imedi /  26 ივლისი 2019, 20:42 / სანდო წყარო

აშშ-ში იპოვეს კაცის გვამი, რომელსაც ქალის თავი ჰქონდა მიკერებული

აშშ-ში FBI-ის აგენტებმა აღმოაჩინეს კაცის გვამო, რომელსაც ქალის თავი ჰქონდა მიკერებული, - ამის შესახებ mirror-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კაცის გვამი არიზონაში ბიოლოგიური რესურსების ცენტრის კედელზე ეკიდა. ასევე ბაზაზე იპოვეს კონტეინერები, სადაც ადამიანების თავები, სასქესო ორგანოები და ფეხები იყო მოთავსებული. ბიოლოგიური რესურსების ცენტრი ადამიანის სხეულის ნაწილებს სამეცნიერო კვლევებისთვის აგროვებდა და ინტერნეტის მეშვეობით ყიდდა.

გამოცემის ცნობით,  FBI-მ ამ ცენტრში ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც მისი მფლობელი ადამიანის სხეულის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის გამო 1 წლით დააპატიმრეს და $121 000 გადახდა დააკისრეს.  

 

ყველა სიახლე

მერაბ კოკოჩაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:54

საზოგადოება

მერაბ კოკოჩაშვილი: ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა ვითარდება

დამოუკიდებლობის 30 წელი ცოტაა, მაგრამ ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ისაუბრა. „30 წელია რაც, საქართველო დამოუკიდებელია. ეს არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ერი ისე ჩამოყალიბდეს, რომ ყველაფერი რაც ერის, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, მოაგვაროს, და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა. 30 წელი მცირე პერიოდია. მე არ მახსოვს მსოფლიო ისტორიაში, 30 წელიწადში სახელმწიფოს საკუთარი პრინციპები მოეგვარებინოს. ეს ურთულესი საქმეა, ბუნებრივია, მაგრამ ნელნელა ეს პრინციპები ნათლად გამოიკვეთა. ის, რომ დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ, სავსებით ნათელია. ის, რომ დემოკრატიას შესაბამისი კანონები ესაჭიროება და ამ კანონებს უნდა ვასრულებდეთ და ვქმნიდეთ, ესეც ნათელია. ის, რომ პიროვნების თავისუფლება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი დემოკრატიულ ქვეყანაში და უფლებები და ცული უნდა იყოს. ეს პრინციპები, ყველაფერი, სწორად მიდის. თითქოს ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილი.

გოგა ხაინდრავა

30 ოქტომბერი 2020, 22:54

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოში პოლიტიკური სპექტრი უნდა შეიცვალოს, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოღვაწეობა დაკავშირებულია ქვეყნის ღალატთან

ჩვენი პრობლემაა ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია ოპოზიცია. ეს პოლიტიკური ჭაობი 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე მოთამაშეებს წარმოადგენს, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის და ყველაზე დიდი შემაფერხებელი განვითარების , - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 22:50

COVID19

ბელგიაში 13 დეკემბრამდე ლოკდაუნი დაწესდება

კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ბელგიაში 13 დეკემბრამდე ლოკდაუნი დაწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

30 ოქტომბერი 2020, 22:50

COVID19

კახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტაში 2 ადამიანი დაინფიცირდა; გურჯაანში - 7; თელავში -12; ლაგოდეხში - 3 ; საგარეჯოში - 4, სიღნაღში - 2; დედოფლისწყაროში - 4, ხოლო ყვარელში - 6. გურჯაანში, ინფექცია დაუდასტურა „ავერსის" აფთიაქისა და გურჯაანის „ჯეოჰსპიტალსის" ორ თანამშრომელს, ასევე დაინფიცირდა ონკოპაციენტი. კორონავირუსი დაუდასტურდა ცხლების ცენტრში მოთავსებულ ერთ პირს.

შსს

30 ოქტომბერი 2020, 22:45

სამართალი

შსს-მ დაიწყო ფაქტების შესწავლა ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება

გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე შსს-მ ფაქტების შესწავლა დაიწყო.

30 ოქტომბერი 2020, 22:36

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 505 756 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 505 756 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

თამარ ცაგარეიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:21

საზოგადოება

თამარ ცაგარეიშვილი: არჩევნებზე არმისვლა საკუთარ მომავალზე ხაზის გადასმას ნიშნავს

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოვალეობა - მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი. ეს დიდი პატივია ყველა ადამიანისთვის - მისცეს საკუთარი ხმა რომელიმე კანდიდატს. ეჭვი არ მეპარება, რომ ხვალ ყველანი მივალთ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ძალიან უცნაურ სიტუაციაში ტარდება არჩევნები და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ ვირუსით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა განაცხადა

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციების მოსამზადებლად ჩამოყალიბებული ჯგუფების უკან დგანან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ლორთქიფანიძე, შენგელი ბექაური, არჩილ ომიაძე და ბესო ნადირაძე

კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით - ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. "სარდლები", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

30 ოქტომბერი 2020, 21:59

რეგიონი

წყალტუბოში ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

გახსნის ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი სალომე ხაჩიაური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცენტრში ახალგაზრდები დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჩამოყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში.

დავით ზალკალიანი

30 ოქტომბერი 2020, 21:54

საზოგადოება

დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ოლეგ სენინსკი

30 ოქტომბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

უკრაინელი დეპუტატების დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ვიზიტის გაუქმების დეტალები გახდა ცნობილი

უკრაინაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ჩამოსვლაზე რადას დეპუტატებს უარი ქართულმა მხარემ უთხრა. კიევში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში მიიღეს.

30 ოქტომბერი 2020, 21:44

სამართალი

კახეთის პოლიციამ 2 ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ 2 ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 239 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

„იფსოს საფრანგეთის“ კვლევების დირექტორი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან კომპანიის კავშირს უარყოფს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ დრომდე ცდილობს უარყოს, ის, რასაც ეგონა, რომ დამალავდა, მაგრამ უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიაგნეს და „იმედმა“ გაავრცელა. საუბარია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლზე, რომლის შესახებ ბევრი კითხვა არსებობს და პასუხები არ ჩანს. „იმედის“ მცდელობის მიუხედავად, კომპანიის არც ერთი წარმოამდგენელი კონტაქტზე არ გამოდის.

30 ოქტომბერი 2020, 21:30

მსოფლიო

მიწისძვრის შედეგად, თურქეთში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 - დაშავდა

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 დაშავდა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 21:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლის მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ესმოდეს და გრძნობდეს თავისი ხალხის ტკივილსაც და სიხარულსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონიძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობდნენ ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ლევან კობიაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გლდანის რაიონში გამართა, რომელზეც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი წარადგინეს. შემაჯამებელ შეხვედრაზე გლდანის მოსახლეობას და ქართველ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მიმართეს.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:10

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ

ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი - ჩვენი ძმები და დები არიან, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

კომუნიკაციების კომისია

30 ოქტომბერი 2020, 21:08

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა“ ეთერში არ განათავსა.