imedi /  22 ივლისი 2019, 22:24 / სანდო წყარო

აუქციონზე „ტიტანიკის“ მგზავრის ხელჯოხი $50 ათასად გაიყიდა

ხელჯოხი, რომლითაც „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრი ელა ვაითი სარგებლობდა აშშ-ში Guernsey's აუქციონზე $50 ათასად გაიყიდა.

ხელჯოხს აქვს ელექტრო ნათურა. სწორედ ამიტომ გემის ჩაძირვის დროს ქალმა ის ორიენტაციისთვის გამოიყენა. როგორც ელა ვაითი იხსენებდა ის ხელჯოხს იქნევდა და ამით ბევრ ადამიანს დაეხმარა. 

აუქციონის სახლის ინფორმაციით, ქალმა ხელჯოხი მოგზაურობის დროს იყიდა, რადგან ფეხი იღრძო. ხელჯოხის მფლობელი 1942 წელს 85 წლისა გარდაიცვალა. 

„ტიტანიკი“ იყო ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში.

„ტიტანიკი“ 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40 საათზე „ტიტანიკი“ აისბერგს შეეჯახა.

1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც „ტიტანიკის“ კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში.

დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 09:55

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ NDI-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

04 აგვისტო 2020, 09:33

ტექნოლოგიები

Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა

კომპანია Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა. მოწყობილობას აქვს 5,81 დუმიანი ეკრანი და Snapdragon 730G პროცესორი. ოპერატიული მახსოვრობის მოცულობა კი 128 გიგაბაიტია. Pixel 4a ბაზარზე 20 აგვისტოდან გამოვა და მისი ფასი $349 იქნება.

04 აგვისტო 2020, 09:17

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიამ 13 ადამიანი იმსხვერპლა

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო სამხრეთ კორეაში 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ Reuters-ს ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. სტიქიას ემსხვერპლა 13 ადამიანი, ხოლო 13 დაკარგულად ითვლება.

04 აგვისტო 2020, 08:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ჯარის ნაწილს გამოიყვანს

აშშ, ავღანეთიდან საკუთრი ჯარის ნაწილს გამოიყვანს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტალ Axios-თან საუბარში განაცხადა. „ავღანეთში, ჩვენ მოკლე დროში შევამცირებთ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას 8 ათასამდე, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 4 ათასამდე ჩამოვა. ახალა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - აცხადებს ტრამპი.

ლეონარდო დიკაპრიო

04 აგვისტო 2020, 08:50

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიომ Apple-თან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა

ლეონარდო დიკაპრიომ და მისმა კუთვნილმა სტუდია Appian Way -მ კომპანია Apple-თან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.

04 აგვისტო 2020, 08:37

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ლუგარის ლაბორატორიდან COVID19-ზე 22 ტესტის პასუხს ელოდებიან

გარდაბნის მუნიციპალიტეტი კრონავირუსის გავრცელების გამო კვლავ წითელ ზონად რჩება. მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე გარდაბანში 2000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. 22 ადამიანის ტესტირების ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან.

04 აგვისტო 2020, 08:31

ტექნოლოგიები

Twitter-ს მომხმარებელთა მონაცემების მიზნობრივი რეკლამის გამო $250 მილიონამდე ჯარიმა ემუქრება

ამერიკულ კომპანია Twitter-ს შესაძლოა ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ $150-დან $250 მილიონამდე ჯარიმა დააკისროს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი მიზნობრივი რეკლამისთვის მომხმარებელთა მონაცემების გამოყენება გახდა. კერძოდ 2013-2019 წლებში Twitter-მა მიზნობრივი რეკლამისთვის გამოიყენა ტელეფონის ნომრები და საფოსტო მისამართები, რომლებიც კომპანიას მომხმარებელმა ანდო.

04 აგვისტო 2020, 08:18

რეგიონი

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მსხალგორი დააზიანა

სტიქია იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად სოფელ მსხალგორში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდნენ.

04 აგვისტო 2020, 08:10

რეგიონი

სტიქიიდან მეშვიდე დღეს, ელექტროენერგია რაჭის ყველა სოფელს მიეწოდება

რაჭაში, სტიქიის ზონის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაა აღდგენილია. გრძელდება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან მისასვლელი გზებისა და დაზიანებული ხიდების აღდგენა. ამ დროისათვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი ჟამიერეთისა და გომი-ჯინჭვისის მიმართულებით.

04 აგვისტო 2020, 07:58

მსოფლიო

ნიუ-იორკს ტროპიკული შტორმი „ისაიასი“ უაახლოვდება

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ შტორმისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. აღმოსავლეთ სანაპიროს ტროპიკული შტორმი „ისაიასი“ უახლოვდება. ამის შესახებ ქალაქში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დაიან კრისუელი Twitter-ზე წერს.

04 აგვისტო 2020, 01:03

მსოფლიო

ისრაელმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანა

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 00:54

ტაბლოიდი

ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თანამშრომლებმა შეყვარებულ ლომებს ევთანაზია ერთ დღეს ჩაუტარეს

აშშ-ში, ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თანამშრომლებმა, შეყვარებული ლომების წყვილი ერთ დღეს დააძინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის Facebook-ზე გავრცელდა. 21 წლის ლომები ჰუბერტი და კალისა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში დაიბადნენ და ერთმანეთს პირველად Woodland Park Zoo-ში შეხვდნენ, სადაც მათი „რომანი“ დაიწყო. 2014 წელს წყვილი ლოს-ანჯელესის ზოოპარკში გადმოიყვანეს.

04 აგვისტო 2020, 00:40

ტაბლოიდი

შრი-ლანკას მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა

​​​​​​​შრი-ლანკაზე, ქალაქ კოლომბოში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა. ამის შესახებ Daily Mail წერს. კატა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა ციხის ტერიტორიაზე 1-ელ აგვისტოს დაიჭირეს. მას კისერზე ჰქონდა დამაგრებული პლასტიკური პაკეტი 2 გრამი ჰეროინით, ორი სიმბარათით და მეხსიერების ბარათით.

04 აგვისტო 2020, 00:29

ტექნოლოგიები

სინგაპურელმა მეცნიერებმა ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი წარმატებით გამოსცადეს

სინგაპურელი მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ყვითელი ცხელების საწინააღმეგო ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სპეციალისტებმა პოტენციური პრეპარატი შექმნეს. საუბარია მონოკლონალურ ანტისხეულზე.

გია აბაშიძე

04 აგვისტო 2020, 00:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანსაღი, კონკურენტული ოპოზიცია ჟანგბადივით სჭირდება

„ჯანსაღი ოპოზიცია ის კი არ არის ხელისუფლება უშვერი სიტყვებით ლანძღო, ხელისუფლება უნდა აკრიტიკო ძალიან მწარედ, საგნობრივად, დარგობრივად, არსობრივად და ლეგიტიმაცია არ დააყენო ეჭვქეშ - ეს არის კონსტრუქციული ოპოზიცია“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

04 აგვისტო 2020, 00:04

ტექნოლოგიები

გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს. ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, - აცხადებენ გამომგონებლები.

03 აგვისტო 2020, 23:24

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა.

03 აგვისტო 2020, 22:59

საზოგადოება

ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ს ნომინაციაზეა წარდგენილი

ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ში წარდგენილია ნომინაციაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს“.

03 აგვისტო 2020, 22:37

მსოფლიო

ინდოეთში, სერიული მკვლელი ნიანგებს მსხვერპლთა ცხედრებით კვებავდა

ინდოეთში დააკავეს სერიული მკვლელი, რომელმაც მსხვერპლთა ცხედრებით ნიანგებს კვებავდა. ამის შესახებ CNN იუწყება. 1995 წელს დევანდრა შარმა თაღლითებს ემსხვერპლა და გაკოტრდა. ამის შემდეგ მან ცხოვრება კრიმინალებს დაუკავშირა. ჯერ გაზის ფალსიფიცირებული ბალონებით ვაჭრობდა, შემდეგ კი ორგანოებით ვაჭრობის შავ ბაზარზე მუშაობდა. სერიული მკვლელი აღიარებს, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით 125 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა.

03 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

„ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.