imedi /  09 სექტემბერი 2017, 20:28 / სანდო წყარო

საფრანგეთის ეკლესიაში უცნობებმა ნაკურთხი წყალი ალკოჰოლით ჩაანაცვლეს

საფრანგეთის ქალაქ შატო-შალონში, უცნობმა პრანკერებმა ეკლესიის ემბაზში ნაკურთხი წყლის ნაცლად კონიაკი ჩაასხეს. ამის შესახებ გამოცემა AFP ადგილობრივ ტურისტულ ცენტრზე დაყრდნობით წერს. 

ინციდენტი აგვისტოს ბოლოს მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ დღეს გახდა. ეკლესიის დათვალიერების დროს, ტურისტებს ალკოჰოლის სუნი ეცათ და ადგილობრივ გიდს ჰკითხეს, არის თუ არა ეს ფრანგული ტრადიცია. 

გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ რამდენიმე დღით ადრე, ეკლესიის ემბაზიდან უცნობებმა ლიტრი კონიაკი დალიეს. ეკლესიაში წირვები არ ტარდება, ამიტომ ამის შესახებ გვიან გაიგეს. 

"მე პირადად გამეცინა. მგონია, რომ ვინც ეს გააკეთა, კარგი იუმორის გრძნობა აქვს", - აღნიშნა შატო-შალონის მერმა კრისტიან ვუილემ, თუმცა ასეთი დადებითი შეფასება ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას არ გაუკეთებია. 

კომენტარები ()