imedi /  23 აგვისტო 2019, 13:49 / სანდო წყარო

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი შოტლანდიაში ეკონომკლასით გაფრინდნენ

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი სამეფო ოჯახი

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი

პრინცი უილიამი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად შოტლანდიაში ავიაკომპანია Flybe-ს კომერციული რეისით გაფრინდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. 

The Mirror-ის ინფორმაციით ბილეთი ლონდონიდან აბერდინამდე £73 ფუნტი ღირს. სამეფო ოჯახის წევრები მგზავრებმა უკვე აბერდინის აეროპორტში შენიშნეს. მათ თვითმფრინავი სხვებზე ადრე დატოვეს. ოჯახი ბალმორალის სასახლეში დაისვენებს, სადაც დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც ფილიპთან ერთად იმყოფება. 

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ბოლო მოგზაურობის ფონზე უილიამის და კეიტის გადაწყვეტილებამ დიდი ყურადღება მიიპყრო.

ჰარიმ და მეგანმა საფრანგეთსა და ესპანეთში მოგზაურობისთვის კერძო თვითმფრინავები რამდენჯერმე გამოიყენეს.ამან ბრიტანული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კერძო რეისების შესრულებისას ჰაერში გაცილებით მეტი მავნე გაზი გამოიყოფა, ჰარი და მეგანი კი ხშირად უსვამენ ხაზს გარემოს დაცვის აუცილებლობას. მოგვიანებით წყვილი ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა დაიცვა

ყველა სიახლე

გიგლა ბარამიძე

27 ივნისი 2022, 00:12

პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე: ის მეხუთე კოლონა, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სექტისა და ბანდის სახით, პოლიტიკიდან უნდა მოიკვეთოს. ეს თუ არ მოხდა, ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს

„სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ისე ამოავსო ოპოზიციური ველი, რომ ჯანსაღ ოპოზიციონერებს, ცალკეულ პირებს, პოლიტიკასთან მისასვლელი გზაც არ აქვს. ეს პრობლემაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ შემდგომ არჩევნების გზით, მაგრამ დღეს დეპოლარიზაციის გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა ბარამიძემ.

 გიორგი გამსახურდია

26 ივნისი 2022, 23:55

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

აი, ათასი ჯურის ეშმაკი და ავაზაკი, ვინც საერთოდ 90-იან წლებში, საქართველო რომ ინგრეოდა, სახელმწიფო ქონება კაპიკებში რომ შეირგო და ამის ხარჯზე გამდიდრდა, ყველა ის ხალხი ქისებად უდევთ პარტიასა და პარლამენტში და ესენი საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე?!, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისა განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

26 ივნისი 2022, 23:37

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: როგორ შეიძლება საერთოდ რამეზე ვილაპარაკოთ, როდესაც ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე და ეს ხალხი პროევროპულობას უწუნებს საქართველოს ხელისუფლებას

ეს იგივეა, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს. როგორ შეიძლება აქ საერთოდ რამეზე ვილაპარაკოთ, როდესაც ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე და ეს ხალხი პროევროპულობას უწუნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც როგორც არასდროს, ისე დააახლოვა ევროპასთან და ჩვენს მთავარ მიზანთან, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

26 ივნისი 2022, 22:53

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ღამის კლუბში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ამ ეტაპზე სულ მცირე 22 ადამიანი გარდაცვალება დადასტურდა. უმეტესობა კლუბში, ნაწილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათი ასაკი 13-დან 20 წლამდე მერყეობს. მომხდარის მიზეზი კვლავ უცნობია. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილთა ცხედრებზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. ჰიპოთეზა მასობრივ მოწამვლაზე დადასტურებული არ არის.

იან ტომბინსკი

26 ივნისი 2022, 22:06

პოლიტიკა

პოლონეთის ელჩი ევროკავშირში: როგორც საქართველოს მეგობარი, კმაყოფილი ვარ, რომ ევროპული მისწრაფებების დადასტურება მიიღეთ, სტატუსისთვის კი პირობები უნდა შეასრულოთ

„კანდიდატობაც და წევრობაც მოდერნიზაციას ეხება. რეფორმები აძლიერებს და არ ასუსტებს აპლიკანტს. საქართველომ სამიტზე პერსპექტივაც მიიღო და კანდიდატის სტატუსის გადასაცემად ორგანიზაციის მზადყოფნის პირობაც. როგორც საქართველოს მეგობარი, კმაყოფილი ვარ, რომ ევროპული მისწრაფებების დადასტურება მიიღეთ, სტატუსისთვის კი პირობები უნდა შეასრულოთ. ეს ეტაპი ყველამ გავიარეთ. საქართველომ კომისიიდანაც და საბჭოდანაც დიდი მხარდაჭერა მიიღო. კანდიდატობაზე მწვანე შუქს კომისიის დადებითი დასკვნა სჭირდება“, - განაცხადა ტომბინსკიმ.

იანუს კოზეცინში

26 ივნისი 2022, 21:42

პოლიტიკა

იანუს კოზეცინში: 2008 და 2014 წელს, ღიად ვამბობ, რომ დასავლეთის რეაქცია არ იყო ელვისებურად სწრაფი

პირადად მე, არ ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ნატო წარმოადგენს საფრთხეს, კრემლშიც არავინ ფიქრობდა, რომ ნატო უახლოეს მომავალში გაფართოვდებოდა, რადგან შესაბამისი კონსენსუსის მიღწევა რთული იყო, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა იანის კაზოცინშმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იანის კაზოცინში

26 ივნისი 2022, 21:33

პოლიტიკა

იანის კაზოცინში: თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ხელისუფლებაც შესაბამის გონივრულ ნაბიჯებს დგამს, ეს ევროკავშირშიც მხედველობაში უნდა მიიღონ

„არ ვარ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების ექსპერტი, მაგრამ თუ ქვეყანასა და მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ხელისუფლებაც შესაბამის გონივრულ ნაბიჯებს დგამს ამისთვის, ეს ევროკავშირშიც მხედველობაში უნდა მიიღონ. ვფიქრობ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შესაძლებლობების ფანჯარა კიდევ გაიხსნება და საქართველო მიიღებს კუთვნილ ადგილს ევროპაში. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა კოზეცინშიმ.

იანის კაზოცინში

26 ივნისი 2022, 21:24

პოლიტიკა

იანის კაზოცინში: ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ჩვენ, ბალტიის ქვეყნებს რისკების ჯანსაღი გაანალიზება გვჭირდება

„ახლა კი, ნამდვილად უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი და უფრო სერიოზულად დავფიქრდეთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ჩვენ, ბალტიის ქვეყნებს რისკების ჯანსაღი გაანალიზება გვჭირდება. 2004 წელს, როდესაც ნატოს წევრები გავხდით, ვფიქრობდით, რომ ეს რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი იქნებოდა, საქართველომ პირველმა გვაჩვენა, რომ მეტი ყურადღებაა საჭირო. მარტივ სტატისტიკას გეტყვით. ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან და ბელორუსთან, ასევე, კალინინგრადთან აქვს 1635 კილომეტრიანი საზღვარი. ჩვენი ნატო-სთან საზღვარი კი 104 კილომეტრია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, - მიიჩნევს კაზოცინში.

მამუკა მდინარაძე

26 ივნისი 2022, 20:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში, მხოლოდ ეს არის მათზე დამოკიდებული

წარმოუდგენელია მათი, ოპოზიციის ასეთი ლოგიკა, არ შეიძლება ამას რაიმე სერიოზული ანალიზი დაეფუძნოს იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში. მხოლოდ ეს არის მათზე დამოკიდებული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 ივნისი 2022, 20:48

კულტურა

თეა წულუკიანი: როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ვყოფილიყავით მისი სურვილის აღმსრულებლები

დღევანდელი დღე სწორედ ილია მეორეს ეძღვნება და მინდა, მას აქედან მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ჩვენ ვყოფილიყავით მისი ამ სურვილის აღმსრულებლები, - განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2022, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში. აქედან გამომდინარე, ის ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ

„ამ წლების განმავლობაში მას 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედების სახით. ეს აუდიტით დადასტურებული ინფორმაციაა. ამის შესახებ უამრავი ფაქტი იცის საზოგადოებამ - როგორ ეხმარებოდა კონკრეტულ ადამიანებს, ტაძრების, თეატრების აღდგენა და ა.შ. უამრავი ფაქტია, რაზეც საზოგადოებას სრული წარმოდგენა აქვს. მას არაფერი უშოვია საქართველოდან, მით უმეტეს პოლიტიკიდან, პირიქით, გასცა ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი“, - ამბობს კობახიძე.

ვატიკანი სამების გუნდი

26 ივნისი 2022, 20:15

კულტურა

ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებიან. კონცერტის ჩატარების სურვილი სწორედ პატრიაქმა გამოთქვა და ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი

26 ივნისი 2022, 19:24

მსოფლიო

UKRINFORM: ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში

„ერთიანი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც - მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით“, - განაცხადა შოლცმა.

26 ივნისი 2022, 19:00

რეგიონი

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის წევრები ზუგდიდში შეიკრიბნენ. ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე, ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა. კონფერენციაზე ასევე გაკეთდა თემატური მოხსენებები.

მაია ბითაძე

26 ივნისი 2022, 18:27

პოლიტიკა

მაია ბითაძე „მთავარ არხს“: ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ

ჩემო ,,სამართლიანებო”! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, მიჭრა-მოჭრაზე, სამაგიეროდ, ალბათ გიხარიათ, რომ ,,რაღაც გააკეთეთ” და ,,ერთი ნაბიჯით წინ წახვედით“ ევროკავშირისკენ. რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე Facebook-ზე წერს.

26 ივნისი 2022, 17:49

მსოფლიო

​ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად არ გამოაცხადა

ამასთან, კომიტეტის წევრები აღიარებენ, რომ ამ აფეთქებას ბევრი უჩვეულო დეტალი ახასიათებს, მათ შორის ვირუსის იმ ქვეყნებში გავრცელება, სადაც ის ადრე არ დაფიქსირებულა და ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა ახალგაზრდა კაცებს შორის, ვისაც სექსუალური კავშირები სხვა კაცებთან აქვთ.

დავით მათიკაშვილი

26 ივნისი 2022, 17:37

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიხსნა, სამწუხაროდ მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია აღიქვამს ამას კარის დახურვად

მაშინ, როდესაც მთელი რადიკალური ოპოზიცია რეალურად კანდიდატობის სტატუსს უკავშირებს საკუთარ აქციებსა და პროტესტს ფონ კრამონმა, მათმა ლობისტმა პირდაპირ განაცხადა, რომ სტატუსი დღევანდელ მოცემულობაში განსაკუთრებულს არც არაფერს არ ნიშნავს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

26 ივნისი 2022, 17:24

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდება ქვეყანა ჩვენზეა დამოკიდებული და არა სტატუსებზე

„თურქეთს 30 წელია აქვს კანდიდატის სტატუსი და ამის მიუხედავად, ვერ გახდა ევროკავშირის წევრი, ამიტომ სტატუსის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს არც გამდიდრებას, არც გაბრწყინებას. ეს უფრო იყო ჩვენი, უკრაინის, მოლდოვის და შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური პოზიციის შეფასება. საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდება ქვეყანა ჩვენზეა დამოკიდებული და არა სტატუსებზე და ზოგად გადაწყვეტილებებზე“, - მიიჩნევს რაქვიაშვილი.

26 ივნისი 2022, 17:08

რეგიონი

დუშეთის მუნიციპალიტეტში არაგვი კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზა დააზიანა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდინარე არაგვი კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზა დააზიანა. სტიქიის ზონიდან ორი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

პოლ მაკკარტნი

26 ივნისი 2022, 16:53

კულტურა

80 წლის პოლ მაკარტნიმ გლასტონბერიზე თითქმის 3-საათიანი კონცერტი გამართა

80 წლის მუსიკოსმა თავისი სეტი Beatles-ის ცნობილი ჰიტით Can't Buy Me Love დაიწყო და ჯამში 36 სიმღერა შეასრულა. კონცერტის მსვლელობისას მაკარტნის სცენაზე ჯგუფ Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი შეუერთდა, მათ სიმღერის I Saw Her Standing There როკ-ვერსია ერთად შეასრულეს. კიდევ ერთი დუეტი მაკარტნიმ ამერიკელ მუსიკოს ბრიუს სპრინგსტინთან ერთად შეასრულა - მათ დაუკრეს კომპოზიციები Glory Days და I Wanna Be Your Man.