imedi /  02 თებერვალი 2020, 15:14 / სანდო წყარო

ავსტრიაში ყველაზე მაღალი თოვლის კაცი დადგეს

თოვლის კაცი

ავსტრიელი თოვლის კაცი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი თოვლის კაცი შტირიის ფედერალურ მიწაზე სამთო-სათხილამურო კურორტ რიზნერალმში დადგეს. მისი სიმაღლე 38 მეტრს აღწევს. ქანდაკების შესაქმნელად ავტორებს 800 ტონა თოვლი დასჭირდათ.

თოვლის კაცს სახელად Riese შეურჩიეს, რაც გერმანულად „გოლიათს“ ნიშნავს.
 

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2020, 15:32

რეგიონი

გიორგი გახარია: როდესაც მივაღწევთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქეს მოუნდება თქვას, რომ ის ამ დიდი საქმის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას

პრემიერ-მინისტრმა თერჯოლაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი, პრობლემაა შიდა გზები, რომელიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში.

უქტამ ბარნოევი

20 სექტემბერი 2020, 15:10

COVID19

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

უზბეკეთის კოვიდინფიცირებული ვიცე-პრემიერი, უქტამ ბარნოევი, რომელიც აგრარულ და კვების სექტორს ხელმძღვანელობდა, გარდაიცვალა. პოლიტიკოსს კორონავირუსის დიაგნოზი ივლისის ბოლოს დაუსვეს. ის ამ დრომდე Akfa Medline-ის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.

კონსტანტინე გამსახურდია

20 სექტემბერი 2020, 14:59

საზოგადოება

კონსტანტინე გამსახურდია: გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელიც სრულად ფარავს ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯს

„ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს“.

20 სექტემბერი 2020, 14:56

რეგიონი

40-წლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მწყემსთა დღე აღდგა

ორმოც წლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მწყემსთა დღე აღდგა. სოფელ ფანშეტში დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თერთმეტმა ცხენოსანმა მიიღო, ცხენოსნემბა 7 წრე ჯამში კი 10-კილომეტრიანი მანძილი დაფარეს, საბოლოდ კი გამარჯვებული სოფელ სნოს მცხოვრები გახდა.

გიორგი გამსახურდია

20 სექტემბერი 2020, 14:53

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: ფონდი „ქართუს“ სრული მხარდაჭერით, ცოტნეს მკურნალობის პროცესი მიდის წინ - დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“

„სპეკულაციები იმაზე რომ ცოტნეს რაიმე აკლია, არის სიმართლეს მოკლებული. კვლავ ერთხელ დიდი მადლობა ბ.ივანიშვილს და ფონდ "ქართუს",- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ბეჟან წაქაძე

20 სექტემბერი 2020, 14:53

რეგიონი

ბეჟან წაქაძე: გასაუმჯობესებელია ჩვენი გმირი მეშახტეების შრომისა და ცხოვრების პირობები

„წარმოადგენდე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელსაც დიდი ისტორიული და არა ნაკლები დიდი მომავალი აქვს - ეს მეშახტეთა ქალაქია. ქვანახშირის წარმოება ამ ქალაქის ძირითადი დარგია“, - ამის შესახებ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ წარდგენისას განაცხადა.

20 სექტემბერი 2020, 14:25

მსოფლიო

ჰაკერებმა 1 000-მდე ბელარუსელი პოლიციელის პირადი მონაცემები მოიპოვეს

ჰაკერებმა 1 000-მდე ბელარუსელი პოლიციელის პირადი მონაცემებში შეაღწიეს და მათი გამოქვეყნებით იმუქრებიან. „როგორც კი დაპატიმრებები გაგრძელდება, დავიწყებთ მონაცემების მასობრივად გამოქვეყნებას. ვერავინ დაიმალება ბალაკლავას მიღმა“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ოპოზიციურ არხ Nexta Live-ს Telegram-ის ანონიმური აპლიკაციით მიაწოდეს.

20 სექტემბერი 2020, 13:49

რეგიონი

გურიაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

„ერთი პაციენტი დღეს დაგვემატა. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო ამ 12 დღის განმავლობაში. პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ლაითურში ორი შემთხვევა დაგვემატა გუშინ, იქაც მუშაობდა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასევე, იქაც ველოდებით ტესტირების პასუხებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2020, 13:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ კოლოსალური თანხების ჩადება ყველა იმ სფეროში, რაც ქვეყნის განვითარების ფუდამენტია

„2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროში კოლოსალური თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია.ჩვენმა გუნდმა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ“.

ტოჩინოშინი

20 სექტემბერი 2020, 13:37

სპორტი

ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლევანის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იყო, რომელსაც ქართველმა მარტივად მოუგო და აკი ბაშოზე რიგით მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ტაკაკეიშო აგრესიულად იწყებდა, თუმცა ტოჩინოშინმა პირდაპირ დატაკებას გვერდზე დადგომა არჩია და მეტოქე ისე წააქცია.

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: კარგად გვესმის, რომ არანაირ ბიზნესს და შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის ელემენტარული უსაფრთხოების პირობები არ დავიცავით

გამოწვევები ძალიან ბევრია, მათ შორის, მაღაროელების ნაწილშიც. ყველას ძალიან კარგად გვესმის, გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოების პირობები უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობებიც უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენისას განაცხადა.

ლონდონი

20 სექტემბერი 2020, 13:32

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში, თვითიზოლაციის წესის დამრღვევებს £1000-ით დააჯარიმებენ

ბრიტანეთში, თვითიზოლაციის წესის დამრღვევებისთვის £1000-იანი ჯარიმა დაწესდა. საქმე ეხებათ მოქალაქეებს, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდინფექცია, ან ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

20 სექტემბერი 2020, 13:26

რეგიონი

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, - ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 სექტემბერი 2020, 13:20

საზოგადოება

თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

დედაქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მონაწილეობდა.

სომხეთი

20 სექტემბერი 2020, 13:08

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. სომხური მედიის ცნობით, ქვეყანაში სულ 3,606 აქტიური შემთხვევაა, საერთო ჯამში კი 263,608 ტესტი ჩატარდა. მათ შორის გუშინ - 3,944.

20 სექტემბერი 2020, 12:48

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 5 360 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 948 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 948 795 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 369 778 ადამიანი დაინფიცირდა.

ქუთაისი

20 სექტემბერი 2020, 12:33

რეგიონი

ქუთაისში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები სავაჭრო ცენტრს უკავშირდება

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ოქროს ბირჟასთან“ დაკავშირებული, ინფიცირებულთა ჯგუფი გაიზარდა. „სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” ტერიტორიაზე განთავსებულ ამ სივრცეში დასაქმებული 5 ადამიანი კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში შეიყვანეს.

20 სექტემბერი 2020, 12:21

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,103,399-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 79 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19,418-ს აღწევს. ამასთან, 909,357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კახეთი

20 სექტემბერი 2020, 12:07

რეგიონი

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს

კორონავირუსით ინფიცირენული ერთი პაციენტი თელავის კლინიკაში პნევმონიის დიანოზით მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას და წყაროს დადგენას ცდილობენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გაშლილია საველე სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი უტარდებათ.

20 სექტემბერი 2020, 12:01

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,966 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,966 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 175,678-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,557-მდე გაიზარდა, ხოლო 77,512 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.