IMEDI /  13 დეკემბერი 2020, 00:12 / სანდო წყარო

Gucci-მ ახალი სათვალე გამოუშვა

მოდის სახლმა Gucci-მ ახალ სათვალე გამოუშვა, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია. ამის შესახებ The Sun წერს. სათვალის ფასი 470 გირვანქა სტერლინგია.

მომხმარებლებმა ახალი აქსესუარის შესახებ კომენტარები Twitter-ზე დატოვეს: „უკაცრავად ქალბატონო, თვენი სათვალე ამოტრიალებულია“, „Gucci რატომ აკეთებთ ამას?“, „დიზაინერები მოწყენილობისგან გაგიჟდნენ“...

გამოცემა წერს, რომ სათვალის დიზაინი მოდის სახლს ბილიარდის მოთამაშე დენის ტეილორმა შთააგონა. ის ცნობილი იყო თავისი დიდი სათვალით, რომელიც ერთი შეხედვით ამოტრიალებულს ჰგავდა. სპორტსმენს ის თამაშის დროს დამიზნებაში ეხმარებოდა

2020 წლის ოქტომბერში Gucci-მ ქალის დახეული წინდები გამოუშვა, რის გამოც მომხმარებლის კრიტიკა დაიმსახურა.

ყველა სიახლე

ვახტანგ ჩოჩია

13 ნოემბერი 2024, 09:05

არჩევნები 2024

ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიციას საპარლამენტო მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით

„ოპოზიცია კვლავ აგრძელებს სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივის გასაჯაროებას. ისინი მანიპულაციურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განაცხადეს, რომ ჩახსნიან სიებს ცესკოდან, რაც შეუძლებელია, ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მათ [საპარლამენტო] მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით“, - აღნიშნა ჩოჩიამ.

რუსტემ უმეროვი

13 ნოემბერი 2024, 09:00

მსოფლიო

უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს „რამშტაინის“ ფორმატი შენარჩუნდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელსაც „რამშატაინის“ ფორმატს უწოდებენ, შენარჩუნებული იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უმეროვის თქმით, ცოტა ხნის წინ მას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რა დროს „რამშტაინის“ ფორმატის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. „ჩვენ გვსურს, რომ ის გაგრძელდეს. ჩვენ მასთან [ოსტინთან] განვიხილავდით ამ საკითხს. ჩვენ მათ მივმართეთ, რათა ეს საკითხი [აშშ-ის] ახალ თავდაცვის მდივანთან განიხილონ. მეც გავუგზავნი მას წერილს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა უმეროვმა.

13 ნოემბერი 2024, 09:00

მსოფლიო

რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს

რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძლებმა იერიშები მიიტანეს კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიჰივისა და პოლტოვის მიმართულებით.

13 ნოემბერი 2024, 08:58

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

13 ნოემბერი 2024, 08:54

მსოფლიო

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე 22 წლის ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჯეკ ტეიშეირა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში გასული წლის 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების აიტი სპეციალისტად მუშაობდა.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2024, 08:51

მსოფლიო

ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს

უკვე ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს. თავდაცვის მდივნის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი აირჩია. მას სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, მსახურობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში.

13 ნოემბერი 2024, 08:49

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტს თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა უმასპინძლა

შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფა იქნება, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ბოროტ განზრახვებს ვერ შეასრულებს“.

13 ნოემბერი 2024, 08:45

საზოგადოება

მეტეხის ხიდზე დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

13 ნოემბერი 2024, 08:42

სპორტი

თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოვიდა

ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა. კერძოდ კი დაათვალიერებენ ყოფილი „ავაზის“ ტერიტორიაზე დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას, რომელზეც ფეხბურთის ფედერაცია ფიფას თანადაფინანსებით მუშაობს.

ბადრი ჯაფარიძე

13 ნოემბერი 2024, 08:38

არჩევნები 2024

ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს

ცნობისთვის, პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც. პროკურორები კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერცერთმა დაკითხულმა პირმა მტკიცებულებები ჯერ ვერ წარმოადგინა.

ავთანდილ კუნჭულია

13 ნოემბერი 2024, 08:32

არჩევნები 2024

ავთანდილ კუნჭულია: არ შეიძლება პარტიული სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა

„ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - პირველი არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ შესაძლოა არ იცის ქართული კანონმდებლობა, ვერ ერკვევიან მასში, ან მეორე შემთხვევაა - ისინი ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“, - აღნიშნა კუნჭულიამ.

ლევან მახაშვილი

13 ნოემბერი 2024, 08:19

არჩევნები 2024

ლევან მახაშვილი: ყოველდღე, რასაც ვხედავთ, გასული ორი კვირის განმავლობაში, არის ოპოზიციის პოპულისტური განცხადებები, სინამდვილეში სიების ჩახსნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ, პოპულისტური განცხადებებია და მეტი არაფერი.

ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი 2024, 08:04

პოლიტიკა

დღეს ლიდერთა სამიტზე ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

13 ნოემბერი 2024, 02:11

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ვადამდელი არჩევნების 23 თებერვალს ჩატარების გეგმა რეალისტურია

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა ვადამდელი არჩევნების თარიღი, რომელზეც გერმანიის მთავარი პარტიები შეთანხმდნენ და აღნიშნა, რომ არჩევნების 23 თებერვალს ჩატარების გეგმა რეალისტურია.

ბორის ჯონსონი დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2024, 01:35

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა დაუშვა, თუ დონალდ ტრამპი კიევისთვის დახმარების გაწევას შეწყვეტს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა დაუშვა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევისთვის დახმარების გაწევას შეწყვეტს.

The Beatles

13 ნოემბერი 2024, 01:01

კულტურა

ჯუფი „ბითლზი“ გრემიზე 1997 წლის შემდეგ პირველად არის ნომინირებული

ბრიტანული ჯუფი „ბითლზი“ გრემიზე 1997 წლის შემდეგ პირველად არის ნომინირებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

13 ნოემბერი 2024, 00:38

მსოფლიო

The Economist: უკრაინაში არჩევნები 2025 წელს შეიძლება ჩატარდეს

უკრაინაში არჩევნები 2025 წელს შეიძლება ჩატარდეს, ხოლო ყველაზე ადრეული თარიღი 25 მაისია, - წერს გამოცემა The Economist-ი.

მაიკ უოლცი

13 ნოემბერი 2024, 00:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კონგრესმენი მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესმენი მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა.

მაიკ ჰაკაბი

13 ნოემბერი 2024, 00:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მაიკ ჰაკაბი ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, მაიკ ჰაკაბი ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.

თამთა მეგრელიშვილი

13 ნოემბერი 2024, 00:06

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპაში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც ოთხი არჩევნები ერთი და იმავე პარტიამ მოიგო

რადიკალური ლიბერალური ოპოზიცია აპელირებს, რომ „ცივილიზებული" სამყაროს დემოკრატიებში არ შეიძლება ერთი პარტია ზედიზედ ოთხჯერ ინარჩუნებდეს მმართველ პოზიციას, რაც, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.