imedi /  09 სექტემბერი 2017, 14:08 / სანდო წყარო

მალაიზიელმა მაშველებმა ნიანგი ქალაქში დაიჭირეს

მალაიზიის ქალაქ ლიმბანგში ნიანგი ერთ-ერთი ადგილობრივის მაღაზიასთან მიხოხდა. ქვეწარმავლის დაჭერის ოპერაციაში მეხანძრე-მაშველები ჩაერთვნენ, რომლებსაც ნიანგის დაკავება ძალიან გაუჭირდათ.

სოციალურ ქსელში ნიანგის დაჭერის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ იგერიებს ქვეწარმავალი მაშველების მიერ დაგებულ ხაფაგს. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ნიანგის დაჭერას ერთი საათი დასჭირდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეწარმავალი ქალაქში იპოვეს.

კომენტარები ()