imedi /  15 დეკემბერი 2020, 20:06 / სანდო წყარო

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Spotify-ზე პოდკასტს წაიყვანენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სტრიმინგ-სერვისზე პოდკასტს შექმნიან. ამის შესახებ CNBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მრავალწლიანი კონტრაქტი Spotify-მ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის კომპანიასთან Archewell Audio გააფორმა. ისინი პოდკასტის პროდიუსერების და წამყვანები იქნებიან.

დღეს კომპანიის ვებგვერდზე პოდკასტის ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც ჰერცოგი და ჰერცოგინია მათ მაყურებლებს მათი ანგარიშის გამოწერისკენ მოუწოდებენ.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2025, 18:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არცერთ სახალხო დამცველს არ უწარმოებია არჩევნების დაკვირვება, როგორც სადამკვირვებლო მისიას და არ შეუქმნია შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნები გაყალბდა ან არ გაყალბდა

„არჩევნების წინა პერიოდში, 100-ზე მეტ შემთხვევაზე გავაკეთეთ რეაგირება, სადაც ადგილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაულის ფაქტს. მაგალითად: ვიღაცის მანქანა დააზიანეს, ვიღაცას ბანერის გაკვრის საშუალება არ ეძლეოდა, ვიღაც ჩამოუხიეს და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა რეაგირება და ყველა ასეთ შემთხვევაზე ვატარებდით ბრიფინგებს ან შესაბამის საგამოძიებოს, რომ გამოეძიებინათ“.

16 იანვარი 2025, 18:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქ. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლევან იოსელიანი

16 იანვარი 2025, 18:37

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: კანონის თანაბრად დაცვა ყველას მიმართ არის ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი გამოსავალი და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ პროცესს წაადგება

კითხვაზე, როდესაც ქვეყანაში პიკზეა პოლიტიკური დაძაბულობა და ყოველდღიურად ხდება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც, რაში ხედავს სიტუაციიდან გამოსავალს სახალხო დამცველი, იოსელიანმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ სამყაროში, ასეთი ვითარების დროს გამოსავალს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა წარმოადგენს. იოსელიანის განმარტებით, აღნიშნული ყველას მიმართ თანაბარ მოპყრობას გულისხმობს.

ლევან იოსელიანი

16 იანვარი 2025, 18:36

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ წვდომა საგამოძიებო მასალებზე და თუ ასეთი დაშვება გვექნება, მაშინ ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესი

თქვენ გახსოვთ შარშანდელი აპრილის აქციები, როდესაც ასევე მოხდა ჟურნალისტებზე ძალადობა. ამ პროცესებში დაზარალდნენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკოსები ჩვენ გვახსოვს ნაცემი პოლიტიკოსებიც. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ვთხოვე, რომ გამონაკლისის წესით მოეცათ დაშვების უფლება ამ საქმეებზე, რომელსაც ის იძიებდა კონკრეტულად ამ აქციის პერიოდში დაშავებული ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

16 იანვარი 2025, 18:36

მსოფლიო

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღოს

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

16 იანვარი 2025, 18:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს საშუალება ევროპელ მაღალჩინოსნებს კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს საშუალება ევროპელ მაღალჩინოსნებს კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

16 იანვარი 2025, 18:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას, ყველა ნაბიჯს იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ და ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ ბათუმშიც

მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას, ყველა ნაბიჯს იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ და ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ ბათუმშიც, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გახარია-სამხარაძის ინციდენტზე.

16 იანვარი 2025, 18:19

მსოფლიო

აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია: ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ჩვენი ქვეყნის სირცხვილად იქცნენ საერთაშორისო არენაზე

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ჩვენი ქვეყნის სირცხვილად იქცნენ საერთაშორისო არენაზე, - წერს აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სოციალურ ქსელში.

16 იანვარი 2025, 18:14

საზოგადოება

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.

დავით მათიკაშვილი

16 იანვარი 2025, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უნდათ, რომ ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამ ფორმით სურთ, რომ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ნება-სურვილი მოისროლონ სანაგვეზე. მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ნებისმიერი გზით და მეთოდით

ყველაფერი დევს ხელისგულზე. იმდენად აშკარაა ფაქტების, რომელიც გამოძიების წიაღშია, ალბათ ზედმეტი კითხვა ობიექტურ შემფასებელს არ უნდა გაუჩნდეს თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შემფასებლებზე და არა რადიკალ ოპოზიციაზე, ვისი დღის წესრიგიც არის დაცლილი ყოველგვარი საფუძვლიანი, არგუმენტირებული მსჯელობისგან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2025, 17:53

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კომისიის შექმნაზე: ფაქტები სახეზეა და ზედაპირზე დევს. ფაქტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო დაშვებული

ფაქტები სახეზეა და ზედაპირზე დევს. ფაქტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო დაშვებული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

16 იანვარი 2025, 17:50

მსოფლიო

Bloomberg: პუტინი ტრამპს მოსთხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების დროს მოსთხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

16 იანვარი 2025, 17:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ჯეიჰუნ ბაირამოვს: კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური

კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

16 იანვარი 2025, 17:27

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის ფონდები 2024 წელს ახალი მასალით გამდიდრდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს 2024 წლის განმავლობაში 57 079 საქმეში გაერთიანებული წერილობითი მასალა, 161 კინოდოკუმენტი, 2 080 ფოტოსურათი, 573 აუდიოჩანაწერი, 113 წიგნი, პერიოდული გამოცემების 377 ნომერი.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

16 იანვარი 2025, 17:19

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებული შედეგები, ახალი მთავრობა და მისი მინისტრად დანიშვნა. ვუსურვებ წარმატებებს მის სამომავლო საქმიანობაში

„ჩვენს ურთიერთობებს 35-წლიანი თარიღი აქვს და ეს ურთიერთობა ტრადიციების, სახელმწიფოებრიობის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. გვქონდა რთული პერიოდები, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით. თუ გადავხედავთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას, ყოველთის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა. ბუნებრივია, რომ ჩვენ დღეს ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

16 იანვარი 2025, 17:18

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ჰუმანიტარული საკითხები აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

16 იანვარი 2025, 16:59

ტაბლოიდი

კერი ბრედშოუს სახლს სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“ ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ

კერი ბრედშოუს სახლს სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“ ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ.

გურამ მაჭარაშვილი

16 იანვარი 2025, 16:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ თუ ჯერ კიდევ შეუძლია არსებობა, ეს მხოლოდ მათი პატრონების მეშვეობით ხდება, რადგან ისინი კვებავენ უცხოეთიდან

„ქვეყანა დაისვენებს „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გაუქმებით,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

16 იანვარი 2025, 16:28

მსოფლიო

ზელენსკი: ხანგრძლივი ომი არცერთი მხარის სასიკეთოდ არ მუშაობს

ზელენსკი: ხანგრძლივი ომი არცერთი მხარის სასიკეთოდ არ მუშაობს.

გურამ მაჭარაშვილი

16 იანვარი 2025, 16:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გახარიას, პირველ რიგში დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.