imedi /  07 ივლისი 2019, 19:30 / სანდო წყარო

ძაღლებთან ერთად გაზრდილი თუთიყუში ყეფს და სახლს იცავს 🦜

თუთიყუში

რას იზამს თუთიყუში, რომელიც ძაღლებთან ერთად გაიზარდა? რა თქმა უნდა დაიყეფს და სახლს დაიცავს. სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ რუდეპურტის მცხოვრებმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუთიყუში რომელიც ძაღლივით იქცევა.

ვიდეოს ავტორის თქმით, თუთიყუში მასთან ერთად უკვე 19 წელია ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში ჭკვიანმა ჩიტმა ისწავლა როგორ მიბაძოს ადამიანსაც და ძაღლსაც. 

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 18:38

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ახლადდანიშნული ელჩის ინიციატივით შედგა და გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძე

01 დეკემბერი 2020, 18:33

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: არსებული პანდემიის პირობებში, განათლების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა

„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება“.

ირაკლი სესიაშვილი

01 დეკემბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით

„ეს ჩემი აზრია და ცხადია, აქ მათი რეაქცია უფრო თავდაცვით რეაქციას მაგონებს. მეორე - ახლა გიგი უგულავას ძმა რომ გვიმტკიცებს, რომ არ ვარგა ის რუკა, რომლითაც ჩვენ უარს არ ვიტყოდით, რაზეც თვითონ მზად იყვნენ 3 500 ჰექტარის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე, ეს თუ ვინმესთვის მისაღებია, მაშინ გამოხატონ თავიანთი თუნდაც პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ის რომ ამ არსებული რუკებით, რომლებიც იყო როგორც ჩანს გადამალული, ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვას უკეთ შევძლებთ, ეს არის ფაქტი. მე დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სესიაშვილმა.

01 დეკემბერი 2020, 18:30

საზოგადოება

2016 წლიდან საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 2.8%-ით შემცირდა

დღევანდელი მდგომარეობით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა თამბაქოს კონტროლი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი, ის ასევე განვითარების საკითხია, რადგან ჯანმრთელობის ტვირთთან ერთად თამბაქო უდიდეს ეკონომიკურ და გარემოს ტვირთს წარმოადგენს სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქისთვის, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „თამბაქო- სიტუაციური მიმოხილვა 2020“.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2020, 18:16

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

სამინისტრი შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც.

ბაჩო ოდიშარია

01 დეკემბერი 2020, 18:15

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ძალიან აბსურდულია პატარა პარტიების არგუმენტი, რომ არავის ექნება იმხელა ძალაუფლება, რომ სხვებზე ზეგავლენა მოახდინოს

ჩემთვის ძალიან აბსურდულია პატარა პარტიების არგუმენტი, რომ როდესაც პარლამენტში შევალთ, იქ არავის ექნება იმხელა ძალაუფლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს სხვა პარტიებზე. ეს ალიბი უკვე უარყოფილია, ვინაიდან უკვე ახლა, როდესაც მიშა უკრაინაშია და არანაირი ძალაუფლება არ აქვს, ისინი უკვე შანტაჟდებიან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ POSTV-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.

კახა კალაძე

01 დეკემბერი 2020, 18:12

საზოგადოება

დედაქალაქის მერმა ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამშებლო-დეველოპერულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის მიზანი ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების, კერძოდ, სარემონტო ობიექტების დასრულებისთვის თანხების მობილიზების საკითხის განხილვა და შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის პროცედურებთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორის ინფორმირება იყო.

ბაჩო ოდიშარია

01 დეკემბერი 2020, 18:11

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ძალიან ბევრ, განსაკუთრებით მცირე ზომის პარტიებს სურთ, რომ პარლამენტში შევიდნენ, ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად რჩება მხოლოდ სააკაშვილის ფიგურა

„თუ არ შევლენ, საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან („ნაციონალური მოძრაობაზე“ არ მაქვს არ მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და არც „ევროპულ საქართველოზე“, იმიტომ რომ ეს ერთი სხეულის ორი ნაწილია ჩემთვის), მაგალითად „გირჩი“, „ლელო“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ რეალურად თავის ამომრჩეველს ეტყვის: „შენ რომ მე მომეცი ხმა, იმიტომ რომ არ გინდოდა არც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცი ხმა, იმიტომ რომ მე ამ კაცთან ვრჩები. ეს არის ჩემი გამგებელი. შენი ხმის მიერ მოცემული მანდატით კი არ ვაპირებ პარლამენტში შევიდე და ვიმოქმედო, მე ვაპირებ მიშა რასაც მეტყვის ის გავაკეთო“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ბაჩო ოდიშარია

01 დეკემბერი 2020, 18:05

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ოპოზიციური პარტიების მოსყიდვა უნდა იყოს

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ ოპოზიციური პარტიები მოისყიდოს და არა ის, რომ არჩევნების გამართული პროცესი არსებობდეს, - ასე გამოეხმაურა PosTV-ს წამყვანი, ბაჩო ოდიშარია ნინო ბურჯანაძის განცხადებას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

01 დეკემბერი 2020, 18:02

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

რატი თორ­დია

01 დეკემბერი 2020, 17:42

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა: მდგომარეობა დიაბეტის გამო გაურთულდა, მაგრამ ის ორი დღეც დიდ რაღაცას წყვეტდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორ­დია, „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ვირუსის დადასტურებიდან 5 დღის განმავლობაში, მისი შვილი სახლში მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მისი კლინიკაში გადაყვანა სურდათ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მედიკოსების ინფორმაციით, იმ ეტაპისთვის, არც ერთ კლინიკაში არ იყო თავისუფალი ადგილი. შესაბამისად, ინფიცირებულის კოვიდსასტუმროში გადაყვანა გადაწყვიტეს.

ჰააგის სასამართლო

01 დეკემბერი 2020, 17:34

საზოგადოება

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV) 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:31

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დიალოგისთვის ყველაზე კარგი ადგილი არის პარლამენტი

დიალოგისთვის ყველაზე კარგი ადგილი არის პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული შედეგზე.

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები

„ოპოზიციამ პირველივე დღიდან დაიწყო ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს და შესაბამისად, არ შევდივართ სამართლებრივი შეფასებების ნაწილში. თუ ამ ისტორიაში სადმე პოლიტიკური ინტერესია, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხარეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაცვის მხრიდან ხდება მთელი მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია მაგალითად გიგი უგულავას ძმის დასკვნები კარტოგრაფიასთან დაკავშირებით. ჩვენ, ველოდებით გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს

„როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, მიუხედავად სუბიექტური ვითარების, წინაპირობებისა, ეს ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ენაღვლება და რომ მისთვის ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები ან არ არსებობს ან სადღაც მე-100 რიგშია. ესაა პასუხისმგებლობების მთავარი კრიტერიუმები. მე ვფიქრობ, რომ ეყოფა ჭკუა იმისთვის, რომ თუ ქვეყნის მიმართ ერთგულებას არ დაადასტურებს, თავის პოლიტიკური სუბიექტის სამარეში ჩასვლა მაინც აირიდოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გურამ ჩალაგაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:24

პოლიტიკა

გურამ ჩალაგაშვილი ასლან ვაშაყმაძის განცხადებას გმობს

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებას. ჩვენ ყველანი ვემიჯნებით, რა თქმა უნდა, მსგავს განცხადებებს“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შოთა გულბანი

01 დეკემბერი 2020, 17:22

ეკონომიკა

შოთა გულბანი: ვალის ეს მაჩვენებელი არ არის საგანგაშო - 60%-იანი ზღვარი არის სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტი

პანდემიურმა დღის წესრიგმა ცხადია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზეც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა და ხარჯვა დაიგეგმა იმგვარად, რომ პრაქტიკულად თანაბარზომიერად არის გათვალისწინებული, როგორც მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის საკითხი, ისე მისი მინიმალური სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. ცხადია, ამ პრიორიტეტებს თან ერთვის ეკონომიკური კეთილდღეობის და სტაბილურობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 დეკემბერი 2020, 17:16

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მესამე რაუნდზე გამოჩნდება, არის თუ არა შეთანხმების რესურსი

„მეორე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ოპოზიციის წინადადება იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხელისუფლებას უნდა მოეტანა ამაზე პასუხი, ამის შემდეგ ინდივიდუალურ რეჟიმში მომლაპარაკებლებთან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ვნახე, რომ ისინი ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ“.

გიორგი ვაშაძე

01 დეკემბერი 2020, 17:14

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი არ განიხილება

„ყველა ალტერნატიული შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი. საჯაროდ უნდა განიხილოს, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და არა - პოლიტიკური პარტიებისთვის. ჯერჯერობით, ასეთი ალტერნატივები, დეტალიზებული, არ მომისმენია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზე, სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, არ დავმალავ. ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება“.

სერგი კაპანაძე

01 დეკემბერი 2020, 17:13

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე დიალოგზე: მზად ვართ, სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც არჩევნების ჩატარებას შეეხება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება სერიოზულად და კონსტრუქციულად, რომელიც შეეხება ახალ არჩევნებს, ხოლო სხვა ყველა წინადადებას ოპოზიციის მხრიდან ექნება მკაცრი უარი.