imedi /  31 ოქტომბერი 2019, 11:25 / სანდო წყარო

როუზი ჰანტინგტონ-უიტლმა Harper's Bazaar-ის სპეციალური ჯილდო მიიღო

 როუზი ჰანტინგტონ-უიტლი

როუზი ჰანტინგტონ-უიტლი და ჯეისონ სტეტჰემი

მოდელი როუზი ჰანტინგტონ-უიტლი ლონდონში გამართულ დაჯილდოებას Harper's Bazaar Women Of The Year Awards-ს დაესწრო და სპეციალური ჯილდო რედაქტორისგან მიიღო. გამოცემის ინფორმაციით, მოდელი მეუღლესთან ცნობილ ინგლისელ მსახიობ - ჯეისონ სტეტჰემთან ერთად იმყოფებოდა. 

ღონისძიებაზე როუზს ქართველი დიზაინერის დევიდ კომას კაბა ეცვა და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა.

დაჯილდოება ცნობილი გამოცემა Harper's Bazaar-ის ორგანიზებით იმართება და მისი რედაქტორი ყოველ წელიწადს თავის რჩეულს ასახელებს. 

ჯეისონ სტეტჰემი და როუზი ჰანტინგტონ-უიტლი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებიან, მათ საერთო ვაჟიც ჰყავთ.

ყველა სიახლე

ალმაზბეკ ატამბაევი

13 დეკემბერი 2019, 13:00

მსოფლიო

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სპეცრაზმელის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ თანამშრომლის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი. უსენბეკ ნიაზბეკოვი 7 აგვისტოს, ატამბაევის რეზიდენციის შტურმისას მოკლეს, როდესაც სამართალდამცველები ყოფილი პრეზიდენტის დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებდნენ.

მამუკა მდინარაძე

13 დეკემბერი 2019, 12:50

საქართველო

მდინარაძე: მაჟორიტარები ინიციატივაზე უარს იტყვიან, თუ 2020-დან 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში შეთანხმება შედგა. საუბარია დიმიტრი ხუნდაძესა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებზე. მდინარაძემ ხუნდაძესთან და ამერიკულ სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებთან შეთანხმების მიღწევა 9 დეკემბერს დააანონსა.

რიყის დოქები

13 დეკემბერი 2019, 12:49

ეკონომიკა

კალაძე: „რიყის დოქების“ 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს ამბობენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „რიყის დოქების“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ. დედაქალაქის მერის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ბიზნესმენებს და ფართის 1 ლარად გადაცემა შესთავაზა იმ პირობით, რომ პროექტი დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა ინტერესი არავის გამოუჩენია.

ალექს როს პერი

13 დეკემბერი 2019, 12:32

კულტურა

სტივენ კინგის „ბნელი მხარის“ ეკრანიზაციას ალექს როს პერი გადაიღებს

სტივენ კინგის რომანის „ბნელი მხარის“ მიხედვით საშინელებათა ფილმს რეჟისორი ალექს როს პერი გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს. 1989 წელს გამოქვეყნებული რომანი მოგვითხრობს მწერალზე, რომელიც თავისი სახელით და ფსევდონიმითაც წერს, თუმცა გარკვეულ მომენტში მისი ალტერეგო გაცოცხლდება და ადამიანების მოკვლას დაიწყებს.

გიორგი პერტაია

13 დეკემბერი 2019, 12:10

ეკონომიკა

გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი გახდა

7 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართულ ღონისძიებას „სარტყლისა და გზის“ 73 ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავიაკომპანია Alitalia

13 დეკემბერი 2019, 11:52

ეკონომიკა

ავიაკომპანია Alitalia-მ გაფიცვის გამო 315 რეისი გააუქმა

ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „პროფკავშირების ნაწილის მიერ გამოცხადებული 24-საათიანი გაფიცვის ​გამო, იძულებულები ვართ, გავაუქმოთ 315 შიდა და საერთაშორისო რეისი, რომელიც 13 დეკემბერს უნდა შესრულებულიყო“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

13 დეკემბერი 2019, 11:25

საქართველო

სარფში 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. ამ ტვირთს, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნებენ.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

13 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო. სასულიერო პირის თქმით, მას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ეპარქიაში მღვდელმსახურება შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო შეუწყვიტეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 დეკემბერი 2019, 11:16

საქართველო

ღარიბაშვილი: აშშ-სთან სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა.

ნაომი კემპბელი

13 დეკემბერი 2019, 11:15

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი Yves Saint Laurent-ის ახალი კოლექციის რეკლამაში გადაიღეს

ფოტოები როგორც თავად კემპბელის, ასევე ბრენდის Instagram-გვერდზე გავრცელდა. ქალებისთვის შექმნილი სმოკინგების კოლექციის რეკლამაში 49 წლის მოდელი ცნობილმა ბელგიელმა ფოტოგრაფმა, ენტონი ვაკარელომ გადაიღო, რომელიც Yves Saint Laurent-თან მანამდეც თანამშრომლობდა.

თურქეთი საგარეო

13 დეკემბერი 2019, 10:56

მსოფლიო

ანკარა: აშშ-ის სენატის რეზოლუცია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ ჩინეთი

13 დეკემბერი 2019, 10:21

ეკონომიკა

Bloomberg: აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეთანხმდნენ

​​​​​​​​აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეჯერდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახლა ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმების პირობები ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა გააცნონ.

გიორგი ჩაკვეტაძე

13 დეკემბერი 2019, 10:03

სპორტი

ქვილითაიას და ჩაკვეტაძის „გენტი“ ევროპის ლიგის პლეიოფში მოხვდა

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „გენტი“ შინ უკრაინულ „ოლექსანდრიას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე, ქვილითაია კი 90-ე წუთზე გამოჩნდა.

ახალი ზელანდია ვულკანი

13 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა ცხედრები იპოვეს

კუნძულ უაიტ-აილენდზე, ქალაქ ოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. პოლიციის ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

დამასკოს ვარდი

13 დეკემბერი 2019, 09:25

კულტურა

იუნესკომ დამასკოს ვარდი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) დამასკოს ვარდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Facebook შეფერხება

13 დეკემბერი 2019, 09:08

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

სოციალური ქსელი Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ სერვისი Downdetector-ი წერს. ყველაზე მეტად პრობლემები მომხმარებლებს აშშ-ში, ევროპის გარკვეულ ქვეყნებსა და ლათინურ ამერიკაში შეექმნათ.

ვაჟა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 08:53

ძალოვნები

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო დღეს განიხილავს. ე.წ. სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს ინფორმაცია ექიმის შვილ ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ჯონ სალივანი

13 დეკემბერი 2019, 08:23

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი დაამტკიცა

ამერიკის სენატმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. კენჭისყრაზე სალივანის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 22-მა მისცა.

დიდი ბრიტანეთი არჩევნები

13 დეკემბერი 2019, 08:17

მსოფლიო

ეგზითპოლი: ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია იმარჯვებს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, კონსერვატორები 650-ადგილიან თემთა პალატაში 365 ადგილს მიიღებენ.

სამეფო კარის თამაშები

13 დეკემბერი 2019, 00:50

კულტურა

IMDb-მ წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

საუკეთესო კინოფილმის წოდება რეჯიშორ ტოდ ფილიპსის „ჯოკერს“ ერგო. საუკეთესო სერიალების კატეგორიაში პირველობა „სამეფო კარის თამაშებმა“ მოიპოვა. IMDb-მ საუკეთესოები ვებგვერდზე ძიების შედეგების საფუძველზე გამოავლინა. ყოველთვიურად პორტალზე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედის.