imedi /  01 აგვისტო 2019, 16:19 / სანდო წყარო

ბრაზიანი კატა Intagram-ის ვარსკვლავი გახდა

ინტერნეტის მომხარებლებმა კატებს შორის ახალი რჩეული ჰყავთ. ცნობილი ბრაზიანი კატა „გრამპი კეტის“ სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი ჯუნომ დაიკავა, რომელიც ყოველთვის გაბრაზებულია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 

ამ დროისთვის Instagram-ზე ცხოველის გვერდს (Juno The Angry Cat) 184 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. 

მის გვერდზე ფოტოებია განთავსებული, რომლებშიც კატას ისეთი სახე აქვს, რომ თითქოს ყოველთვის გაბრაზებულია.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

17 სექტემბერი 2019, 21:48

ძალოვნები

პრეზიდენტმა კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილამ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კიდევ ერთ მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. ზურაბ ნადირაძის შეწყალება "მთავარ არხს" ნადირაძის შვილმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

ნინო ლომჯარია

17 სექტემბერი 2019, 21:32

საქართველო

ომბუდსმენი პრეზიდენტს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას უერთდება.

ავსტრალია

17 სექტემბერი 2019, 21:07

მსოფლიო

ირანში ავსტრალიის სამ მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს

ორი მათგანი ფოტოებს ირანის სამხედრო ობიექტებს და აკრძალულ არეალებს უღებდნენ ფოტოებს. სასამართლოს სპიკერის განცხადებით, წყვილი იდენტიფიცირებულია და ასევე ამოღებულია ფოტოები, რომლებსაც დრონის გამოყენებით იღებდნენ. მესამე პირთან დაკავშირებით კი საქმე ინდივიდუალურად არის აღძრული.

საუდის არაბეთი

17 სექტემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

აშშ აცხადებს, რომ დაადგინა ადგილები საიდანაც ირანმა საუდის არაბეთზე იერიში მიიტანა

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ლოკაციები საიდანაც თავდასხმა განხორციელდა ირანის სამხრეთით მდებარეობს და სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნავთობტერმინალებზე თავდასხმამ 14 სექტემბერს მოხდა. ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური

17 სექტემბერი 2019, 20:13

ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. მისი საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. ის ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტია საქართველოში, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია.

ტაივანის აღიარება

17 სექტემბერი 2019, 19:53

მსოფლიო

სოლომონის კუნძულებმა ჩინეთის მთავრობად ტაივანის ნაცვლად პეკინი აღიარა

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სოლომონის კუნძულების მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პეკინს ჩინეთის მთავრობად ცნობს, ამასთან, ტაიპეიში საელჩოს დაუყოვნებლივ დახურვა დააანონსა.

პანდა

17 სექტემბერი 2019, 19:43

ტაბლოიდი

ჩინეთში პოპულარული პანდა ტაილანდის ზოოპარკში მოკვდა

პანდა, რომელიც ჩინეთის ზოოპარკიდან ტაილანდის ზოოპარკში ჰყავდათ გადაყვანილი, მოკვდა, - წერს abc News. ტაილანდის ზოოპარკის თანამშრომლები გლოვის ნიშნად თეთრსა და შავი ფერის სამოსში გამოეწყვნენ და დაღუპულ პანდას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 19 წლის პანდას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასაკი გახდა.

სტიქია

17 სექტემბერი 2019, 19:34

საქართველო

სტიქიამ გურჯაანის და ყვარლის სოფლები დააზარალა

სოფელ ველისციხეში ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაისეტყვა სოფელ ვაზისუბანში ვენახების ნაწილი. ძლიერი ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ხე მოტეხა და საბავშვო ბაღის ღობე დააზიანა. ხე დაეცა ყვარელში სატვირთო მანქანასაც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბელარუსი

17 სექტემბერი 2019, 19:25

მსოფლიო

11-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ ბელარუსში ელჩს დანიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები 11 წლის შემდეგ ბელარუსში დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს და ელჩს გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დევიდ ჰეილისა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ოლიმპიური თამაშები

17 სექტემბერი 2019, 19:09

სპორტი

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ორი ოფიციალური თილისმა აქვს

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალური თილისმა აქვს - პანდა სახელად ბინ დუნდუნი და მანათობელი სიუე ჟუნჟუნი. გარდა ამისა, მანათობელი სიუე ჟუნჟუნი 2022 წლის პარაოლიმპიადის სიმბოლოც გახდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა თილისმების შესახებ ფოტოები და ვიდეოები Twitter-ზე გაავრცელეს.

ჭიდაობა

17 სექტემბერი 2019, 19:03

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ყაზახეთში მიმდინარე პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაო დაისაკუთრა. მძიმეწონოსანმა გადამწყვეტი შეხვედრის დროს გერმანელი ედუარდ პოპი დამაჯერებლად დაამარცხა და ნაკრებს ოლიმპიური საგზურიც მოუტანა.

კობა გვენეტაძე

17 სექტემბერი 2019, 18:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია და ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას რომ რეგულაციების წესები გადაიხედოს და იყოს უფრო გამარტივებული.

Amazon-ი

17 სექტემბერი 2019, 18:38

ტექნოლოგიები

Amazon-ი მომხმარებელს უკვე CD-ი ხარისხის მუსიკასაც სთავაზობს

Amazon-ის მომხმარებელს მუსიკალური ალბომების ჩამოტვირთვა ან მუსიკის სმენა ამიერიდან უფრო მაღალი ხარისხითაც შეეძლება. Amazon-ი ამ მხრივ მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ამ ხარისხის მუსიკას მიაწვდის. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის მიღებაც. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის ალბომების ჩამოტვირთვაც, რაც CD-ზე უკეთესია.

რობერტ ქოჩარიანი

17 სექტემბერი 2019, 18:32

მსოფლიო

ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა

4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა. ქოჩარიანს ბრალი 2018 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური წყობის დამხობისთვის წაუყენეს.

BMW

17 სექტემბერი 2019, 18:29

ტექნოლოგიები

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავტოსპორტის დიზაინერმა მიშელ სკულმა ახალი მოდელის ინოვაციურ მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაცია წარმოსახვას შეხვდა და ეს დიდი მიღწევაა. BMW Vision M NEXT 600 ცხენისძალა აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამში ავითარებს.

დიუნკერკი მიგრანტების ბანაკი

17 სექტემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობამ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკი დახურა

საფრანგეთის მთავრობამ ქალაქ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკიდან ადამიანები გაიყვანა. ამის შესახებ BBC წერს. პოლიციამ ოპერაცია ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. მიგრანტები ავტობუსებით გადაჰყავდათ. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მათ საფრანგეთის ჩრდილოეთით სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილებენ.

17 სექტემბერი 2019, 18:15

ვიდეო

ქალაქი, სადაც დრო 33 წლის წინ გაჩერდა

მარიო გატიკერი

17 სექტემბერი 2019, 18:08

საქართველო

ელჩი: საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება

შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ გატიკერმა შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში პრესკონფერენციაზე თქვა.

სოფი ტერნერი

17 სექტემბერი 2019, 17:55

კულტურა

სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ახალ სერიალში გამოჩნდება

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდება. გამოცემა Just Jared-ის ინფორმაციით, მსახიობი Quibi-ს თრილერში Survive გამოჩნდება, რომელშიც მისი პარტნიორი კორი ჰოუკინსი იქნება. სერიალს ალექს მორელის რომანის მიხედვით გადაიღებენ.

ბრიტანეთი

17 სექტემბერი 2019, 17:43

ტაბლოიდი

პრინცესა შარლოტამ სკოლის მეგობრებს უთხრა რომ დედა ორსულად არის

პრინცესა შარლოტა მეგობრებს მოუყვა, რომ მისი დედა ორსულად არის და მალე დაიკო ეყოლება. ბავშვების საუბარი მასწავლებლის თანაშემწე გაიგო და ამის შესახებ მედიას აცნობა. 4 წლის შარლოტა მშობლებმა დაწყებით სკოლაში 5 სექტემბერს მიიყვანეს. პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ორი შვილი ჰყავთ.