imedi /  02 ნოემბერი 2019, 21:12 / სანდო წყარო

Miss CosmoWorld 2019-ის ტიტული ინდოელმა მოიპოვა

სანდრა სომანი Miss CosmoWorld

სანდრა სომანი Miss CosmoWorld

ინდოეთის წარმომადგენელი სანდრა სომანი Miss CosmoWorld 2019-ის ტიტულის მფლობელი გახდა. ინფორმაცია საერთაშორისო კონკურსის Instagram-ზე ვრცელდება.

ყოველწლიური კონკურსი მალაიზიის დედაქალაქში კუალა-ლუმპურში იმართება. გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს და იტალიის საგზურს. ასევე კონტრაქტს მოდის სფეროში მალაიზიის კომპანიასთან.

 

ყველა სიახლე

18 ნოემბერი 2019, 19:07

ძალოვნები

შსს: პარლამენტთან აქციაზე 18 პირია დაკავებული

„პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები აქციას მართავენ

პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლებს განაგრძობენ. აქტივისტები სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით სკანდირებენ „სირცხვილია". ამ დროისთვის, პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.

18 ნოემბერი 2019, 18:42

ძალოვნები

სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. ვიდეო

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელები გახსნა და ტერიტორია კარვებისგან გაათავისუფლა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცეს.

ბიუროს სხდომა

18 ნოემბერი 2019, 18:41

საქართველო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა, რომელიც ჟურნალისტების გარეშე ჩატარდება და სხდომის ტრანსლირება, ტრადიციულად, პარლამენტის ვებგვერდზე და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით მოხდება.

გრიგოლ ვაშაძე

18 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს გზის ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა.

დავით უსუფაშვილი

18 ნოემბერი 2019, 18:29

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ელჩებთან შეხვედრა სამი დღის წინ დაიგეგმა.

18 ნოემბერი 2019, 18:25

საქართველო

გიგი უგულავა: პიკეტირება გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით პიკეტირება გაგრძელდება. მისი თქმით, "მშვიდობიანი დემონსტრანტების გარღვევა არის პუტინიზმი". აქციის მონაწილეები "თავისუფლების მოედანზე" სპეცრაზმის წინ დასხდნენ. ასე ცდილობენ ისინი ტერიტორიაზე დარჩენას.

18 ნოემბერი 2019, 18:10

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული შესასვლელი გაათავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, გაათავისუფლა. შესასვლელებთან ახლა სპეცრაზმი დგას და ადგილს აკონტროლებს. პარლამენტის წევრები კი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან.

ვაჟა გაფრინდაშვილი

18 ნოემბერი 2019, 18:02

საქართველო

„წითელი ჯვრის კომიტეტმა“ ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

„თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით"- ნათქვამია განცხადებაში.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 18:01

საქართველო

მოძრაობა „სირცხვილია“ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ტროტუარებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ. მათი განცადებით, ისინი მშვიდობიან პიკეტირებას მიმართავენ. სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა.

18 ნოემბერი 2019, 17:36

საქართველო

აქციის დაშლის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა და პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელების გახსნა დაიწყო.

18 ნოემბერი 2019, 17:31

ძალოვნები

პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი.პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა და დაშლა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.

გიორგი რურუა

18 ნოემბერი 2019, 17:30

ძალოვნები

ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე გიორგი რურუა დააკავეს

Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჯეიმს აპატურაი

18 ნოემბერი 2019, 17:25

საქართველო

აპატურაი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: ნატოს წევრები და ევროკავშირი ამ პროცესში ჩართულები არიან

მათ აქვთ საქართველოში საელჩოები და მათთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომხდარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება"- განაცხადა აპატურაიმ.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 17:13

საქართველო

მოქალაქეებს აქციის დატოვება თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეუძლიათ

მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე აქციის დატოვება სურთ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეუძლიათ გადაადგილდნენ. "ქრონიკის" ჟურნალისტის ინფორმაციით, თავისუფლების მოედნისკენ გზა თავისუფალია. რუსთაველზე სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

18 ნოემბერი 2019, 16:59

ძალოვნები

შსს პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.

18 ნოემბერი 2019, 16:58

ძალოვნები

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრა

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით ნელი სვლით დაირძა. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცეს. დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი მეორე დღეა აქციის გამო გადაკეტილია.

ჯეინ ჰეივარდი

18 ნოემბერი 2019, 16:53

კულტურა

ბრიტანელი მსახიობი ჯეინ ჰეივარდი გარდაიცვალა

ბრიტანელ მსახიობ ჯეინ ჰეივარდს 2-სართულიანი ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა ქალაქ რიკმანსვორთში მოხდა. 69 წლის ქალი გზაზე გადადიოდა და მისკენ მომავალი ტრანსპორტი ვერ შეამჩნია, რადგან საპირისპირო მხარეს უყურებდა.

საპროტესტო აქცია

18 ნოემბერი 2019, 16:43

საქართველო

პოლიციამ რუსთაველზე სამანქანო გზის გასათავისუფლებლად დემონსტრანტებს ვადა მისცა

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა და სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მყოფი აქციის მონაწილეები გააფრთხილეს - მათ რუსთაველის გამზირზე სამანქანო გზის გასათავისუფლებლად ნახევარსაათიანი ვადა მისცეს.

მეტამფეტამინის ლაბორატორია

18 ნოემბერი 2019, 16:32

მსოფლიო

ორი ამერიკელი პროფესორი მეტამფეტამინის წარმოებისთვის დააკავეს

აშშ-ის შტატ არკანზაში ენდერსონის უნივერსიტეტის ორი პროფესორი ტერი დევიდ ბეიტმანი და ალენ როულენდი მეტამფეტამინის წარმოებაში დაადანაშაულეს. The New York Times ცნობით, უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრში უცნაური სუნი იგრძნეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში ბენზილქლორიდის შემცველობა იყო.