imedi /  26 თებერვალი 2020, 00:10 / სანდო წყარო

საფრანგეთში ყველის 257 სახეობისგან შემდგარი პიცა დაამზადეს

პიცა რეკორდი

საფრანგეთში ლიონში ყველის 257 სახეობისგან შემდგარი პიცა დაამზადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

30 სანტიმეტრის დიამეტრის პიცაზე ყველის 257 სახეობა მოთავსდა. უახლოეს პერიოდში ამ ფაქტს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანენ.

პიცა ადგილობრივმა პიცაიოლომ ბენუა ბრუელმა მოამზადა. თავდაპირველად, ის ყველის 254 სახეობის გამოყენებას აპირებდა, თუმცა მზადების პროცესში ყველის კიდევ სამი სახეობა დაამატა.

„ცხადია, რომ დიდ, 80-სანტიმეტრიან პიცაზე ყველის უამრავი სახეობის მოთავსება შეიძლება, ამიტომაც რეკორდისთვის პიცის დიამეტრი 30 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს“, - განაცხადა მან.

წინა რეკორდი 2019 წელს მელბურნში დაფიქსირდა. მაშინ ერთ-ერთი ადგილობრივი რესტორნის მზარეულმა ჯონი დი ფრანჩესკომ 30-სანტიმეტრიან პიცაზე ყველის 154 სახეობა მოათავსა.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 17:21

COVID19

პარიზში დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალა

პარიზის პრეფექტურამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა. კერძოდ, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალება. პარიზის მერიაში ასევე აღნიშნეს, მოსახლეობას ორ მილიონამდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს დაურიგებენ.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:19

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პური არ უნდა გაძვირდეს

„ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 17:11

რეგიონი

მაშველებმა ცაგერში, წყალში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პოლონეთი სეიმი

07 აპრილი 2020, 17:08

მსოფლიო

პოლონეთის სეიმმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემას დაუჭირა მხარი

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციურად, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:07

COVID19

ლევან დავითაშვილი: თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ს სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას

აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ს სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ამ სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აპრილი 2020, 16:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახლში მკურნალობა პაციენტის ბედის ანაბარა დატოვებას არ ნიშნავს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულის სახლის პირობებში მკურნალობა განმარტა. მისივე თქმით, სახლში მკურნალობა არ ნიშნავს პაცინეტის ბინაზე დატოვებას და ოჯახის წევრებთან ყოფნას.

ნინო გუგუშვილი

07 აპრილი 2020, 16:54

COVID19

ნინო გუგუშვილი: ოჯახი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული სტუმრად იმყოფებოდა, თვითიზოლაციაშია

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

07 აპრილი 2020, 16:51

COVID19

იტალიაში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის ექიმთა ასოციაციაში განაცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:48

COVID19

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით 10 ახალშობილი დაინფიცირდა

რუმინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტიმიშოარას საავადმყოფოში 10 ახალშობილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ნელუ ტერატუს თქმით, ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედეცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ. მისივე თქმით, ახალშობილების დედებს ანალიზები აუღეს, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 16:46

სამართალი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაშია შესაძლებელი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30-დღიანი ვადა. ამასთან ერთად, გასაჩივრება ამ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:39

COVID19

პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი მოყვანილი ყვავილების თაიგულები ექიმებს გაუგზავნეს

N12 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი გამოყვანილი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგულები ახალ კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს გაუგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მედიკოსებს, პატიმრების მიერ გაკეთებული თაიგულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

07 აპრილი 2020, 16:37

COVID19

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე კორონავირუსით ინფიცირებულ სტიქაროსანზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს შემთხვევა არის ოჯახის დაუდევრობა არც ეკლესიის ბრალია და არც სასულიერო პირის. „ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის,“ - აცხადებს მამა სერაფიმე.

07 აპრილი 2020, 16:34

COVID19

NYT: „პლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას

„თუ ჰიდროქსიქლორინი აპრობირებული სამკურნალო საშუალება გახდება, გაიზრდება რამდენიმე ისეთი ფარმაცეტული კომპანიის მოგება, რომელთა მეწილეებსა და ხელმძღვანელ პირებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი. თავად ტრამპს აქვს მცირე პირადი ფინანსური ინტერესი ფრანგულ კომპანია Sanofi-ში, რომელიც პრეპარატ „პლაქვენილს“ (ჰიდროქსიქლორინის საწარმო დასახელება) აწარმოებს“, - წერს გამოცემა.

თალიბანი

07 აპრილი 2020, 16:33

მსოფლიო

„თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა

„სამწუხაროდ, პატიმრების გათავისუფლება სხვადასხვა მიზეზებით ჭიანურდება. შესაბამისად, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ხვალიდან ამ უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“, - დაწერა „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა Twitter-ზე.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აპრილი 2020, 16:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირებულთა რაოდენობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ეტაპზე პროცესი მართვადია

„არის პატარა მწვერვალები, როდესაც ჩვენ გვაქვს დღეში დაინფიცირებული და იდენტიფიცირებული პაციენტების რაოდენობა - 14,18,11, მაგრამ ასევე გვაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არავინ ფიქსირდება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი ჯერ კიდევ მართულია. თუმცა სიფხიზლე და მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად უფრო გაუმჯობესება - ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რადგან ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გაუარესდეს და ჩვენ პროცესის დინამიკაში მართვა შევძლოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 16:26

COVID19

გიორგი გახარია: გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს ოჯახსა და გმირ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.

მაიკლ გოუვი

07 აპრილი 2020, 16:23

COVID19

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი იზოლაციაშია

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი იზოლაციაში. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. როგორც გოუვი განმარტავს, ის თავს კარგად გრძნობს და არანაირი სიმპტომები არა აქვს. „წესების თანახმად, მე იზოლაციაში ვარ. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ“- წერს ჩინოსანი.

ჯანმო

07 აპრილი 2020, 16:22

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევი გაუქმება იგივეა, რაც ავად იყო, საწოლიდან წამოდგე და სირბილი დაიწყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, შესაძლო რისკების შსწავლის გათვალისწინებით. ამის შსახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.

07 აპრილი 2020, 16:19

COVID19

გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები StopCov ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები სოლიდარობის აქციას უერთდებიან და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. საქართველოს პროკურატურა ასევე გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებიან.

დავით ზალკალიანი

07 აპრილი 2020, 16:11

COVID19

დავით ზალკალიანი: უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან

„ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ ევროკავშირის მიმართ იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც გაცხადდა სულ ცოტა ხნის წინ და ბუნებრივია, საუბარი იყო ასევე არსებულ შესაძლებლობებზე, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და ასევე უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ COVID 19-ს. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში.