imedi /  11 სექტემბერი 2017, 17:42 / სანდო წყარო

რუსეთში მარადიულ ცეცხლზე სოსისი შეწვეს

რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში ახალგაზრდებმა მარადიულ ცეცხლზე სოსისები შეწვეს და ტანსაცმელი გააშრეს. ამის შესახებ გამოცემა "კომსომოლკა" წერს. 

"მიმდინარეობს გამოძიება. თუ დადგინდება, რაიმე დარღვევა მოხდა დამნაშავეები დაისჯებიან", - განაცხადეს ულიანოვსკის პოლიციაში. 

როგორც გამოცემა წერს, ფოტოები სოცქსელებში 10 სექტემბერს ღამით გავრცელდა. ფოტოზე ჩანს, რომ 3 ბიჭი მარადიულ ცეცხლთან ზის და ირგვლივ ტანსაცმლები უწყვიათ: "აქ მათ სოსისებიც შეწვეს", - წერს გამოცემა.

კომენტარები ()