imedi /  10 სექტემბერი 2017, 13:49 / სანდო წყარო

რუსეთში კატებისთვის კაფე გახსნეს

რუსეთის ქალაქ კალინინგრადში კატებისთვის პირველი კაფე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.

კატების კაფეში 7 კატა ცხოვრობს, რომლებიც მანამდე ცხოველთა თავშესაფრების ბინადარნი იყვნენ. კაფეში მისულ სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან ჩაი ან ყავა და შეარჩიონ მათთვის სასრუველი კატა, რომელსაც სახლში წაიყვანენ და მოუვლიან.

მსოფლიოში პირველი კატა-კაფე ტაივანში 1998 წელს გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც კატები ისეთ პირობებში ცხოვრობენ, როგორიც სახლში შეიძლებოდა ჰქონოდათ. მათთვის მოწყობილია გართობის სხვადასხვა საშუალებები და მათთან სტუმრობა ყველა ადამიანს შეუძლია. კატებს წინასწარ ვეტერინარები ამოწმებენ, საჭიროების შემთხვევაში ცრიან და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებიან კატა-კაფეებში.

დაწესებულების მთავარი ფუნქცია ისაა, რომ ადამიანებს შუძლიათ აარჩიონ კატა, რომელიც მოსწონთ და კურატორთან ინტერვიუს შემდეგ, სახლში წაიყვანონ.

კატა-კაფეები უკვე არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ინდოეთი, იაპონია, კანადა, აშშ-ის რამდენიმე შტატი და ა.შ.

კომენტარები ()