imedi /  23 ივლისი 2019, 21:35 / სანდო წყარო

კაცმა ქორწილის წინა დღეს ყოფილ შეყვარებულს მისწერა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ინტერნეტ მიმოწერა

Twitter-ის მომხმარებელმა სახელად ალექსამ გამოაქვეყნა ყოფილი შეყვარებულის წერილი, რომელიც მან საკუთარი ქორწილის წინა დღეს მისწერა. ახალგაზრდა კაცის გულახდილობამ ინტერნეტის მომხმარებლები აღაფრთოვანა.

ახალგაზრდა კაცმა ჯერ საკუთარი თავი წარადგინა და იკითხა, ეკუთვნის თუ არა ტელეფონის ნომერი კვლავ მის ყოფილ შეყვარებულს. „ღმერთო ჩემო, რა მოხდა?“ - იკითხა ალექსამ, პასუხად კი კომპლიმენტებით სავსე დიდი წერილი მიიღო

ალექსას ყოფილი შეყვარებული წერდა, რომ მომდევნო დღეს ქორწილი აქვს და ამ წერილს საცოლის ნებართვით წერს. 

„მადლობა, რომ ჩემი პირველი სიყვარული იყავი. მადლობა, რომ ყოველთვის მხარს მიჭერდი, მიცავდი უსიამოვნებებისგან და ჩემზე ზრუნავდი. მადლობა ჩემდამი შენი სიყვარულისთვის“, - დაწერა მან.

ალექსას თქმით, მან არ იცოდა, რა პასუხი უნდა გაეცა ყოფილი შეყვარებულისთვის. მისმა პოსტმა 96 ათასი გაზიარება და 420 ათასი მოწონება დააგროვა.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან Twitter-ის მომხმარებლებმა ახალგაზრდა კაცს გმირი უწოდეს.

ყველა სიახლე

მარიამ კუბლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

ჯიშკარიანის ადვოკატის მტკიცებით, თამთა თოდაძე საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს

მარიამ კუბლაშვილის თქმით, თოდაძე აპირებს თქვას, რომ მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავად თამთა თოდაძე კი ადვოკატის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

მეუფე საბა

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ

„წესის აგება დასაფლავების დღესაც, მეორმოცე დღეს და წლისთავზეც შეიძლება. რა ინტერესი უნდა მქონდეს რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა გირჩის ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს ეკლესიას ვინ კითხავსო და თუ ეკლესიას ვინ კითხავს რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატო იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატო გვეუბნებიან თქვენ აუგეთ ახლა წესიო" - განაცახადა მეუფე საბამ.

 მერაბ ბლადაძე

12 ნოემბერი 2019, 13:15

საქართველო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ „პარტიოტთა ალიანსი“ დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ „პარტიოტთა ალიანსი“ დატოვა. მან ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობაა.

აკაკი ბობოხიძე

12 ნოემბერი 2019, 13:06

საქართველო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ

​​​​​​​ყაველაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა და აკაკი ბობოხიძე მოიხსენია როგორც „კაკოია ბობოხიძე“. რაზეც ბობოხიძემ საკუთარი ადგილიდან უპასუხა: „კაკოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახე“.

ბაროკოს ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 13:04

კულტურა

თბილისში „ბაროკოს ფესტივალი“ გაიმართება

თბილისში 13 ნოემბრიდან „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კულტურის სამსახურის ფესტივალის ფარგლებში, კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან გაიმართება. ღონისძიებას, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები- დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი) ესტუმრებიან.

ისრაელი

12 ნოემბერი 2019, 12:59

საქართველო

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს "- ნათქვამია განცხადებაში.

ამინდი

12 ნოემბერი 2019, 12:50

საქართველო

საქართველოში თბილი ამინდი 14 ნოემბრამდე შენარჩუნდება

საქართველოში 11-14 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში კი, მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ექიმი პაციენტი

12 ნოემბერი 2019, 12:44

ტექნოლოგიები

WSJ: Google-ი ამერიკელების ავადმყოფობის ისტორიებს ფარულად აგროვებს

პროგრამა „პროექტი ნაითინგეილი“ ქვეყნის 21 შტატში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მიზანი სამედიცინო საძიებო სისტემის და ხელოვნური ინტელექტის შექმნაა.

ქანდაკება

12 ნოემბერი 2019, 12:33

კულტურა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება N’Uovo გაიხსნა

ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

ავსტრალია ხანძარი

12 ნოემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრებისთვის ემზადებიან

ამ ეტაპზე, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის 50 კერაა დაფიქსირებული. ხელისუფლების თქმით, მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდება. რეგიონში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საფრთხე ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ - სიდნეისაც ემუქრება.

ჰარი პოტერი

12 ნოემბერი 2019, 11:28

ტაბლოიდი

Airbnb-ზე ჰარი პოტერის მშობლების სახლი ქირავდება

ჰარი პოტერის ფანებს Airbnb-ზე ოთახის ქირაობა ჯეიმს და ლილი პოტერების სახლში შეეძლებათ. ჯადოსნური ატმოსფერო, ინგლისურ სოფელ ლავენჰემში, ფოლკის საგრაფოში განთავსდება. სიუჟეტის მიხედვით, ჰარი ამ ადგილას დაიბადა და ცოტახნით ცხოვრობდა კიდეც. თავისი მშობლები კი გარდაცვალებამდე აქ იყვნენ.

კიმ როზენფელდი

12 ნოემბერი 2019, 11:26

ტექნოლოგიები

პლატფორმის Apple TV+ ტოპ-მენეჯერმა კომპანია სერვისის ამოქმედებიდან 10 დღეში დატოვა

როზენფელდი კომპანიაში სერიალებზე, დოკუმენტურ ფილმებზე და ეთერში ჯერ არ გასულ შოუებზე იყო პასუხისმგებელი. მენეჯერის გადაწყვეტილების მიზეზი Apple TV+-ის სტრუქტურის ცვლილება გახდა. როზენფელდი Apple-თან თანამშრომლობას თავისი კომპანია Hალფ Fულლ Pროდუცტიონს-ის სახელით განაგრძობს.

ჯვრის მონასტერი

12 ნოემბერი 2019, 11:05

კულტურა

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

2019 წლის აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის განვითარების პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩომ გაავრცელა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს გადაეცემა.

ჰილარი კლინტონი

12 ნოემბერი 2019, 10:55

მსოფლიო

კლინტონი ბრიტანეთს რუსეთის მიერ ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ანგარიშს არჩევნებამდე გაეცნოს. „ეს აუცილებელი პირობა უნდა იყოს. იმიტომ, რომ უდავოა, რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების პოლიტიკის განსაზღვრას ცდილობს“.

ტრეფიკინგი

12 ნოემბერი 2019, 10:50

ძალოვნები

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

12 ნოემბერი 2019, 10:34

ძალოვნები

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰაკერი

12 ნოემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

ისრაელმა აშშ-ს რუსი ჰაკერი გადასცა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს რუსი ალექსეი ბურკოვი გადასცა, რომელიც საკრედიტო ბარათებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი თელ-ავივის აეროპორტში აშშ-ის მოთხოვნით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი კიბერდანაშაულში წაუყენეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 09:56

საქართველო

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი „გირჩის“ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 09:34

მსოფლიო

ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

როგორც ევო მორალესმა Twitter-ზე დაწერა, ის ტოვებს ბოლივიას, რათა უფრო „დიდი ძალითა და ენერგიით“ დაბრუნდეს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ მორალესმა ქვეყანა მექსიკის სამთავრობო თვითმფრინავით უკვე დატოვა.

ღაზის სექტორი

12 ნოემბერი 2019, 09:22

მსოფლიო

ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ემსხვერპლა

მის საცხოვრებელ სახლზე საჰაერო იერიში გამთენიისას განხორციელდა. ოპერაციას კიდევ ერთი პალესტინელი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას ალ-ატას გარდაცვალების შესახებ „ისლამური ჯიჰადიც“ ადასტურებს და ისრაელს საპასუხო ზომებით იმუქრება.