www.imedi.ge /  13 ოქტომბერი 2021, 15:35 / სანდო წყარო

ბრიტანეთში ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით წმინდა მაიკლის ეკლესიას სახელი შეუცვალეს და წმინდა მაიკის ეკლესია დაარქვეს

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბორნმუტში, წმინდა მაიკლის ეკლესიას სახელი გადაარქვეს და წმინდა მაიკის ეკლესია დაარქვეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცვლილების მიზანი ეკლესიაში ახალგაზრდა მრევლის მოზიდვაა. ეკლესია 1875 წლიდან არის მოქმედი, თუმცა დროთა განმავლობაში შენობა დაზიანდა, ამიტომ მრევლი უპირატესობას სხვა ტაძრებს ანიჭებს. ამ მომენტისთვის, ეკლესიის მრევლის რაოდენობა 20 ადამიანს არ აღემატება.

ცოტა ხნის წინ ეკლესიაში რემონტი ჩატარდა, ახლა კი ხელმძღვანელობამ მისი განახლებაც გადაწყვიტა. სახელის შეცვლის გარდა, ტაძარში ყავახანაც გაიხსნება.

„ჩვენი ხედვით, წმინდა მაიკის ეკლესია ადგილობრივებისთვის სინათლისა და იმედის შუქურად უნდა იქცეს. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდების მოზიდვა, რათა მათ იესო ახლებურად შეიცნონ“, - განაცხადა მოძღვარმა სარა იეტმანმა.

ყველა სიახლე

ნინო ფოჩხუა

26 მარტი 2023, 13:24

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: კონსერვატიული პარტია ნორვეგიის პარლამენტის ყველაზე მსხვილო ოპოზიციური პარტიაა, იგი არის „EPP“ წევრი. გამოდის, რომ „EPP“-ში შემავალმა ერთმა პარტიამ ჯილდო მეორეს მისცა

კონსერვატიული პარტია ნორვეგიის პარლამენტის ყველაზე მსხვილო ოპოზიციური პარტიაა. იგი არის „EPP“ წევრი, ანუ დიდი ხანია ნაცებს ეხუტებიან. გამოდის რომ „EPP“-ში შემავალმა ერთმა პარტიამ ჯილდო მეორეს მისცა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე.

ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია

26 მარტი 2023, 13:12

სპორტი

როგორ წარმოთქვამს ვიქტორ ოსიმენი ქართველი თანაგუნდელის გვარს. ვიდეო

„ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ნიგერიაში იმყოფება და აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ამ დროს, ოსიმენს ადგილობრივმა ჟურნალისტმა შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვა:

მარიკა ბაკურაძე

26 მარტი 2023, 12:55

პოლიტიკა

მარიკა ბაკურაძე: გამომცემლობებმა - „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ სამსახურიდან გამათავისუფლეს - დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი

ამბავი ასეთია - დღეიდან გამომცემლობა "ინტელექტი" და "არტანუჯში" აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს. ზუსტად ასე, მოკლედ და სწრაფად, როგორც ამ ტექსტს ვკითხულობთ ახლა, - ამის შესახებ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.

გრეტა წიწავა

26 მარტი 2023, 12:33

პოლიტიკა

გრეტა წიწავა: გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო და ეს ადამიანი, თურმე, დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“

დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო - ისტორიები, რომელსაც ნაცმოძრაობის წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება.

26 მარტი 2023, 12:24

საზოგადოება

წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები - წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი.

გია აბაშიძე

26 მარტი 2023, 12:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნორვეგიელმა მემარჯვენეებმა სამარცხვინოდ დააიგნორეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი ვერდიქტი ჯალათი სააკაშვილის რეჟიმზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ნორვეგიელმა მემარჯვენეებმა სამარცხვინოდ დააიგნორეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი ვერდიქტი. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეს ნობელის პრემია კი არაა, არამედ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის დამფუძნებლის, ნობელიანტი სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემიაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის.

გია გაბრიჭიძე

26 მარტი 2023, 11:56

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: დღეს, წალენჯიხაში ხაზარაძის მიერ „აშენებულ“ „იუვენტუსის“ აკადემიას საზეიმოდ გახსნის ალესანდრო დელ პიერო! მოიკითხეთ ვინმემ, რაა ბედი ეწია იმ ქვას, 6 თვეა რომ დააგორებენ?

ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და “ნაციონალურო მოძრაობის” განცხადებას იხსენებს, რომლის მიხედვითაც წალენჯიხაში „იუვენტუსის ბავშვთა აკადემია“ უნდა გახსნილიყო და წერს, “რაა ბედი ეწია იმ ქვას, 6 თვეა რომ დააგორებენ?”

შაკო კუჭაშვილი

26 მარტი 2023, 11:48

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე: ეს არის შეტევა დემოკრატიაზე და სიტყვა „დემოკრატიის“ გაუფასურება, მსოფლიო გაგიჟდა და ფაშიზმს დემოკრატიას ეძახის

კუჭაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი, რომელიც ბიზნესმენის ცემაში, გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისთვის, პასუხსიგებაშია მიცემული, აძლევენ ჯილდოს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის დარგში, ეს არის შეტევა დემოკრატიაზე.

26 მარტი 2023, 11:40

საზოგადოება

POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოჰკითხეს

ტელეკომპანია “პოსტივის” ჟურნალისტი ნათია ბერიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოჰკითხეს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.

26 მარტი 2023, 11:23

მსოფლიო

პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.„ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

ვლადიმერ პუტინი

26 მარტი 2023, 11:22

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავიც პირველი ივლისისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსში ბირთვული შეიარაღების განთავსება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას არ დაარღვევს.

ილია მეორე

26 მარტი 2023, 11:10

საზოგადოება

ილია II-მ უკრაინაში რუსეთს დაქვემდებარებული ეკლესიის თაობაზე მსოფლიო პატრიარქს მისწერა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს. წერილში ილია მეორე ბართლომე პირველს თხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას, ხელი შეუწყოს.საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩორის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა.

26 მარტი 2023, 11:05

რეგიონი

რუსთავში, ახალ შიდასაუბნო სივრცეში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავში, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, გამწვანების აქცია კიდევ ერთ ახალ შიდასაუბნო სივრცეში გაიმართა. ახალ დასასვენებელ და რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში ჩეხოვის ქუჩაზე მოეწყო, რუსთავის მერიამ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დარგა.

ლევან ნიკოლეიშვილი

26 მარტი 2023, 11:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელი ჯალათი ასეთ პატივში იყოს?

„ნორვეგიაში სააკაშვილის ოჯახისათვის ჯილდო გადაუციათ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც ჯილდოს დასახელებას და არც იმას, თუ რა "დამსახურებისთვის" ჩაიბარა ეს ჯილდო დედა გიულიმ. საქმე გვაქვს სააკაშვილის პატრონების მხრიდან მისი გათეთრების მცდელობასთან. აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ეს ტაკიმასხარაობა, ეს სისულელე? როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე და ადამიანების და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელი ჯალათი ასეთ პატივში იყოს?“ - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

26 მარტი 2023, 10:59

რეგიონი

წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

26 მარტი 2023, 10:26

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მარტი 2023, 09:21

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა

„კიდევ ერთმა კვირამ განვლო თავდაცვის რეჟიმში. კიდევ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა... ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ მის შურისძიების მოტივებთან ერთად ყოველმხრივ დამარცხდეს. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკურად, საერთაშორისო ურთიერთობებში, თავის მცდელობებში, რომ ისტორიული ჭეშმარიტება იმპერიული მითებით ჩაანაცვლოს. კრემლს წაგებული აქვს ჩვენი ხალხის სულიერად დამორჩილების მცდელობაში. ახალი აგრესიისა და კრიზისისგან საიმედო გარანტია სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

26 მარტი 2023, 08:33

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შუშას რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კონტაქტის ხაზს არღვევენ

„2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტის დარღვევით შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი გადაკვეთა, 2 054,0 ნიშნულის სიმაღლე დაიკავა (სარიბაბას მთისგან 2.9 კმ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოსტის საინჟინრო მოწყობა დაიწყო”, - წერია განცხადებაში.

მეუფე შიო

26 მარტი 2023, 08:00

პოლიტიკა

მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით - ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ერი

ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

26 მარტი 2023, 00:49

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.