imedi /  03 სექტემბერი 2019, 16:34 / სანდო წყარო

ბრედ პიტი კანიე უესტის „საკვირაო მსახურებას“ დაესწრო. ვიდეო

ბრედ პიტი/კანიე უესტი

ბრედ პიტი/კანიე უესტი

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, რეპერ კანიე უესტის „საკვირაო მსახურებას“ დაესწრო. როგორც CNN-ი წერს, ამ ფაქტით რეპერისა და მისი რელიგიური ინიციატივის თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ. თაყვანისმცემლები მსახიობს სელფის გადაღებას სთხოვდნენ.

იანვრის დასაწყისში, ცნობილმა რეპერმა და კიმ კარდაშიანის ქმარმა, ახალი მუსიკალური პროექტი - „საკვირაო მსახურება“ წამოიწყეს, სადაც ის დახურულ კონცერტებს სახარების გუნდის თანხლებით მართავს.

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2020, 10:23

საქართველო

ტყიბულში 200-მდე მეშახტე გაიფიცა

ტყიბულში 200 მდე მეშახტე გაიფიცა. დასაქმებულების ინფორმაციით, ახალი კომპანია ორი შახტიდან ერთ-ერთის, ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს. მეშახტეები ამბობენ, რომ მესამე დღე საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, რადგან ადგილზე სამუშაო პირობები გაუარესებულია. მათი განმარტებით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებთან კონტაქტზეც არავინ გასულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

24 თებერვალი 2020, 10:21

ძალოვნები

სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

24 თებერვალი 2020, 10:02

სპორტი

დღეს საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

არჩევნები თავდაპირველად 30 იანვარს იყო დანიშნულ, თუმცა შემდეგ 24 თებერვალმდე გადაიდო. ამის მიზეზი პრეზიდენტობის ორი კანდიდატის განცხადებები გახდა, რომელთაც მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად ითხოვეს, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა.

გენტი

24 თებერვალი 2020, 09:45

სპორტი

„გენტმა“ „სენტ ტრუიდენი“ დაამარცხა: გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე 1 გოლია

„გენტმა“ საკუთარ მოედანზე „სენტ ტრუიდენი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა. გამარჯვებაში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეიტანეს. ერთ-ერთი გოლუ თავური დარტყმით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. გიორგი ჩაკვეტაძემ წარმატებული საგოლე გადაცემა გააკეთა.

კირკ დუგლასი

24 თებერვალი 2020, 09:21

ტაბლოიდი

კირკ დუგლასის მთელი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება

ამერიკელმა მსახიობმა თითქმის 80 მილიონი დოლარი თავის საქველმოქმედო ფონდს დაუტოვა, რომლის ბენეფიციარები კირკ და ანა დუგლასების საბავშვო ცენტრი, კალვერ-სიტიში კირკ დუგლასის სახელობის თეატრი და ლოს-ანჯელესში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო არიან.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 08:55

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს დღეს დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა.

წყალმომარაგება

24 თებერვალი 2020, 08:44

საქართველო

ქუთაისში დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისში დღეიდან, დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის. პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის ქალაქის 60% 24-საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ, გიგა მანდარია ქუთაისში ჩავიდა და ის ქუჩები დაათავლიერა, სადაც ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოებისას რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა.

ამინდი

24 თებერვალი 2020, 08:36

საქართველო

დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით დღე უნალექოდ ჩაივლის,, დღის ბოლოდან კი სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან. ბარში იწვიმებს, მთაში მოთოვს, ხოლო მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქიც.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 08:22

საქართველო

დღეს პარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ მინისტრი პარლამენტში რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა, სადაც კითხვებზე პასუხი ამომწურავად გასცა. შესაბამისად, მისი მისვლის აუცილებლობა არ არის. კომიტეტის სხდომა დღეს 11:30 ზეა დანიშნული.

კორონავირუსი

24 თებერვალი 2020, 08:03

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2600-ს გადააჭარბა

დღემდე ვირუსით ინფიცირებული 25 ათას 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე ათას 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

მასობრივი ქორწილი ფილიპინები პირბადეები

24 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ფილიპინებზე მასობრივი ქორწილის 440 მონაწილეს ცერემონიაზე პირბადეები ეკეთა

ეს პრევენციული ზომები კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს. ქალაქ ბაკოლოდში წელს 220 წყვილი დაქორწინდა. ღონისძიება ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 00:35

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი სურვილია, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ჰკითხეს.

სოზარ სუბარი

24 თებერვალი 2020, 00:11

საქართველო

სოზარ სუბარი: აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ კიბერთავდასხმისგან, მსოფლიო რუსული აგრესიისგან არ არის დაცული

„კიბერთავდასხმისგან ასი პროცენტით დაცვის შესაძლებლობა დიდ ქვეყნებსაც არ აქვთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა. ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედების შედეგია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 00:10

მსოფლიო

აშშ-ში დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი გაიზარდა

ტრამპის მოწონების რეიტინგი 49%-ს შეადგენს, ხოლო მის საქმიანობას უარყოფითად 48% აფასებს. ამგვარად ტრამპის საქმიანობას, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა გამოიარა, დადებითად საშუალოდ 43.3% ფასებს, მისი საქმიანობით უკმაყოფილო კი 52.2%-ია.

მდინარე ფარავანი

23 თებერვალი 2020, 23:50

ძალოვნები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მდინარე ფარავნის ადიდების შესახებ აფრთხილებს

„მდინარის ადიდების გამო, გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოზარ სუბარი

23 თებერვალი 2020, 23:33

საქართველო

სოზარ სუბარი: ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდება

„ვერანაირ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან, იმიტომ რომ მათი გაერთიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია ეს ძალები დადგნენ და დაიწყონ: „აი ამ ადამიანს დავუჭიროთ მხარი“. ცალკე კიდე არც ერთს არ აქვს იმის რესურსი, რომ მოიგოს რომელიმე მაჟორიტარული ოლქი. რესურსი რომ ჰქონდეთ, მაშინ აღარც უნდა ითხოვდნენ არც სრულად პროპორციულს, არც რაიმე ცვლილებას“, - აღნიშნა სუბარმა.

ნინო ბურჯანაძე

23 თებერვალი 2020, 23:31

საქართველო

მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილს მხარს არ დაუჭერს

ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ისეთი კანდიდატი დააყენოს, რომლის მიმართაც საზოგადოებას პრეტენზიები ნაკლებად, ან საერთოდ არ ექნება, ასეთ კანდიდატად ვანო მერაბიშვილი ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, როდესაც მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციების კონტექსტში დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ნინო ბურჯანაძე

23 თებერვალი 2020, 23:06

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას. ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ლიდერი და არამგონია რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის რომელიმე ორგანიზაციაში გადაწყვეტს შესვლას, მაინცდამაინც პოლიტიკურ ლიდერად ის მაგიდასთან გამოგზავნოს. იმიტომ რომ ეს იქნება უბრალოდ ხელოვნურად მაგიდის ჩაშლის მცდელობა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გურამ თუშიშვილი

23 თებერვალი 2020, 22:44

სპორტი

გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გადამწყვეტ შეხვედრამდე თუშიშვილმა ალიშერ იუსუპოვი, შაკარმამად მირმამადოვი, მინჯონგ კიმი და რაფაელ სილვა დაამარცხა. თუშიშვილის გარდა დიუსელდორფის გრან პრიზე ოქროს მედალი ქართველი ძიუდოისტებიდან ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

წოლჭიმის ნაკრები

23 თებერვალი 2020, 22:27

საქართველო

წოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებიდან საქართველოს ნაკრები 2 მედლით ბრუნდება

საქართველოს წოლჭიმის ნაკრები მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან 2 მედლით ბრუნდება. აკაკი ჯინჭარაძე 107კგ.წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აჰმად რაზმაზარმა ამავე ტურნირზე ოქროს მედალი 80კგ.წონით კატეგორიაში მოიპოვა.