imedi /  21 იანვარი 2020, 11:44 / სანდო წყარო

პრინცი ჰარი კანადაში ჩავიდა

პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი

პრინცმა ჰარიმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამეფო ტიტულზე უარი განაცხადა, დიდი ბრიტანეთი დატოვა და კანადაში ჩავიდა. ამის შესახებ The Daily Telegraphi-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტში ჰარის პირადი დაცვის 2 წარმომადგენელი დახვდა. პრინცი ცოლს - მეგან მარკლს და თავიანთ შვილ არჩის შეუერთდება, რომლებიც კანადაში უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობენ. 

ჰარი ლონდონიდან დიდი ბრიტანეთისა და აფრიკის ქვეყნების საინვესტიციო სამიტის შემდეგ გაემგზავრა. ეს ბოლო ღონისძიება გახდა, რომელშიც პრინცმა მონაწილეობა სამეფო ოჯახის წევრის რანგში მიიღო. გამგზავრებამდე ჰარი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა, თუმცა მათი საუბრის დეტალები არ საჯაროვდება

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ. წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან. 

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2023, 10:47

საზოგადოება

საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით

01 დეკემბერი 2023, 10:45

რეგიონი

აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი „ზანა“ თბილისის „იუჯი 35”-ს დაუპირისპირდა.

01 დეკემბერი 2023, 10:38

საზოგადოება

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის მონაწილე დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:21

საზოგადოება

ComCom-მა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის წარმომადგენლებთან ერთად ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:15

LIVE ისრაელი

ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა

ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა. ამის შესახებ „ცაჰალი“ იტყობინება.

01 დეკემბერი 2023, 09:58

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო უძღვებოდა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე დაესწრო.

01 დეკემბერი 2023, 09:55

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი ბრიუსელში ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.

01 დეკემბერი 2023, 09:43

კულტურა

რუსთაველის თეატრმა გორში სომეხი რეჟისორის, ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა

რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გორში. თეატრმა სომეხი რეჟისორის ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა.

01 დეკემბერი 2023, 09:31

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალის დამუშავების შემდეგ, ავტორებმა გამოსცეს ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ალბომი.

01 დეკემბერი 2023, 09:11

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსული საოკუპაციო ძალები შეტევით ოპერაციას განაგრძობენ დონეცკის ოლქის ავდეევკის რაიონსა და ზაპოროჟიეში.

01 დეკემბერი 2023, 08:51

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში.

01 დეკემბერი 2023, 08:43

LIVE ისრაელი

„ჰამასმა“ გვიან ღამით კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა

ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა გრძელდება. პროცესი ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ხორციელდება. გვიან ღამით ჰამასმა კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა. ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცეს და უკვე საავადმყოფოში არიან.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2023, 08:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება

გაერთიანებები აუცილებელია თუკი მათ [ოპოზიციურ პარტიებს] სურთ, რომ წარმატება მოიპოვონ საარჩევნო პროცესის დროს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

01 დეკემბერი 2023, 08:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ღრმა კრიზისში, პარტიაში ორი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს ენდობა

რაც დათესეს იმას იმკიან. თავისი ქვეყნისთვის სურდათ დესტაბილიზაცია და დღეს დესტაბილიზაცია პარტიის შიგნით აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 დეკემბერი 2023, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყოველთვის გაჟღერდეს

ეუთოს ფორმატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე სწორედ ამ ფორმატებში ხდება ჩვენი მხრიდან პოზიციების გაჟღერება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 08:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ეუთოს მინისტრთა 30-ე საბჭო დადებითად შეაფასა. მისი თქმით მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

01 დეკემბერი 2023, 08:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ დეკემბერს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2023, 01:15

LIVE ისრაელი

ბლინკენი: „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2023, 00:47

LIVE ისრაელი

ბლინკენი: ყველამ, ვინც ზრუნავს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე, უნდა მოითხოვოს „ჰამასისგან“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორისტული აქტები და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების ფარად გამოყენება

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 00:43

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.