imedi /  01 ოქტომბერი 2019, 13:24 / სანდო წყარო

სერგეი ლავროვმა ახალი ლექსი გამოაქვეყნა

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოეზიაში ძალები კიდევ ერთხელ მოსინჯა.

ჟურნალმა Русский пионер სერგეი ლავროვის ახალი ლექსი გამოაქვეყნა, რომელიც ტაიგაში გაჩენილი ხანძრის თემას ეძღვნება.

პირველად ლავროვის ლიტერატურული შესაძლებლობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2015 წელს გახდა, როდესაც Русский пионер-ში მისი 3 ლექსი გამოქვეყნდა. 

ყველა სიახლე

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი

09 აპრილი 2020, 15:40

ტაბლოიდი

პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა სკოლის მოსწავლეები ვიდეოზარის მეშვეობით გაამხნევეს

კეიტი და უილიამი კასტერტონის აკადემიას ვიდეოზარის მეშვეობით დაუკავშირდნენ. სკოლაში ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის მოსწავლეები სწავლობენ. ბავშვებმა სამეფო ოჯახის წევრებს სააღდგომოდ შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები აჩვენეს, უილიამი და კეიტი მასწავლებლებსაც გაესაუბრნენ.

09 აპრილი 2020, 15:37

COVID19

ფერმერთა ასოციაცია: ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ მიწის ნაკვეთი დაამუშაონ

ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ საკუთარი მიწის ნაკვეთი დაამუშაონ და აწარმოონ სურსათი საკუთარი მოხმარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კვლევაში აღნიშნული, რომელიც COVID-19-ის სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად ჩატარდა. გამოკითხული 175 ფერმერები და აგრობიზნესის წარმომადგენელები მიიჩნევენ, რომ COVID-19 -ს უარყოფითი გავლენა აქვს საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობაზე. გამოკითხულთა დაახლოებით 30% აცხადებს, რომ დოლარში არსებულ სესხზე გადასახადი გაიზარდა და როგორც ირკვევა, რესპონდენტების 40%-მა ისარგებლა ბანკის მიერ შემოთავაზებული სესხის გადავადებით. 35% ადასტურებს, რომ ახალი სესხის აღება გართულებულია. კვლევის თანახმად, იკვეთება პრობლემები პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებითაც.

არჩილ ჯაფარიძე

09 აპრილი 2020, 15:35

COVID19

არჩილ ჯაფარიძე: სოფელ მელეში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირი გადაადგილდებოდა, ექიმებმა მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს

რისკის შემცველ სოფელში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირი გადაადგილდებოდა, ექიმებმა მოსახლეობის შემოწმება უკვე დაიწყეს, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცაგერსა და ლენტეხში გმშვები პოსტები დაიდგმება და მოქალაეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

ჰიმალაი

09 აპრილი 2020, 15:34

COVID19

30 წლის განმავლობაში პირველად, ჰიმალაის მთები ინდოეთის სხვადასხვა ადგილიდან შეუიარაღებელი თვალით გამოჩნდა

ჰიმალაის მთების დანახვა 30 წლის განმავლობაში პირველად, ინდოეთის სხვადასხვა ადგილიდან უკვე შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი, რადგან ჰაერის დაბინძურების დონემ დაიწია, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული კარანტინით აიხსნება, - ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 15:30

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა წყალქვეშა ტყე აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, გარკვეულ საიდუმლოებას ინახავდეს

მეცნიერებმა 60,000 წლის წყალქვეშა ტყე აღმოაჩინეს და ისინი მიიჩნევენ, რომ გადარჩენილი ხეები ახალი წამლების შექმნაში დაეხმარებათ. დაახლოებით 60,000 წლის წინ, როცა პრეისტორიულმა ადამიანებმა ნელ-ნელა დაიწყეს აფრიკის დატოვება, კვიპროსის ხეები მდინარეების სანაპიროებზე, მექსიის ყურის მახლობლად იზრდებოდა. როცა ზღვის დონე აიწევდა წყალი კვიპროსის ხეების ნარჩენებს ფარავდა, სწორედ ასე მოაღწიეს მათ დღემდე, - ინფორმაციას ამის შესახებ ntd ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 15:27

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

09 აპრილი 2020, 15:02

COVID19

ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა. არჩილ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე საათში გადაწყდება სად განთავსდება ბლოკ პოსტები. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 50 წლამდე მამაკაცი თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, კონტაქტების წრე ფართოა. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. მამაკაცის ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები მკაცრ თვითიზოლაციაში არიან გადასული. პაციენტი სავარაუდოდ ეროვნული ბანკის კლასტერია

09 აპრილი 2020, 14:56

რეგიონი

თელავში, 9 აპრილის მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს

თელავში, 9 აპრილის მემორიალი კახეთის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია. „რაც არ უნა დიდი გამოწვევების წინაშე იდგეს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დაუვიწყარი იქნება 1989 წლის 9 აპრილი. ეს საქართველოს და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია, თავისი ტრაგიზმით და გამარჯვებით წყურვილით აღსავსე“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:56

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ოპერატიული ინფორმაციით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა

„სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვამბობ, ეს არ მომხდარა, რომ სცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.

ჯანდაცვის სამინისტრო

09 აპრილი 2020, 14:52

COVID19

ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება

ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერიდან არის. სავარაუდოდ, კონტაქტების წრე ფართოა. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც კაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები მკაცრ თვითიზოლაციაში არიან გადასული.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ირაკლი კობახიძე: მთავრობა ყოველდღიურად კოორდინირებულად მუშაობს და აქამდე ხარვეზი არ გვქონია

კოორდინაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დისტანციური შეხვედრები იმართება ყოველდღიურ რეჟიმში, რომ თუკი სადმე არის რაიმე ხარვეზი, რაიმე ჩავარდნა, მყისიერად აღმოიფხვრას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მთავრობის კოორდინირებული მუშაობის დამსახურებით აქამდე სერიოზული პრობლემა არ წარმოქმნილა. „სწორედ ამიტომ არის ხელისუფლების მოქმედება მაქსიმალურად ეფექტიანი. სადაც კი გამოვლინდება რაიმე ხარვეზი, რაიმე პრობლემა იმავე დღეს ხდება ამაზე რეაგირება. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ არცერთი დღის განმავლობაში რაიმე არსებითი ხარვეზი ჩვენ არ გვქონია. ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება კოორდინაცია და ჩვენ ვრეაგირებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ვლინდება ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

09 აპრილი 2020, 14:46

COVID19

საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა უცხოელი პარტნიორები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტებზე მუშაობენ

COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, მაშინვე ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

„თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სათანადოდ მოვახერხებთ ოქტომბრის ბოლოს არჩევნების ჩატარებას და მანამდე შესრულდება ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა მაშინვე ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მივიღბეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შევთანხმდით და ამის შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიები გადავლენ საარჩევნო რეჟიმზე და ოქტომბერში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში“, - აღნიშნა კობახიძემ.

მიხეილ ჩხენკელი

09 აპრილი 2020, 14:42

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: 9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ. მადლიერებით მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი თავდადებით მომავალ თაობათა თავისუფლებისკენ გაკვალა გზა. დღეს, როდესაც სულ სხვა სახის გამოწვევათა პირისპირ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერთიანობისა და თანადგომის ეს პრეცედენტი კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ლევან გოფოძე

09 აპრილი 2020, 14:41

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი იმყოფება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა. მისივე თქმით, გარდა აღნიშნული პაციენტებისა, კიდევ ორი კოვიდინფიცირებულია, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. ამასთან, კორონავირუსზე ტესტირება 21 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა შემთხვავში ნეგატიური პასუხი მიიღეს.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 14:38

COVID19

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია

90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი - ქველმოქმედება - საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ამის გაგრძელება იყო ის რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც აისახა შესაბამის ფონდში ეს თანხა, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის განხორცილება.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკაზე: ეს არის ერთგვარი ბოღმა

„თუმცა, მე შეგახსენებთ, რომ ბოღმა, პირველ რიგში, მტერია იმ ადამიანის, რომელშიც ეს ბოღმა არის დაგუბებული. აქედან გამომდინარე, მათ მოუწოდებდი სხვანაირად იმოქმედონ, საკუთარ პოზიციებს, საკუთარ შეხედულებებს სხვანაირად დააკვირდნენ და ამ შემთხვევაში იქნებ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს უკავშირდება იგივე ამ 100 მილიონის საკითხს, იგივე ფრენების საკითხს“, - აღნიშნა კობახიძემ.

სებასტიან მოლინეუსი

09 აპრილი 2020, 14:31

COVID19

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში

საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია,-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვის შესახებ საუბრობს. „კრიზისის გამო ჩვენ ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა შეკავების მექანიზმები შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩვენი მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, ვიდრე 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები, და ასევე შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას.

ეკონომიკა

09 აპრილი 2020, 14:26

COVID19

საერთაშორისო მისიების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი, ქართველი ხალხი პანდემიას მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ

აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა - განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე.

დავით ბაქრაძე

09 აპრილი 2020, 14:22

საზოგადოება

დავით ბაქრაძემ 9 აპრილს დღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 9 აპრილს დღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც, იმიტომ, რომ 9 აპრილმა, მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.