Imedi /  18 სექტემბერი 2019, 18:47 / სანდო წყარო

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

წყლის ურჩხული

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, - წერს Forbes. კერძოდ, უცნაური, ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩინელი მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა. მაგრამ, საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა, რომ ამ ზომის წყლის ქვეწარმავალი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ კი დადგინდა, რომ ვიდეო ჩინეთის მდინარეს იმ დროს ასახავს, როცა მასში წყალი იკლებს და შესაბამისდ, კადრში ქვები ჩანს, რაც სენსაციის მოყვარულმა მაყურებელმა წყლის უცხო ცხოველად აღიქვა. 

„და ალბათ, ყალბი ინფორმაციებით სავსე ამ სამყაროში, ძნელიც კია თუ წყლის გიგანტურ გველზე არ ვქმნით ცნობას“, - წერს Forbes. 

რაც შეეხება ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულს,  ინფორმაცია მის შესახებ 1933 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ცხოველის არსებობის მტკიცებულების მოპოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს. ურჩხულს სახელიც კი მოუფიქრეს - „ნესი“. ის შოტლანდიის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც ითვლება.

ყველა სიახლე

სახლის ჩამონგრევა

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

ბრაზილიაში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

გამოცემა G1-ის ცნობით, შენობა ქალაქის ფეშენებელურ რაიონში მდებარეობს და მისი აშენების კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს. ჩამონგრევის მომენტში შენობის მიმდებარედ მყოფი რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სირია

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

რუსეთი აცხადებს რომ თურქეთის და ბაშარ ასადის ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს

ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა, რომ თურქეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ თურქი და სირიელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან, რათა დაპირისპირება თავიდან აირიდონ.

მიწისძვრა

15 ოქტომბერი 2019, 19:22

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ხარაგაულში, სოფელი ჩალხეეთი იყო. ბიძგები მიწის ზედაპირიდან 18 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

როლანდ ახალაია

15 ოქტომბერი 2019, 19:01

საქართველო

როლანდ ახალაია ბოკერიასა და ბაქრაძეს მისი ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს

წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას? ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში, - ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს.

მფრინავი მანქანა

15 ოქტომბერი 2019, 18:51

ტექნოლოგიები

Boeing-ი და Porsche მფრინავი ელექტრო მანქანის შესაქმნელად ერთიანდებიან

თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Boeing-ი და სპორტული მანქანების მწარმოებელი გერმანული Porsche მფრინავი ელექტრომანქანის შესაქმნელად ერთიანებიან. კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ წერია რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ მფრინავი ელექტრომობილის შექმნისთვის.

ჯენიფერ ენისტონი

15 ოქტომბერი 2019, 18:46

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა. ამიერიდან მსახიობის ფანებს, უკვე შეუძლიათ ინტერნეტში მისი ერთადერთი ოფიციალური პროფილის მიმდევრები გახდეთ. „და ჩვენ უკვე ინსტაგრამზეც ვმეგობრობთ, გამარჯობა", - წერს მსახიობი ფოტოზე,

ვერტმფრენი

15 ოქტომბერი 2019, 18:44

მსოფლიო

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთის ჩრდილოეთში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ტელეარხი TOLOnews-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ინციდენტი ბალხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ მაზარი-შარიფის მახლობად, ჰაირატანის რაიონში მოხდა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 18:32

საქართველო

პრეზიდენტი ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა გამო უსამძიმრებს. როგორც პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, „საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას“. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიის შემდეგ იაპონია სწრაფად შეძლებს განახლებას.

ბელა ჰადიდი

15 ოქტომბერი 2019, 18:28

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდის გარეგნობა იდეალურად აღიარეს

ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ 23 წლის ბელა ჰადიდის სახე „ოქროს კვეთის“ პროპორციებს შეადარა. როგორც აღმოჩნდა, ბელა ჰადიდის სახის პროპორციები იდეალურთან 94,35%-ით არის მიახლოებული.

ლედი და მაწანწალა

15 ოქტომბერი 2019, 18:23

კულტურა

Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ეკრანიზაციის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმის რეჟისორი ჩარლი ბინია, სცენარის ავტორი კი ენდრიუ ბუჟალსკი. მთავარ გმირებს მსახიობები ჯასტინ ტერუ და ტესა ტომპსონი ახმოვანებენ. ფილმის პრემიერა Disney+-ის სტრიმინგ სერვისზე 12 ნოემბერს გაიმართება.

ანაკლიის პროექტი

15 ოქტომბერი 2019, 18:17

ეკონომიკა

ტედ ჯონასი: უცხოელი ინვესტორის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასდროს მინახავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თქმით, მისი ხანგრძლივი გამოცდილების ფარგლებში, არ ჰქონია არცერთი შემთხვევა ისეთი დამოკიდებულებისა, რომელიც ხელისუფლებამ ამჯერად ინვესტორების მიმართ გამოავლინა.

ესპანეთი თურქეთი

15 ოქტომბერი 2019, 17:56

მსოფლიო

თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთმაც შეაჩერა

სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთის მთავრობამაც შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე ანალოგიური ზომები გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიიღეს.

ფილმი Bombshell

15 ოქტომბერი 2019, 17:46

კულტურა

ნიკოლ კიდმანის, შარლიზ ტერონისა და მარგო რობის საერთო ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა

მსახიობები ლოს-ანჯელესში მათი საერთო ფილმის Bombshell-ის დახურულ ჩვენებაზე გამოჩნდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, სამივე მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ოსკაროსანმა მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა კლასიკური თეთრი სამოსი შეარჩია, შარლიზ ტერონმა შავი პიჯაკი და ტყავის ქვედაბოლო მოირგო, მარგომ კი ნიკოლის მსგავსად არჩევანი თეთრ ფერზე გააკეთა.

დანია ფერმა

15 ოქტომბერი 2019, 17:44

მსოფლიო

დანიაში მამას 6 შვილი 9 წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი

16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები 58 წლის მამასთან ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში ცხოვრობდნენ. გარე სამყაროსთან კონტაქტი მათ წლების მანძილზე არ ჰქონიათ. ერთ-ერთმა მათგანმა, 25 წლის კაცმა გაქცევა მოახერხა და ადგილობრივ კაფემდე მივიდა, რომლის მფლობელსაც დახმარება სთხოვა.

ტოკიო

15 ოქტომბერი 2019, 17:42

მსოფლიო

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ დროს ორ უსახლკაროს თავშესაფარზე უარი უთხრეს

იაპონიის პრემიერმინისტრის განცხადებით, თავშესაფრები ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად ყველა დაზარალებულისთვის ღია უნდა იყოს. შინზო აბემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნის დროს ორ უსახლკაროს თავშესაფარზე უარი უთხრეს.

Volkswagen

15 ოქტომბერი 2019, 17:25

ეკონომიკა

სირიაში მიმდინარე ოპერაციის გამო Volkswagen-მა თურქეთში ქარხნის აშენება გადაიფიქრა

გამოცემა Welt-ის ინფორმაციით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხანა ქალაქ იზმირთან უნდა აშენებულიყო. მშენებლობის დაწყება 2020 წელს, გახსნა კი 2022 წელს იგეგმებოდა. კომპანიას თურქეთში წელიწადში 300 ათასი ავტომობილის დამზადება სურდა, რაც თურქეთში 4 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდა.

გორის სასამართლო

15 ოქტომბერი 2019, 17:11

ძალოვნები

გორში 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გორში 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. საქმის მასალებიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცმა 5 წლის ბავშთან როგორც თავის, ასევე ბავშვის სახლში წინასწარი შეცნობით რამდენჯერმე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

დიდი ბრიტანეთი თურქეთი დროშები

15 ოქტომბერი 2019, 17:03

მსოფლიო

ბრიტანეთმა თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა შეაჩერა

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, თურქეთმა მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. „მოკავშირისგან ასეთ ქმედებებს არ ველოდით“, - თქვა მან. თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანი

15 ოქტომბერი 2019, 17:02

საქართველო

გახარია: ჩვენთვის სომხეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გულშემატკივრები რასიზმი

15 ოქტომბერი 2019, 16:57

სპორტი

გულშემატკვირების რასიზმის გამო ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა

ინგლისის ნაკრებთან მატჩში გულშემატკივართა მხრიდან რასისტული შეძახილების გამო ბულგარეთის პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.