imedi /  05 ივლისი 2019, 17:39 / სანდო წყარო

რუსეთში სექსით დაკავებული წყვილი მე-9 სართულიდან გადავარდა

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში სექსით დაკავებული წყვილი მე-9 სართულიდან გადავარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 5 ივლისს შუაღამით მოხდა. თვითმხილველმა  პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებს ადგილზე 30 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი დახვდათ. სავარაუდოდ, გარდაცვლილის პარტნიორი მსუბუქად დაზიანდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალი ოთხი კაცის თანხლებით მეცხრე სართულზე მდებარე ბინაში ალკოჰოლს სვამდა. მოგვიანებით ის ერთ-ერთ კაცთან განმარტოვდა და ისინი ფანჯრის რაფაზე სექსით დაკავდნენ. სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების გამო წყვილმა წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ინციდენტის მონაწილეთა ვინაობის დადგენას ცდილობს.

ყველა სიახლე

გიორგი კახიანი

16 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ

ჩვენ მივესალმებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და თუკი მათ შორის რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს

მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მიონდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, რაც შეეხება მე-5 რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს-კვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი არ შემცირდება.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული

ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა

პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი, რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აცილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას

როგორც ვხედავთ, ირაკლი კობახიძეს აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე განათლებული, ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერია.

შსს

16 იანვარი 2021, 14:40

სამართალი

კასპში, ერთ-ერთ საწარმოში 2 ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

ბექა დავითულიანი

16 იანვარი 2021, 14:40

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გაცხადებული აქვს მზაობა, ვისაუბროთ პოზიციების დაახლოებაზე და ოპოზიცია პარლამენტში შემოვიყვანოთ

გუნდის პოზიცია ყრილობაზე გამოვხატეთ. არჩეულია ახალი პოლიტსაბჭო, ახალი თავმჯდომარე და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2021, 14:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ, და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით

ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნება პირველ რიგში ერთიანი საქართველოა, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით

„ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

ნინო წილოსანი

16 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება სერიოზული პოზიტივი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის

ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ დემოკრატიას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა, დარწმუნებული ვარ, მისი კანდიდატურა იქნება სერიოზული პოზიტივი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს - ამ გამოწვევაზე პასუხი გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა უნდა იყოს

მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე.

კახა კალაძე

16 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი კობახიძე სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე საქართველოს მოსახლეობის იმედებს

ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - ამის ძალა შესწევს!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

16 იანვარი 2021, 14:20

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია. პოლიტსაბჭოს 21 წევრი პარტიის ყრილობაზე ?? დელეგატმა აირჩია.

კახა კალაძე

16 იანვარი 2021, 14:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა

„ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი, - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ!“

კახა კალაძე

16 იანვარი 2021, 14:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:11

პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

16 იანვარი 2021, 14:09

პოლიტიკა

ონლაინშეხვედრაზე საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს

შეხვედრას გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, საერთაშორისო ექსპერტი გარემოს დაცვის და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში დარიუშ პრასეკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე ესწრებოდნენ. მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი რუკის შემუშავების მიზნებზე და ამოცანებზე იმსჯელეს.

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2021, 13:51

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტიის ყრილობის შემდეგ შედგება სხდომა და უკვე პოლიტსაბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე.

16 იანვარი 2021, 13:49

სპორტი

„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას Barca Blaugranes-ი ავრცელებს. კლუბის ახალი მმართველი 24 იანვარს უნდა აერჩიათ, თუმცა ესპანეთში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ღონისძიების გამართვა შეუძლებელი გახდა. დღესვე „ბარსას“ ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნები 7 მარტს შედგება, თუმცა ეს თარიღი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის.