imedi /  15 აგვისტო 2017, 20:37 / სანდო წყარო

კატა, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს, 6 წლის გახდა

შუპეტი

გერმანელი დიზაინერის კარლ ლაგერფილდის კატა 6 წლის გახდა. სოცქსელების ვარსკვლავ შეუპეტს აქსესუარების საკუთარი ხაზი და წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს.
 

 

#TBT to before adulting was hard. 😺 @vmagazine with @laetitiacasta shot by Daddy @karllagerfeld

A post shared by Choupette Lagerfeld (@choupettesdiary) on


შუპეტის შესახებ ცნობილი 2012 წლის 16 იანვარს გახდა. ამ დღეს, პალენტის ყველაზე კრეატიულმა კატამ პირველი Twitt-ი გამოქვეყნა. ამის შემდეგ, ლაგერფილდმა ის Facebook-ზე და Instagram-ზე დაარეგისტრირა. 
 

Happy #FathersDay Daddy @karllagerfeld. Thank you for bringing me into the (fashion) world. 😘

A post shared by Choupette Lagerfeld (@choupettesdiary) on


ამ ხნის განმავლობაში, შუპეტმა შექმნა აქსესუარების რამდენიმე კოლექცია, მონაწილეობა მიიღო სარეკლამო კამპანიაში ლიტიცია კასტასთან ერთად და თავის თავზე დაწერილი წიგნის გმირიც გახდა. სოცქსელებში მას უკვე 150 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და როგორც ლაგერფილდი ამბობს წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს.
 

 

#TFW the long weekend is over. 😿 #comeback #longing

A post shared by Choupette Lagerfeld (@choupettesdiary) on


კატას ორი მოხელე ჰყავს, თავის პატრონთან ერთად მუდმივად მოგზაურობს და საუკეთესო სასტუმროებში ცხოვრობს; ესწრება ყველა მოდის ჩვენებას, სადაც კი ლაგერფილდია; თითქმის ყოველდღე სოცქსელებში იარონიულ და კრიტიკულ სტატუსებს წერს მოდის ინდუსტრიაზე; და არამხოლოდ თავისი პატრონის, არამედ ამ უკანასკნელის ნიჭის თაყვანისმცემლების შთაგონების წყაროცაა.

კომენტარები ()