილო არასდროს გრძნობდა თავს გოგოდ.

ჯოლის მტკიცებით, სამი წლის ასაკიდან შაილო თმის მოკლედ შეჭრას სთხოვს და ბიჭის ტანსაცმელს იცვამს.

ყველა სიახლე

17 ოქტომბერი 2019, 21:15

ძალოვნები

ვაზისუბანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს და სამ მანქანას დაეჯახა

თბილისში, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ-სამ მანქანას. გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კახა კალაძე ალეკო ელისაშვილი

17 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

კალაძე: ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილთან დებატებისთვის დრო არ აქვს. კალაძე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს. „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერი დებატებში დღეს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოიწვია.

Dior

17 ოქტომბერი 2019, 21:01

მსოფლიო

Dior-მა ჩინეთის რუკაზე ტაივანის გამოტოვებისთვის ბოდიში მოიხადა

ფრანგულმა მოდის სახლმა Christian Dior-მა ჩინეთის რუკაზე ტაივანის გამოტოვებისთვის ბოდიში მოიხადა. BBC-ის ინფორმაციით, Dior-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტუდენტებთან გამართულ პრეზენტაციაზე ჩინეთის რუკის ისეთი ვერსია წარმოადგინა, რომელზეც ტაივანის ტერიტორია არ იყო მონიშნული. ამ ფაქტმა კი ჩინურ სოციალურ მედიაში კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია.

მაიკ პენსი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 ოქტომბერი 2019, 20:31

მსოფლიო

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ერდოღანს შეხვდა

აუდიენციის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა. აშშ-ის სამთავრობო დელეგაციაში ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი არიან. ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა.

დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი 2019, 19:35

საქართველო

ზალკალიანი: მთავრობა აანალიზებს თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე

დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა - თურქეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიონ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფაგრლებში გამართული მოსმენის დროს, როდესაც სირიაში განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს.

ეთერ ლიპარტელიანი

17 ოქტომბერი 2019, 19:28

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ვიდეო

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძიუდოისტმა -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამერიკის საელჩო

17 ოქტომბერი 2019, 19:21

საქართველო

საქართველოში ეროვნული პარკების დასაცავად აშშ $1.6 მილიონიან პროგრამას იწყებს

ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. პროგრამის მიზანი საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.

რევაზ გაბრიაძე

17 ოქტომბერი 2019, 18:56

კულტურა

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მულტფილმი „ოსკარის“ სიაში მოხვდა

ანიმაციური მულტფილმი „იცი დედა სად ვიყავი?“ 2018 წელს მხატვრის, რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. მასზე მხატვარი შვილთან, ლევან გაბრიაძესთან ერთად მუშაობდა, პროდიუსირება კი თემურ ბექმამბეტოვის სტუდიამ Bazelevs-მა გასწია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

17 ოქტომბერი 2019, 18:45

კულტურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მეორე დღეს საქართველო სამი სტენდით არის წარდგენილი

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობის მეორე დღე მიმდინარეობს. საქართველო წიგნის ბაზრობაზე სამი სტენდით არის წარდგენილი - ეროვნული, საბავშვო ლიტერატურის და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ფეისბუქ გვერდის „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“. წელს საპატიო სტუმარი ქვეყანა ნორვეგიაა, რომლის სლოგანია „ოცნება, რომელსაც ვატარებთ“.

რაიან რეინოლდსი

17 ოქტომბერი 2019, 18:30

ტაბლოიდი

რაიან რეინოლდსმა მესამე შვილის სქესი გაამხილა

ცნობილმა მსახიობმა რაიან რეინოლდსმა მესამე შვილის სქესი გაამხილა. მსახიობმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გაასაჯაროვა. რეინოლდსის პოსტი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და კანადის არჩევნებს ეხებოდა. მსახიობის თქმით, სურს ქალშვილები იმავე სათამაშო მოედანზე გაიზარდონ, ბუნებაში, სადაც თავად იზრდებოდა.

კორეა

17 ოქტომბერი 2019, 18:30

სპორტი

სამხრეთკორეელები: ჩრდილოეთ კორეასთან მატჩი ომს ჰგავდა

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების შეფასებით, ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან დაპირისპირება "ომს ჰგავდა". ასე აღწერენ სამშობლოში დაბრუნებული სამხრეთკორეელი ფეხბურთელები ჩრდილოკორეელებთან თამაშს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ფხენიანში ცარიელ სტადიონზე გაიმართა.

ჩინეთი

17 ოქტომბერი 2019, 18:12

მსოფლიო

ჩინელმა დიპლომატებმა ქვეყანაში მათი გადაადგილების შესახებ აშშ-ს წინასწარ უნდა აცნობონ

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინელი ოფიციალური პირები, რომლებიც საგანმანათლებლო ან კვლევით ინსტიტუტებს, ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სხვა ოფიციალურ უწყებებს სტუმრობენ, წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ და ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს აცნობონ.

17 ოქტომბერი 2019, 17:56

საქართველო

ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება

ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა შესაძლებელი იქნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“. ტრანსპორტის მოძრაობა ვაკის პარკის მიმართულებით გაგრძელდება.

მარტვილის კანიონი

17 ოქტომბერი 2019, 17:28

საქართველო

მარტვილის კანიონმა ევროპის საბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია კი 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

გიორგი გახარია

17 ოქტომბერი 2019, 17:28

ეკონომიკა

გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება

შატილში სკოლის დაწვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს. პრემიერის განცხადებით,„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ზელენსკი

17 ოქტომბერი 2019, 16:47

ტაბლოიდი

ზელენსკის ლატვიის სეიმის ჩაქუჩით გართობის უფლება მისცეს. ვიდეო

ლატვიაში ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზეც გავრცელდა, თუმცა პოსტის პირველ ვერსიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეეშალა და დაწერა, რომ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა. მოგვიანებით, პოსტი წაშალეს და ახალი გამოაქვეყნეს.

17 ოქტომბერი 2019, 16:46

ძალოვნები

შატილში საჯარო სკოლა იწვის

შატილის საჯარო სკოლა იწვის. სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრები გავრცელდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 3 სახანძარო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მიხეილ ბატიაშვლი

17 ოქტომბერი 2019, 16:30

საქართველო

საქართველო ევროკავშირის უმაღლესი განათლების ასოციაციის წევრი ოფიციალურად გახდა

ერევანში ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება, სადაც საქართველო, როგორც ასოცაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვლის თქმით, დღეს საქართველოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილი

17 ოქტომბერი 2019, 16:29

საქართველო

მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება

კანონში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პერსონალურად, მასზე მორგებულ ცვლილებად აფასებს. მარგველაშვილი პრეზიდენტის ინ­სტი­ტუ­ტის დაკ­ნი­ნე­ბის უკვე სტან­დარ­ტულ ტრადიციაზე მიუთითებს.

პაატა სალია

17 ოქტომბერი 2019, 16:25

საქართველო

პაატა სალია: აქიმიძესა და დვალს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სასამართლოში სარჩელი 2014 წელს უნდა შეეტანათ, შესაბამისად დღეს უკვე სარჩელი ხანდაზმულია.