imedi /  17 აგვისტო 2017, 18:12 / სანდო წყარო

შეყვარებული ჩინელი 5 ათასამდე ადამიანს ვერმიშელით გაუმასპინძლდა

ჩინელი ბიზნესმენი, რომელსაც დაკარგული ნიშნობის ბეჭედი დაუბრუნეს, ხუთი ათასს ადამიანს გაუმასპინძლდა. ამის შესახებ გამოცემა The South China Morning Post-ი წერს.

ბიზნესმენი ქალაქ ჩუნცინში ჩავიდა, რათა შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა. ქალისთვის მან ალმასის სამკარატიანი ბეჭედი 300 ათასს იუანად (დაახლოებით 10,796 ლარი) იყიდა, მაგრამ ჩანთა, რომელშიც საჩუქარი ჰქონდა, ერთ-ერთ კაფეში დარჩა. 

კაფის ერთ-ერთმა სტუმარმა ჩანთა იპოვა და მენეჯერს გადასცა, რომელმაც ნივთი პატრონს დაუბრუნა. მეორე დღეს, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ჩუნცინის მოსახლეობის სიკეთე, მას ოცნების ასრულებაში დაეხმარა და ამიტომ მათთვის ხუთი ათასი პორცია ვერმიშელი იყიდა. 

ქალი, ბიზნესმენზე დაქორწინებას დათანხმდა. 

კომენტარები ()