imedi /  27 მაისი 2020, 00:50 / სანდო წყარო

ქალი, რომელიც უნაყოფობაზე მკურნალობდა, იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ იფსვიჩის მკვიდრი, რომელიც თითქმის 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა, კორონავირუსის გამო დაწესებულ იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

29 წლის შენონ სტილს 15 წლის ასაკში საკვერცხის პოლიკისტოზი დაუდგინეს, რაც ხშირად უნაყოფობას იწვევს. შენონისა და მისი 35 წლის ქმრის, მეტიუს მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, ქალი ვერ ფეხმძიმდებოდა.

მარტში, როდესაც ქვეყანაში თვითიზოლაცია გამოცხადდა, შენონმა გაიგო, რომ ფეხმძიმედაა, შემდეგ ექიმმა წყვილს შეატყობინა, რომ ისინი სამ ტყუპს ელოდებიან.

„საავადმყოფოში ვიზიტების გარდა, სახლიდან საერთოდ არ გავდივარ. სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო მეგობრებსა და ნათესავებს ვერ ვხვდები, რათა ეს ნანატრი პერიოდი მათთან ერთად გავატარო“, - აცხადებს შენონ სტილი.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2020, 13:48

სამართალი

მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე შენგელია

11 ივლისი 2020, 13:27

სპორტი

თორნიკე შენგელია: ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე“, - წერს შენგელია.

დავით ზალკალიანი

11 ივლისი 2020, 13:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით წალკალიანი ევროკომისიის ანგარიშს.

ილონ მასკი

11 ივლისი 2020, 13:23

ეკონომიკა

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში უორენ ბაფეტს გადაასწრო

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა 70,5 მილიარდი დოლარით უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. 10 ივლისს მასკის ქონება 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 11%-ით გაძვირდა.

11 ივლისი 2020, 13:08

მსოფლიო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ. ვიდეო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას LadBible ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს 5 კოალა, რომლებიც მშობლირ ადგილს დაუბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ველური ბუნების 22 პროცენტი ხშირი ხანძრების შედეგად განადგურდა. ამდენი ხნის შემდეგ 5 კოალას, სახელად: ჯედის, იელოუს, სკალის, ბილისა და გულუს ძალიან გაუმართლათ და კეთილი ადამიანების დახმარებით ისინი მშობლიურ ადგილს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაუბრუნდნენ. მოსაზრების თანახმად, განუწყვეტლივმა ხანძრებმა ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 800 მილიონი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინდოეთი ნიღაბი

11 ივლისი 2020, 13:06

ტაბლოიდი

ინდოეთში ბრილიანტებით მორთული დამცავი ნიღბების გაყიდვა დაიწყო

როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელმა, დიპაკ ჩოკსიმ უამბო, ნიღბების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარანტინის მოხსნის შემდეგ მაღაზიაში მივიდა კაცი, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მას ამ დღის აღსანიშნავად თავისთვის და საცოლისთვის „უნიკალური“ პირბადეების დამზადება უნდოდა.

პაატა იმნაძე

11 ივლისი 2020, 13:03

COVID19

პაატა იმნაძე: მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა, - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სოფო გორგოძე

11 ივლისი 2020, 12:59

საზოგადოება

სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა. მისი განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად გამოცდების პირველმა კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დღეს სრულდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

სირია ჰუმანიტარული დახმარება

11 ივლისი 2020, 12:43

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მოსახლეობისთვის თვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ინიციატივით გერმანია და ბელგია გამოდიოდნენ. მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც თურქეთის საზღვრის გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება.

11 ივლისი 2020, 12:32

მსოფლიო

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა. 1995 წლის 11 ივლისის მოვლენები, იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებად მიიჩნევა.

კორონავირუსი რუსეთი

11 ივლისი 2020, 12:27

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 6 611 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 720 547-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 188 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 205-ს აღწევს. ამასთან, 497 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯეკ ჩარლტონი

11 ივლისი 2020, 12:22

სპორტი

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ჯეკ ჩარლტონი გარდაიცვალა

ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ტურნირი მოიგო. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ის წარმატებული მწვრთნელი იყო. ჩარლტონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი იყო.

11 ივლისი 2020, 12:18

რეგიონი

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველები უნივერსიტეტში გუშინ იმყოფებოდნენ. ფაქტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაწილი ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ქუთაისის უნივერსიტეტში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ამ დღეებში არავინ დაუკავებიათ.

კორონავირუსი აშშ

11 ივლისი 2020, 12:06

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს კიდევ 774 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 134 097-მდე გაიზარდა.

11 ივლისი 2020, 12:04

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი ამოქმედდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ფუნცქიონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს.

11 ივლისი 2020, 12:01

სპორტი

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ ჟერარ პიკე არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ, ჟერარ პიკე საჯაროდ გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Dario AS ავრცელებს. ლა ლიგის 35-ე ტურში „ესპანიოლთან“ სათამაშოდ პიკე „კამპ ნოუს“ სტადიონზე ველოსიპედით მივიდა, რაც კარასკოს თქმით ტრავმის მიღების ალბათობას ზრდის და ასეთი საქციელით 33 წლის ცენტრალური მცველი არამხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს, არამედ სეზონის გადამწყვეტ მომენტში გუნდსაც აღალატებს.

შემოსავლების სამსახური

11 ივლისი 2020, 11:55

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

ჰასკი გიურზა

11 ივლისი 2020, 11:54

საზოგადოება

2 წლის ლაქი, რომელმაც 5 წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ფოტო+ვიდეო

გმირი ძაღლი, რომელმაც ხუთი წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ძაღლმა ტაბახმელაში, ერთ-ერთ ეზოში, 2 წლის ლაქიმ საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი შენიშნა და ყეფა დაიწყო. არსებობდა საშიშროება, რომ ქვეწარმავალს ბავშვი დაეკბინა, თუმცა მისი გადარჩენა ძაღლმა შეძლო.

11 ივლისი 2020, 11:50

ეკონომიკა

სახელმწიფოს მხარდაჭერით წნორში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა. საწარმოში თვეში 80 ტონამდე შინაური ცხოველების და თევზების საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება.

პრინცესა დიანა

11 ივლისი 2020, 11:38

ტაბლოიდი

მედია: პრინცესა დიანამ ორსულობის დროს თავის მოკვლა სცადა

პრინცესა დიანამ თავის მოკვლა სცადა, როდესაც პრინც უილიამზე იყო ორსულად, თუმცა დროული ჩარევის შედეგად ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა New Idea წერს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დიანას საიდუმლო დღიურშია ნათქვამი, რომელიც New Idea-ს რედაქციამ მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, დღიურში ჩანაწერების გაკეთება პრინცესა დიანას ფსიქოთერაპევტმა დეპრესიის დასაძლევად ურჩია, ვინაიდან დიანას ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.