imedi /  06 ივლისი 2019, 08:09 / სანდო წყარო

დუბაის მმართველს ცოლამდე შვილიც გაექცა

პრინცესა ჰაია და მოჰამედ ბინ რაშიდი

პრინცესა ჰაია და მოჰამედ ბინ რაშიდი

დუბაის მმართველ მოჰამედ ბინ რაშიდს გასულ წელს შვილიც გაექცა. თუმცა, გოგო უკან მალევე დააბრუნეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ეს ინფორმაცია კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დუბაის მმართველის ცოლი ლონდონში შვილებთან ერთად გაიქცა.

პრინცესა ჰაია მოჰამედ ბინ რაშიდის მეექვსე ცოლია. თავის მხრივ რაშიდს 6 ცოლი და 20 შვილი ჰყავს. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა და ორი შვილი ჰყავთ. 11 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. პრინცესა ჰაია იორდანიის ყოფილი მეფის ჰუსეინის ქალიშვილია. მან განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო.

მედიაში იმასაც წერენ, რომ ქალს თავის პირად მცველთან ჰქონდა რომანი და ამიტომაც გაიქცა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ პრინცესა ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან მეგობრობს. მათ შორის პრინც ჩარლზსა და პრინცესა კამილასთან. ლონდონში ძვირადღირებული ვილაც აქვს.

ამერიკული მედიის ცნობით, პრინცესა ჰაიას თავისი ქმარი დუბაის მმართველი მოჰამედ ბინ რაშიდი სასამართლოში უჩივის. როგორც ცნობილია, ქალს პრინცესა დიანას ადვოკატი დაიცავს. პრინცესას განქორწინება სურს.

ინფორმაცია პრინცესა ჰაიას გაქცევის და $40 მილიონის გატაცების შესახებ 29 ივნისს გავრცელდა. თუმცა, პრინცესა 2019 წლის თებერვალში გაუჩინარდა. სავარაუდოდ, პრინცესა შვილებთან ერთად ლონდონში იმალება, ფული კი ახალი ცხოვრების უზრუნველსაყოფად წაიღო.

მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი 1949 წელს დაიბადა. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერი და ვიცეპრეზიდენტი ასევე დუბაის საამიროს მმართველია. აღნიშნული თანამდებობები მან 2006 წლის 4 იანვარს უფრო ძმის მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 17:18

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410,088 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 337,801-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,869 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გლდანში ადგილი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის, მეტსახელად „ჭყიპინას“ მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს

როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, არამედ რამდენიმე ლოკაციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გლდანის რაიონში და არა მხოლოდ იქ, ზონდერების მობილიზებას გეგმავდა.

31 ოქტომბერი 2020, 17:14

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევებმა 55,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,095 ადამიანს გამოუვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 55,269 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 730 ადამიანი. ვირუსისგან 43,543 პაციენტი განიკურნა.

ვაჟა სირაძე

31 ოქტომბერი 2020, 17:10

სამართალი

გლდანში მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, სროლის ფაქტს კი ვაჟა სირაძე არ ადასტურებს

გლდანში, საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 17:09

სამართალი

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ჟურნალისტს კამერა დაუზიანდა, გამოძიება დაიწყო

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ შს სამინისტროში Imedinews-ს განუცხადეს.

31 ოქტომბერი 2020, 17:09

პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. როგორც სპეციალური პენიტენციურ სამსახური იუწყება, დაწესებულებაში შექმნილი ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

შონ კონერი

31 ოქტომბერი 2020, 17:04

კულტურა

შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია მსახიობის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“

რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, ჟურნალისტებთან განაცხადა. განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3,758-მა მოქალაქემ. რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისიაში არანაირი სახის საჩივარი არ შესულა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია

ყველა მონაცემით, რომელიც შემოდის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია. ეს, თავისთავად, ქვვეყნის გამარჯვებას ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:51

პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: ვიმედოვნებ, რომ ყველა პარტია პატივს სცემს ოფიციალურ შედეგებს

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება, როგორც მიმდინარეობს ამ წუთამდე და ვიმედოვნებ, რომ ყველა პარტია პატივს სცემს ოფიციალურ შედეგებს, - ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები ცოცხალი დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და დიდი ბრიტანეთი საქართველოში ამ დემოკრატიული პროცესის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე. ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან. საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს-ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა - შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გლდანი დაპირისპირება

31 ოქტომბერი 2020, 16:43

სამართალი

გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც აქტივისტების ნაწილი დაპირისპირების ადგილს განარიდა.

31 ოქტომბერი 2020, 16:37

პოლიტიკა

მიგელ ბურზაკო: საქართელო დღეს დიდ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის კუთხით, ხმის მიცემის პროცესი კი უსაფრთხო გარემოში და მაღალი აქტივობით მიმდინარეობს

„საქართელო დღეს დიდ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის კუთხით. ხმის მიცემის პროცესი კი უსაფრთხო გარემოში და მაღალი აქტივობით მიმდინარეობს“, - აცხადებს მიგელ ბურზაკო. მისი განმარტებით, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის.

31 ოქტომბერი 2020, 16:36

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, აქტივობით პირველ ადგილზე კვლავ რაჭა-ლეჩხუმია

15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჟა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება. აქ ამომრჩეველთა აქტივობამ 49.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 17 495 ამომრჩეველია. რეგიონში 35 358 საარჩევნო ასაკის მოქალაქეა. აქტივობით, ბოლო პოზიციაზე ქვემო ქართლია. რეგიონში 400 095 ამომრჩეველია, თუმცა, 15:00 საათის მონაცემებით, აქ აქტივობამ 33.9% შეადგინა.

31 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე: 15:00 საათისთვის დიდუბეში აქტივობა 37%-მდე გაიზარდა

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩრვნო ოლქში, ამ დროისთვის, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 15:00 საათისთვის აქტივობა დიდუბეში 37%-მდე გაიზარდა, რაც ციფრებში 25,787 ამომრჩეველს ნიშნავს. ლიკა ავალიშვილის განცხადებით, საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა.

იევეს სტევენსი

31 ოქტომბერი 2020, 16:32

COVID19

ბელგიის კრიზისის ცენტრის სპიკერი: ეგოიზმი ვირუსის საუკეთესო თანამზრახველია

„ეგოიზმი არის ვირუსის საუკეთესო თანამზრახველი”, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიაში ეპიდვითარებაზე საუბრისას. კრიზისის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და ყველა იმ წესის დაცვისკენ მოუწოდებს, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შესამცირებლად არის შემუშავებული.

იმედო ლაცაბიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, ხაშურის ოლქში, საკუთარი არჩევანი 25,000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

15:00 საათის მონაცემებით ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66,000 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე 25,000-მა დააფიქსირა. ეპიდემიის გამო ოლქში შექმნილ სპეციალურ უბანზე 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან დაახლოებით 40%-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სხვაგვარად ჯობს მოვლენების გაშუქება. ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში

სხვაგვარად ჯობს მოვლენების გაშუქება. ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში, მეტი არაფერი. რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:24

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.