imedi /  21 ოქტომბერი 2019, 13:28 / სანდო წყარო

ავსტრალიაში წყვილმა საქორწინო ცეკვის ნაცვლად 5 კილომეტრი გაირბინა

მეუღლეები გარბენი

უილ და ლუიზა გარდნერები

ავსტრალიის ქალაქ ნიუკასლში სიძე-პატარძალმა საქორწინო ცეკვა 5-კილომეტრიანი გარბენით ჩაანაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Birmingham Mail-ი ავრცელებს.

ლუიზამ და უილ გარდნერმა ერთმანეთი 2015 წელს ფიტნესდარბაზში გაიცნეს. უილს მაშინ შეყვარებული ჰყავდა, ლუიზა კი მეუღლეს ეყრებოდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ. 2017 წელს უილი შეყვარებულს დაშორდა და ლუიზა ვახშამზე დაპატიჟა.

„რომანტიკული ურთიერთობა მოულოდნელად დაიწყო. ლუიზა მომწონდა და საერთო ენას ადვილად ვპოულობდით. გარდა ამისა, ჩვენ სირბილიც გვაერთიანებდა“, - ამბობს უილ გარდნერი.

2018 წელს იაპონიაში მოგზაურობისას უილმა ლუიზას ცოლობა სთხოვა. უილმა ლუიზას ხუმრობით ქორწილის დღეს სირბილი შესთავაზა, ლუიზას კი ეს იდეა ძალიან მოეწონა. 14 სექტემბერს წყვილმა იქორწინა. უილის და ლუიზას ქორწილს 60 სტუმარი ესწრებოდა, რომელსაც სიძე-პატარძალმა ქორწილში სპორტული ტანსაცმლით მისვლა სთხოვა.

45-წუთიანი ცერემონიის შემდეგ მეუღლეებმა 5-კილომეტრიანი გარბენი მოაწყვეს.

ყველა სიახლე

პლანეტა მარსი

20 ნოემბერი 2019, 18:12

ტექნოლოგიები

ამერიკელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მარსზე მწერები არსებობენ

აშშ-ში ოჰაიოს უნივერსიტეტის ენტომოლოგი უილიამ როზმერი ამტკიცებს, რომ მარსზე ხომალდ Curiosity-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ პლანეტაზე არის კვალი, რომელიც დედამიწაზე მწერების მიერ მიწაზე გადაადგილებისას დატოვებულ ანაბეჭდებს წააგავს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science Alert-ი წერს.

ბექსი

20 ნოემბერი 2019, 18:12

კულტურა

ბენქსის ქანდაკება Sothebyʼs-ის აუქციონიდან მოხსნეს

პირველად ბექნსის ეს ორმეტრიანი ქანდაკება 2004 წელს ლონდონის ცენტრში, შაფტსბერი-ავენიუზე დაიდგა. იქიდან ნამუშევარი მხატვარმა და თვითგამოცხადებულმა "არტ-ტერორისტმა" ენდი ლინკმა მოიპარა. ლინკი ბექნსის დაუკავშირდა და გამოსასყიდ თანხად 5 ათასი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა.

იენს სტოლტენბერგი

20 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

სტოლტენბერგი ნატოს საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

„მე მოვუწოდებ მოკავშირეებს საჭირო რესურსების მობილიზებას იმისათვის, რომ პარტნიორებს მეტი პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოს მომავალი წევრობის გზაზე. საქართველოს ნატო ეხმარება რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სასტუმრო იაპონიაში

20 ნოემბერი 2019, 17:48

ტაბლოიდი

იაპონიაში სასტუმროს ეს ნომერი დღე-ღამე მხოლოდ $1 ღირს

მას შემდეგ რაც ბრიტანელმა იუთუბერმა სასტუმროში ცხოვრების დიდი ნაწილი ლაივსტრიმის მეშვეობით მაყურებელს აჩვენა, ინოეს იდეა გაუჩნდა, რომ სასტუმროში გაეკეთებინა ნომერი, რომელიც მუდმივად ლაივში იქნებოდა Youtube-ზე, ნომერი კი 1 დღე-ღამე 1 დოლარი ეღირებოდა.

ვატიკანი

20 ნოემბერი 2019, 17:42

მსოფლიო

ვატიკანი აშშ-ს ისრაელის დასახლებების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

„ბოლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც რისკს უქმნის ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესს, წმინდა ტახტი კვლავ ადასტურებს, რომ კონფლიქტიდან გამოსავალი ორმა სახელმწიფომ ერთად უნდა იპოვოს“, - აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში.

გიგა ბოკერია

20 ნოემბერი 2019, 17:28

საქართველო

ბოკერია: საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ „გერმანული მოდელის“ ექსპერტული ანალიზი გააკეთონ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული არჩევნების „გერმანული მოდელზე“ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ექსპერტული ანალიზი გააკეთონ.

დაბოქლომება

20 ნოემბერი 2019, 17:24

საქართველო

ოპოზიციამ ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს ბოქლომი დაადო

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თევდორაძემ მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს ბოქლომი დაადო.

ჟურნალი Homeland Of Wine

20 ნოემბერი 2019, 17:13

კულტურა

ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალი გამოვიდა

ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალი Homeland Of Wine გამოვიდა. პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოში გაიმართა, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჟურნალი კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვა.

Euromillions

20 ნოემბერი 2019, 17:11

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ლატარიაში £105 მილიონი მოიგო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ ლატარია Euromillions-ის ჯეკპოტი მოიგო. იღბლიანი ბილეთის მფლობელმა 5 ძირითადი და 2 დამატებითი ციფრი გამოიცნო. ის მეექვსე ბრიტანელია, რომელმაც ლატარეის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჯეკპოტი მოიგო. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

აფრიკა

20 ნოემბერი 2019, 17:05

მსოფლიო

მსოფლიოში 2019 წელს ნაკლებად განვითარებული ქვეყნები დასახელდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები დასახელდა. სიაში 47 ქვეყანაა. ძირითადად ეს აფრიკის და აზიის ქვეყნებია. მათ შორისაა ეთიოპია, მადაგასკარი, ავღანეთი, უგანდა, ზამბია, ბანგლადეში, სოლომონის კუნძულები, ლაოსი, კამბოჯა, იემენი, ბუტანი და სხვა.

გიორგი რურუა

20 ნოემბერი 2019, 17:02

ძალოვნები

გიორგი რურუას ინტერესებს ნიკა გვარამია იცავს

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს. "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი "მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა. სასამართლო სხდომა ჯერ არ დაწყებულა.

წვნიანი

20 ნოემბერი 2019, 16:57

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ზოგიერთ წვნიანს მალარიის საწინააღმდეგო თვისება აქვს

ექსპერტებმა სახლში მომზადებული 55 წვნიანის თვისება შეისწავლეს, რომელიც ლონდონის დაწყებით სწკოლაში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებმა მიიტანეს. წვნიანებს, რომლის რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა, აქტიურად იყენებენ გაციებასთან საბრძოლველად.

გია ვოლსკი გერმანული მოდელი

20 ნოემბერი 2019, 16:55

საქართველო

გია ვოლსკი: ჩვენთან „გერმანული მოდელით“ უპირატესობის მქონე პარტია უმრავლესობას მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში „გერმანული მოდელი“ ვერ იმუშავებს. მისი განმარტებით, ეს მოდელი საქართველოს რეალობაში ის არის, რომლითაც უპირატესობის მქონე პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლია.

ჰასან როუჰანი

20 ნოემბერი 2019, 16:50

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი ქვეყნაში არეულობის ორგანიზებაში აშშ-ს, საუდის არაბეთს და ისრაელს ადანაშაულებს

„ირანელმა ხალხმა კვლავ წარმატებით ჩააბარა ეს ისტროიული გამოცდა და დაამტკიცა, რომ უცხოელ მტრებს შექმნილი მდგომარეობიდან სარგებლის მიღების უფლებას არ მისცემს, იმის მიუხედავად, რომ მათ არ მოსწონთ, როგორ იმართება ქვეყანა“, - განაცხადა როუჰანიმ.

ადოლფ ჰიტლერი

20 ნოემბერი 2019, 16:41

მსოფლიო

ებრაელები ჰიტლერის და ევა ბრაუნის ნივთების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ

აუქციონზე ასევე იგეგმება ჰიტლერის "ჩემი ბრძოლის" მოვერცხლილი გამოცემის გაყიდვა. EGA-ს თავმჯდომარემ ღია წერილით მიმართა გერმანიის ხელისუფლებას, რომელშიც წერს, რომ აუქციონი "ნაცისტების განდიდების შესაძლებელობაა". მესამე რაიხთან დაკავშირებული 147 ნივთი უფრო დიდი ისტორიული კოლექციის ნაწილია.

სერიალი Vikings

20 ნოემბერი 2019, 16:37

კულტურა

Netflix-ი სერიალ „ვიკინგების“ გაგრძელებას გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ვიკინგების“ გაგრძელებას გადაიღებს, რომელსაც Valhalla ერქმევა. The Hollywood reporter-ის ინფორმაციით, ვიკინგების ლეგენდის ახალი ისტორიის სცენარზე ჯებ სტუარტი იმუშავებს, შოუს პროდიუსერები კი მაიკლ ჰირსტი და მორგან ო'სალივანი იქნებიან. სერიალის სიუჟეტი ვიკინგებში ასახული მოვლენებიდან ასი წლის შემდეგ განვითარდება.

კანიე უესტი

20 ნოემბერი 2019, 16:36

კულტურა

ჰიუსტონის ეკლესიაში კანიე უესტის კვირის მსახურებამ YouTube-ზე რეკორდი მოხსნა

აშშ-ს შტატ ტეხასში, ჰიუსტონის ეკლესიაში ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კვირის მსახურებამ YouTube-ზე ონლაინ ნახვების რეკორდი მოხსნა. TMZ-ის ცნობით, ღონისძიება Facebook-სა და YouTube-ზე 4 170 000-მა ადამიანმა ნახა. მსახურება გადაიცა რადიო SiriusXM-ის ეთერში. მალე ჩანაწერს ტელევიზიებითაც აჩვენებენ.

მიგრანტები

20 ნოემბერი 2019, 16:26

მსოფლიო

საბერძნეთში მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკი დაიხურება

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ნაცვლად „გამგაზვრებისა და იდენტიფიკაციის ცენტრები“ უნდა გაიხსნას. სავარაუდოდ, ამ ცენტრებში იმ მიგრანტებს განათავსებენ, რომლებსაც თავშესაფრის მიღების პერსექტივა არა აქვთ და სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. ამასთან, იმათ, ვისაც თავშესაფრის მიღების შანსი აქვთ, საბერძნეთის სხვა ნაწილში გაგზავნიან.

20 ნოემბერი 2019, 16:19

მსოფლიო

ავსტრალიელი ქალი კოალას გადასარჩენად ცეცხლში შევარდა. ვიდეო

ავსტრალიაში ძლიერმა ხანძარმა ასობით ჰექტარი მოიცვა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც ზარალდებიან, რომლებსაც უსაფრთხო ადგილებამდე მიღწევა ძალიან უჭირთ. ავსტრალიელი ტონი დოერტი კოალის გადასარჩენად ცეცხლში შევარდა.

მიხეილ სააკაშვილი

20 ნოემბერი 2019, 15:47

მსოფლიო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის თებერვალში ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო. აუზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის საკასაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც მისი გაძევების უკანონოდ აღიარებას შეეხებოდა. სააკაშვილის პოლონეთში 2018 წლის 12 თებერვალს გააძევეს.