IMEDI /  26 მარტი 2020, 00:38 / სანდო წყარო

კარანტინისას პატრონის მუდმივად სახლში ყოფნით ბედნიერმა ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო

ტაქსას ჯიშის ძაღლმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო პატრონის სახლში მუდმივად ყოფნით, ქიცინისგან კუდი იღრძო.

როგორც მისი პატრონი, ბრიტანელი ემა სმიტი Twitter-ზე წერს, ძაღლი იმდენად ბედნიერი იყო კარანტინის გამო ოჯახის ყველა წევრის სახლში ყოფნით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩერებლად აქიცინა კუდი, თუმცა ამის შემდეგ კუდის ქიცინი შეწყვიტა.

პატრონმა ტაქსა ვეტერინართან წაიყვანა, სადაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 11:03

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 მაისი 2021, 11:02

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

14 მაისი 2021, 10:55

ეკონომიკა

ნინო თანდილაშვილი ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ და სავაჭრო ატაშეს გუილერმო კესლერს შეხვდა

შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ქვეყნებს შორის წარმატებული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე გაამახვილა.

14 მაისი 2021, 10:52

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 138 პირი დააჯარიმა.

14 მაისი 2021, 10:44

თავდაცვა

JTEC დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს

პროგრამა მიზნად ისახავს დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების განმავლობაში მსმენელები იმ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მომავალში დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოადგებათ.

14 მაისი 2021, 10:42

COVID19

უკრაინაში კორონავვირუსის 7,562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,562 ადამიანს დაუდასტურდა, 287 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 2,143,448 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 47,620 პაციენტი ემსხვერპლა, 1,832,601 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

14 მაისი 2021, 10:41

რეგიონი

გურიის რეგიონში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებს: ჩოხატაური-ბახმაროს გზის 24.5 კმ-იან მონაკვეთს, ჩოხატაური-ზომლეთის გზის 10.3 კმ-იან მონაკვეთს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზის 2.8 კმ-იან მონაკვეთს და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 25.6 კმ-იან მონაკვეთს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე დაგეგმილია: გზის საფუძვლის განახლება და გაუმჯობესება, ახალი ხელოვნური ნაგებობების (წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და სხვა) მოწყობა, ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა.

14 მაისი 2021, 10:38

COVID19

როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზა - ამირან გამყრელიძის განმარტება

„ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რომელიც ქვეყანაში მესამე კვარტალში, რამდენიმე ეტაპად უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14 მაისი 2021, 10:36

საზოგადოება

ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - აცხადებენ კომპანიაში.

14 მაისი 2021, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1864 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

14 მაისი 2021, 10:30

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 24 თვის ვადაში ჩაიბარებს.

14 მაისი 2021, 10:20

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 11,336 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,336 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 190 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,577,040 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,848 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

14 მაისი 2021, 10:17

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 343,144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID-19-მა 4,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 24 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მედიის ცნობით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 343,144 შემთხვევა დაფიქსირდა. ინდოეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. სულ გარდაცვლილია 262,317 ათასი ადამიანი.

14 მაისი 2021, 10:10

რეგიონი

ბათუმში 2 გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე 2 გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, კაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

14 მაისი 2021, 10:05

COVID19

მანდატურის სამსახურის უფროსი „სინოფარმით“ აიცრა

„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებებით - ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.

14 მაისი 2021, 09:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

14 მაისი 2021, 09:47

თავდაცვა

Trojan Footprint-ის წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით

წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.

14 მაისი 2021, 09:38

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

14 მაისი 2021, 09:23

კულტურა

თეა წულუკიანი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 09:10

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი დღეს გურიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას გახსნის.