imedi /  11 სექტემბერი 2017, 17:12 / სანდო წყარო

„მის ამერიკას“ ერთ-ერთ მონაწილეს დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირის თაობაზე კითხვა დაუსვეს

სილამაზის კონკურს „მის ამერიკა“-ს ერთ-ერთ მონაწილეს დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირის თაობაზე კითხვა დაუსვეს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. 

კონკურსის ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის კითხვებს უსვამენ. მედიის ცნობით, ამ კონკურსზე კითხვები პოლიტიზირებული იყო. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მისურის შტატიდან კონკურსანტს ჯენიფერ დევისს ჰკითხა: არის თუ არა დამნაშავე ტრამპი რუსეთთან წინასაარჩევნო გარიგებაში? 

„მე ახლა ვიტყოდი, რომ არა, რადგან ამ ეტაპისთვის საკმარისი ინფორმაცია ამ ბრალდების დასადასტურებლად არ არის“, - უპასუხა კონკურსანტმა ჟიურის წევრს. 

დევისმა კონკურსი ვერ მოიგო. „მის ამერიკას“ გამარვებული ჩრდილოეთ დაკოტის შტატის წარმომადგენელი 23 წლის კარა მინდიო გახდა. მას ჟიურიმ პარიზის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხა.

კომენტარები ()