imedi /  04 მაისი 2021, 01:14 / სანდო წყარო

ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიან ქორწინებას ასრულებენ

მელინდა გეითსი ბილ გეითსი

მელინდა გეითსი
ბილ გეითსი

27-წლიანი ქორწინების შემდეგ, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა გეითსი ერთმანეთს შორდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსები ავრცელებენ.

ერთობლივ განცხადებაში წყვილი აღნიშნავს, რომ დიდი ფიქრისა და ურთიერთობებზე მუშაობის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღეს ქორწინება დაასრულონ.

„ჩვენს ფონდში ერთად მუშაობას განვაგრძობთ, თუმცა მივიჩნევთ, რომ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე ვეღარ განვვითარდებით, როგორც წყვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების ფინანსური მხარე არ გასაჯაროებულა.

ყველა სიახლე

06 მაისი 2021, 19:56

რეგიონი

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის მორიგი სხდომა ამბროლაურში გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ქალაქ ამბროლაურში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

06 მაისი 2021, 19:40

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სამინისტრომ 11 000 ლარის თაიგულები და გვირგვინები შეიძინა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 19:39

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული. უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და ორგანიზებულად მივყვებით გეგმას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

06 მაისი 2021, 19:18

საზოგადოება

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის მიერ ერთობლივი პრინტ კონკურსი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი, საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 19:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე თბილისის მოქმედი მერია და ოთხი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო

კახა კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ დაიწყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

06 მაისი 2021, 18:53

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს

ევროკავშირი მზად არის, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

06 მაისი 2021, 18:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავდამცავი გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ვაშაძე

06 მაისი 2021, 18:28

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

06 მაისი 2021, 18:26

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა.

06 მაისი 2021, 18:25

კულტურა

„თიბისი“ კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს.ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 18:23

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვფიქრობ, კახი ხალაძე უალტერნატივო იქნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ

ვფიქრობ, კახი ხალაძე იქნება უალტერნატივო, თუმცა როდესაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გეცნობებათ, - ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი მათ მიმართ საზოგადოების სიმპათია და მხარდაჭერა იქნება.

06 მაისი 2021, 18:18

რეგიონი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანში ინფო-ტური გამართა

ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Gitoa, საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ GTA, საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე 57%-იან ზღვარს ვერაფრით გადალახავს

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით მათიკაშვილი

06 მაისი 2021, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

პრეზიდენტს თავისი დისკრეცია აქვს, თუმცა საფუძველი იმის, რომ ამ კანონს რამე სახით ვეტოს დადება დაემუქროს, რეალურად არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

06 მაისი 2021, 17:51

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მოხდა არსებული ხნულის განახლება. სუს-ის ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ლევან ვასაძე

06 მაისი 2021, 17:42

პოლიტიკა

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ აფუძნებს

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა და როგორც ბიზნესმენი ამბობს, მომავალში საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიადაც ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2021, 17:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სჯობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ, პარლამენტის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა

იმ საკითხზე, რაზეც ახლა ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, არ მობრძანდნენ განხილვაზე საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სურს, გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მოძებნოს.

გიორგი ვაშაძე

06 მაისი 2021, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: 9 წლის განმავლობაში 7-ჯერ წაგებული არჩევნებია ზე მტკიცებულება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მარცხის ფორმულაა

9 წლის განმავლობაში 7-ჯერ წაგებული არჩევნები არის ამის ზე მტკიცებულება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, იგი მზადაა, ამბიციები გვერდზე გადადოს და მესამე ცენტრს შტაბის უფროსად დაუდგეს.

კობა ნაყოფია

06 მაისი 2021, 17:32

პოლიტიკა

ნიკა მელიას ციხეში დეპუტატები ხვდებიან

საპატიმროში უკვე იმყოფებოდა კობა ნაყოფია, ამ წუთებში კი, მელიას ხათუნა სამნიძე ხვდება. სავარაუდოდ, საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის გირაოა,რომელზეც მელია ვერ ჩამოყალიბდა და პოზიცია რამდენჯერმე უკვე შეცვალა.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თითქოს, ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს ერთგვარი სპეკულაციაა, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციის მხრიდან

თითქოს, ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მათ მიერ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.