imedi /  11 სექტემბერი 2017, 01:36 / სანდო წყარო

ქსელში BBC-ის დაბნეული წამყვანის ვიდეო გავრცელდა

BBC-ის წამყვანი პირდაპირ ეთერში კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ტომ დონკინმა საინფორმაციო გამოშვების დაწყების შემდეგ ის კამერა ვერ "იპოვა", რომლის საშუალებითაც მაყურებლებისთვის უნდა მიემართა. 

ამის გამო ჟურნალისტი რამდენიმე წამის განმავლობაში სტუდიაში დარბოდა. საბოლოოდ დონკინმა "მიზანი" აღმოაჩინა და მაყურებლებს მიესალმა. კურიოზული ფრაგმენტი Youtube-ზე გავრცელდა.

კომენტარები ()