imedi /  22 დეკემბერი 2019, 21:29 / სანდო წყარო

საფრანგეთში ძველი ციხე-დარბაზი 55 დოლარად იყიდება

შატო დე ვიბრაკი

შატო დე ვიბრაკი

საფრანგეთში მე-13 საუკუნის ციხე-დარბაზ შატო დე ვიბრაკს 55 დოლარად ყიდიან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მყიდველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. თითოეული მათგანი ციხე-დარბაზში ნებისმიერ დროს თავისუფლად შესვლას შეძლებს, ბაღში კი მისი სახელობის ნაკვეთი იქნება. პროექტს საფრანგეთის მემკვიდრეობის შენარჩუნებისა ფონდი და არაკომერციული სარესტავრაციო ასოციაცია Adopte un chateau-ს ახორციელებენ. ინიციატივის მიზანი დანგრეული და მიტოვებული ციხე-დარბაზების აღდგენაა. 

ამ ეტაპზე ციხე-დარბაზს უკვე 1700 მფლობელი ჰყავს 45 ქვეყნიდან. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ძეგლის აღსადგენად 1 240 000 ევროს შეაგროვებენ. 

შატო დე ვიბრაკი უკვე მესამე ციხე-დარბაზია, რომელზეც ორგანიზაციები მუშაობენ. 

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 21:35

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 400 ადამიანი გარდაიცვალა.

22 იანვარი 2021, 21:34

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ველით, რომ რუსული მხარე სრულად შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენით ნაკისრ ვალდებულებებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ აგვისტოს ომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რაც საქართველოში პოლონეთის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

22 იანვარი 2021, 21:32

ეკონომიკა

პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 15 ლარამდე ზრდის

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 10-დან 15 ლარამდე ზრდის. სუბსიდირება ჯამურად 20 ათას ტონა ფქვილზე მოხდება. შედეგად მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება. ცვლილება პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პროგრამა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ბორის ჯონსონი

22 იანვარი 2021, 21:26

COVID19

ბორის ჯონსონი: კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს.

22 იანვარი 2021, 21:10

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირებისას, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტა, თუ რატომ შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე. მისი თქმით 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ზამთრის კურორტებზე ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან სტუმრად ნაკლებად იარონ. „ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ზამთრის კურორტებზე რა ვითარებაა. ძალიან ცოტა ქვეყანაა ისეთი, სადაც ზამთრის კურორტები ოპერირებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 21:09

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სახმელეთო საზღვართან შედარებით, საჰაერო მიმოსვლისას ინფექციის კონტროლის ბევრად მეტი საშუალება არსებობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ იხსნება მხოლოდ საჰაერო საზღვარი. „რუსთავი 2“-ის ეთერში ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად ცქიტიშვილმა მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მაღალი დინამიკა დაასახელა.

22 იანვარი 2021, 21:00

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 5 967 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 967 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 149 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 20:59

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რატომ არის სარესტორნო ბიზნესის გახსნა ყველაზე რისკისშემცველი კორონავირუსის გავრცელების მხრივ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ბიზნესის იმ წარმომადგენლებს უპასუხა, რომლებიც შეზღუდვებთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან. მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო, მძიმე მისაღები იყო და ისიც აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის, თუ რა გამოწვევებისა და კრიზისის წინაშე დგას ესა თუ ის ბიზნესი.

22 იანვარი 2021, 20:58

თავდაცვა

„დელტას“, თბილავიამშენსა და უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich - ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Motor Sich-ის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეოკუპაციის გზაზე, უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეოკუპაციის გზაზე, არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“განაცხადა.

22 იანვარი 2021, 20:51

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 633 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 633 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 472 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 20:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: 700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ ევროსასამართლოში და ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე

ჩვენი ხელისუფლება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ევროსაბჭოში ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

22 იანვარი 2021, 20:42

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 401 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 401 ადამიანი გარდაიცვალა.

გივი მიქანაძე

22 იანვარი 2021, 20:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ

როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა - აზერბაიჯანი ძალიან მკაცრად იცავდა თავის ინტერესებს, ჩვენი მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

22 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თვისობრივი განსხვავების მიუხედავად ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას, სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები თვისობრივად სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტებია, რა თქმა უნდა ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას ეს გადაწყვეტილება იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ხანძარი

22 იანვარი 2021, 20:31

საზოგადოება

ძველ თბილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე.

22 იანვარი 2021, 20:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

ვიქტორ დოლიძე

22 იანვარი 2021, 20:17

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება

დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს მხოლოდ ორი მხარის - საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტი და ამაში მესამე მხარე არ უნდა ჩაერიოს, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 20:15

პოლიტიკა

საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით ეწვია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი, - ამის შესახებს ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხევდრაზე წინანდალში უმასპინძლებს.

ლოიდ ოსტინი

22 იანვარი 2021, 20:13

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ლოიდ ოსტინის კანდიდატურას მხარი 92-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო ორი სენატორი წინააღმდეგ წავიდა.