imedi /  12 დეკემბერი 2019, 19:03 / სანდო წყარო

ბრაზილიელმა მართვის მოწმობის გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა

ეიტორ შიავე

ეიტორ შიავე

ბრაზილიაში დააკავეს კაცი, რომელმაც დედის ნაცვლად მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სცადა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ეიტორ შიავეს 60 წლის დედამ გამოცდა სამჯერ ვერ ჩააბარა, ამიტომ შვილმა მისი დახმარება გადაწყვიტა. 43 წლის კაცმა ყვავილებიანი ზედა და კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა, ფრჩხილები მოიწესრიგა და გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა. 

თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ინსტრუქტორმა შეამჩნია, რომ პირადობის მოწმობაში სურათზე სხვა ადამიანია გამოსახული.

„ცდილობდა მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო. ბევრი მაკიაჟი ჰქონდა, ფრჩხილებიც კარგად გაიკეთა და ბევრ აქსესუარს ატარებდა“, - განაცხადა ინსტრუქტორმა. 

მან პოლიცია გამოიძახა და კაცი თაღლითობის და სხვა ადამიანის საბუთების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ დედამ მისი გეგმის შესახებ არაფერი იცოდა. 

ყველა სიახლე

წყალბურთი

22 იანვარი 2020, 18:28

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი დაამარცხა

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. დღეს, რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა გუნდმა თურქეთის ნაკრები 12:6 დაამარცხა და ათეულში ადგილი მოიპოვა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 3-3 ბურთი ანდრია ბითაძემ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს.

ჯეიმს აპატურაი

22 იანვარი 2020, 18:23

საქართველო

აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს

„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 18:16

საქართველო

კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე: საგარეო მიმართულებით მუშაობა ჩვენი მხრიდანაც გასაძლიერებელია

კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, „ან კარგად იციან რა ხდება, მაგრამ ეს მათი სუბიექტური განცხადებებია“.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 18:05

საქართველო

კალაძე: პარლამენტთან რეაბილიტაციაზე განცხადებები მიუღებელია, აზრის გამოხატვაში არავინ იზღუდება

კახა კალაძის თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციაზე გაკეთებული განცხადებები მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ 2019 წლის მაის-ივნისში შეისყიდა და წინასწარ იყო დაგეგმილი იქ სამუშაოები, რადგან არსებული მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“.

კრისტიან ტერეში

22 იანვარი 2020, 18:03

საქართველო

ევროპარლამენტარი ტერეში: დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს

„მე გული დამწყდა იმის გამო თუ როგორ იყო განხილული საქართველოს საკითხი. დასანანია, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად“. - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა.

პარლამენტი

22 იანვარი 2020, 17:55

საქართველო

პარლამენტთან გაკეთებულ კონსტრუქციაზე აქტივისტებმა და ოპოზიციამ წარწერები დატოვეს

პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის შემოსაზღვრული, მავთულხლართი შემოავლეს და ამ ფორმით გააპროტესტეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება პარლამენტის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაზე.

ლიბია

22 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

ლიბიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა

სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ტრიპოლის აეროპორტი დაიხურა, რომელიც ლიბიაში ბოლო მოქმედი აეროპორტი იყო. ინფორმაციას Reuters-ი ტრიპოლის აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აეროპორტმა ტუნისის თვითმფრინავი არ მიიღო, რომელიც ტრიპოლიდან 200 კილომეტრით დაშორებით მდებარე აეროპორტში გადაამისამართეს.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

22 იანვარი 2020, 17:26

საქართველო

მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდანსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

ტერი ჯონსი

22 იანვარი 2020, 17:15

კულტურა

„მონტი პაითონის“ წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა

ბრიტანული კომიკ-ჯგუფის „მონტი პაითონის“ (Monty Python) წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა. ის 77 წლისა იყო. ტერი ჯონსის ნათესავების თქმით, ჯონსი 21 იანვრის საღამოს, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის დემენციის იშვიათი ფორმით იტანჯებოდა.

მცოცავი ოკუპაცია

22 იანვარი 2020, 17:06

საქართველო

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა. სტეფ ბლოკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და იმ პრობლემებზე რომლებიც მოსახლეობას ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გამო შეექმნა.

ამინდი

22 იანვარი 2020, 17:04

საქართველო

23 იანვრიდან საქართველოში თოვლია მოსალოდენელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს"-აცხადებენ სააგენტოში.

ტიტანიკი

22 იანვარი 2020, 16:50

მსოფლიო

ამერიკულ კომპანიას ჩაძირული ტიტანიკიდან უკაბელო ტელეგრაფის ამოღება სურს

კომპანიაში აცხადებენ, რომ გემბანის განადგურების გამო, „მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რადიო“ როგორც ამას ამერიკული RMS Titanic-ი უწოდებს, შესაძლოა „სამუდამოდ დაიმარხოს“. Harland and Wolff-ის მიერ ბელფასტში აშენებული "ტიტანიკი" 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, შედეგად 1500 ადამიანი დაიღუპა.

შვეიცარული ფრანკი

22 იანვარი 2020, 16:48

ეკონომიკა

Reuters-ი შვეიცარული ფრანკის გაუფასურებას კორონავირუსს უკავშირებს

შვეიცარული ფრანკი ერთ დღეში აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ერთ დღეში 0,5%-ით გაუფასურდა. ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა ეს პროცესი ხელოვნურია, რადგან არსებობს წინაპირობა, რომ შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ფრანკის კურსის ზრდა შეაფერხოს.

საბერძნეთის დროშა

22 იანვარი 2020, 16:33

მსოფლიო

საბერძნეთის მოქალაქეები მიგრანტთა ბანაკების გამო გაიფიცნენ

ლესბოსის დედაქალაქ მითილინიში საპროტესტო აქციას 3 ათასამდე ადამიანი დაესწრო, სამოსში კი 1 500. კუნძულებზე დაიხურა მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართ სადგურები, კლინიკები და სანოტარო ბიუროები. გაფიცვას სავარაუდოდ ტაქსის და ავტობუსების მძღოლებიც შეუერთდებიან. საბერძნეთში ჩასული მიგრანტების რაოდენობა იზრდება, მათთვის განკუთვნილ ბანაკებში კი საკმარისი ადგილი არ არის.

გიორგი გახარია
ეგილს ლევიტსი

22 იანვარი 2020, 16:28

საქართველო

ლატვიის პრეზიდენტი გახარიას: ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას. პრეზიდენტმა ლევიტსმა აღნიშნა, რომ ლატვია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

22 იანვარი 2020, 16:24

საქართველო

ლაშა დარსალიამ დიპკორპუსს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

ავარია ბათუმში

22 იანვარი 2020, 16:10

ძალოვნები

ბათუმში ავტომანქანა ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

14-15 წლის გოგოები კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მედიკოსების განცხადებით, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ეცოდინებათ დაშავებულების მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კოლუმბია აქცია

22 იანვარი 2020, 16:02

მსოფლიო

კოლუმბიაში ანტისახელისუფლებო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. აქტივისტებმა ბოგოტის ქუჩები გადაკეტეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

შოთა დიღმელაშვილი

22 იანვარი 2020, 15:55

საქართველო

შოთა დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა

შოთა დიღმელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას პროპოციულ არჩევნებთან დაკავშირებით Facebook-ზე ეხმიანება. დიღმელაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძე „ის კაცია რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ“.

იმპიჩმენტი

22 იანვარი 2020, 15:52

მსოფლიო

სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლოს მთავარ წესებზე შეთანხმდა

სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. ბრალდების მხარე თავის არგუმენტებს წარადგენს, რასაც დაცვის მხარის გამოსვლა, შემდეგ კი კითხვები მოჰყვება. ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლა ედება ბრალად. დარჩება თუ არა ის პრეზიდენტის პოსტზე, სენატის სასამართლო გადაწყვეტს.