imedi /  06 სექტემბერი 2017, 17:48 / სანდო წყარო

საფრანგეთში 7 წლის ბიჭი მშობლების უყურადღებობის გამო პოლიციაში აღმოჩნდა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში 7 წლის ბიჭმა საღამო პოლიციის განყოფილებაში გაატარა, რადგან მისი მშობლები მოულოდნელად აფრიკაში დასასვენებლად გაემგზავრნენ. ამის შესახებ La Depeche წერს. 

გამოცემის ცნობით, სკოლის დაწყების პირველივე დღეს დედამ ბიჭი სკოლაში მიიყვანა, თვითონ კი ტუნისში გაემგზავრა. მისი თქმით, ბავშვი სკოლიდან მამას უნდა გამოეყვანა, რომელთან ქალი განქორწინებულია. 

თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვის მამაც ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში იმყოფებოდა. მასწავლებელი, მას შემდეგ რა მშობლებს ვერ დაუკავშირდა, იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. 

საბოლოოდ, ბიჭი განყოფილებიდან ნათესავებმა წაიყვანეს.

კომენტარები ()