imedi /  20 აგვისტო 2019, 00:14 / სანდო წყარო

გერმანიაში სვასტიკის ფორმის ატრაქციონი დახურეს

ატრაქციონი

გერმანიის ქალაქ ლეფინგენში დახურეს 23-მეტრიანი ატრაქციონი „არწივის გაფრენა“, რომლის კონსტრუქციაც სვასტიკას ჰგავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელერადიოკომპანია SWR-ი ავრცელებს.

ატრაქციონი ივლისის ბოლოს გაიხსნა და მისი კონსტრუქციის გამო მაშინ საჩივარი არავის გამოუთქვამს. რამდენიმე დღის წინ კი ატრაქციონის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ატრაქციონის კონსტრუქცია გერმანიაში აკრძალულ სიმბოლოს ჰგავს.

პარკის მმართველის პატრიტ ჰასლერის განცხადებით, ინტერნეტში მიღებულ საჩივრებამდე პერსონალს ამ მსგავსებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ადმინისტრაციამ ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც ატრაქციონის დიზაინმა შეურაცხყოფა მიაყენა. 

ყველა სიახლე

FIA Motorsport Games

23 სექტემბერი 2019, 19:56

სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების (FIA Motorsport Games 2019) მასპინძელი ქვეყანა წელს იტალია იქნება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა. ვალელუნგას ავტოდრომზე შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის ჩთვლით გაიმართება.

წიგნები

23 სექტემბერი 2019, 19:43

კულტურა

Guardian-მა XXI საუკუნის 100 საუკეთესო წიგნი დაასახელა

რეიტინგში ჰილარი მანტელის „მგლის დარბაზი“ ლიდერობს, რომელიც ჰენრიხ VIII-ის მეფობის პერიოდს ასახავს. მეორე პოზიციაზე მერილინ რობინსონის „გალაადია,“ მესამე ადგილს კი სვეტლანა ალექსიევიჩის „მეორადისდრო“ იკავებს. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა კაძუო ისიგუროს „არასდროს გამიშვა“ და სებალდის „აუსტერლიციც.“

ავიაკომპანია Flynas- ი

23 სექტემბერი 2019, 19:38

ეკონომიკა

ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები შესრულდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas- ი ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

კარსონ კინგი გულშემატკივარი

23 სექტემბერი 2019, 19:20

ტაბლოიდი

აშშ-ში ფეხბურთის გულშემატკივარმა შემთხვევით მილიონი დოლარი შეაგროვა

14 სექტემბერს 24 წლის კარსონ კინგი სტუდენტური ლიგის თამაშზე პოსტერით მივიდა, რომელზეც ეწერა: „Busch Light-ის ლუდის მარაგს შევსება სჭირდება“. იქვე კინგმა საგადასახადო სისტემა Venmo-ში საკუთარი ანგარიშიც მიუთითა. ნახევარი საათის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე $400 დოლარზე მეტი იყო.

ოსაკა, ჩარლი ჩაპლინის პლაკატი.

23 სექტემბერი 2019, 19:10

კულტურა

ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი მსახიობზე ფილმს გადაიღებს

ცნობილი მსახიობის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. სცენარზე კარმენ ჩაპლინი ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს.

მეგან მარკლი

23 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა აფრიკის ტური დაიწყეს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 4 თვის ახალშობილ ვაჟთან, არჩისთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან, - წერს BBC. წყვილი იქ 10 დღეს გაატარებს, რა დროსაც ისინი ადგილობრივებს შეხვდებიან და მხარდაჭერასა გამოუცხადებენ. მარკლის განცხადებით, ქალების თანადგომა უნდა გაძლიერდეს.

ხმლით ფარიკაობა

23 სექტემბერი 2019, 18:59

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი მეოთხედფინალში ანგარიშით 45-43 დაამარცხა. ნახევარფინალში იტალიის გუნდს 45-36 სძლია, ფინალში კი ჩინეთთან ანგარიშით 22-45 დამარცხდა. კორეის მსოფლიო ჩემპიონატი, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.

კლიმატის ცვლილება დემონსტრაცია

23 სექტემბერი 2019, 18:55

მსოფლიო

ნიუ-იორკში კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი გაიხსნა

სამიტის ორგანიზატორი გაეროს გენერალური მდივნი ანტონიო გუტერეშია. მისი გაცნხადებით, სამიტზე სიტყვით გამოსვლა მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომდგენლები შეძლებენ, რომლებიც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების გეგმას წარადგენენ.

გამოძიება

23 სექტემბერი 2019, 18:51

საქართველო

რუსთაველის მეტროსთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო რუსთაველთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს. ამის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე გავრცელდა. პროექტ „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ 13 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 18:41

საქართველო

პრეზიდენტი გაეროში უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში, უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე (UHC) სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც.

რევაზ დავითაძე

23 სექტემბერი 2019, 18:30

სპორტი

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

ტაილანდის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში ქართველებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 21 წლის რევაზ დავითაძემ ატაცში აკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კავკასიური ჯიხვი

23 სექტემბერი 2019, 18:28

საქართველო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ვიდეოხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ვიდეო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, ვიდეო ხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს: – „აშკარაა, რომ ყოველდღიურმა რუტინამ „დაქანცა“, თუმცა კამერის წინ პროფესიონალივით პოზირებს“.

კენდალ ჯენერი

23 სექტემბერი 2019, 18:24

ტაბლოიდი

კენდალ ჯენერი Emmy-ის დაჯილდოებაზე საუცხოო კაბით გამოჩნდა

ლოს-ანჯელესში Emmy-ის 71-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა ჩაცმულობა ერთ-ერთი განხილვადი თემა იყო. მათ შორის გამოირჩეოდა მოდელი კენდალ ჯენერი, რომელმაც, როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, საუცხოო კაბა მოირგო.

23 სექტემბერი 2019, 18:17

ტაბლოიდი

ჯეიმს კეტჩელი პირველია ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა

ბრიტანელი მოგზაური და თავგადასავლების მაძიებელი ჯეიმს კეტჩელი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა. 6-თვიანი მოგზაურობა კვირას დასრულდა. კეტჩელმა 24 ათასი საზღვაო მილი (44 450 კილომეტრამდე) მინიატურული საჰაერო ხომალდით დაფარა.

23 სექტემბერი 2019, 18:13

მსოფლიო

ერაყში ტერაქტის მოწყობისთვის 9 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ დღეს იუსტიციის სამინიტროზე ტერაქტში მონაწილე 9 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ტერაქტი ერაყში 2013 წელს მოხდა, რომელსაც 100 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა ბრალი აღიარეს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2019, 18:04

ეკონომიკა

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე -მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით.

ინდოეთი ძროხები

23 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ინდოეთში კაცი ძროხის დაკვლის გამო ცემით მოკლეს

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მოხდა. 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი 3 კაცს დაუპირისპირდა და ძროხის დაკვლაში დაადანაშაულა. მათ კაცებს სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა.

ქუთაისის უნივერისტეტი

23 სექტემბერი 2019, 17:50

საქართველო

საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელი ეცვლება

შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ მოამზადა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. პროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია 18 სექტემბერს გაიმართა.

ქორწინება

23 სექტემბერი 2019, 17:48

ტაბლოიდი

ნიშნები რომლითაც ფოტოგრაფები გრძნობენ მყარია თუ არა წყვილის ქორწინება

წყვილებისთვის საქორწილო ფოტოსესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და როგორ ფოტოგრაფები ამბობენ, ფოტოსესიებზე გადაღებული სურათებით მეტნაკლებად წყვილების სამომავლო თანაცხოვრების განსაზღვრაა შესაძლებელი. ამის შესახებ ისინი გამოცემა Insider-ს ესაუბრნენ.

ლადო პაპავა

23 სექტემბერი 2019, 17:34

საქართველო

ყოფილი რექტორი თსუ-ის მიერ თავისი წიგნების შესყიდვაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს

აუდიტის სამსახურის დასკვნა მიკერძოებულია, - ამბობს თსუ-ს ყოფილი რექტორი და პროფესორი ლადო პაპავა ანგარიშის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტმა უნივერსიტეტის მიერ 2014 წელს პაპავას წიგნების შესყიდვა საეჭვოდ მიიჩნია.