imedi /  12 სექტემბერი 2017, 09:25 / სანდო წყარო

იაპონიაში სპეციალური ვაგონით ადამიანებთან ერთად უპატრონო კატებიც იმგზავრებენ

იაპონელმა აქტივისტებმა რკინიგზის თანამშრომლებთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამგზავრო ვაგონებში ადამიანებთან ერთად კატებსაც ემოგზაურათ. სამგზავრო რეისს „ფაფუკი რეისი“ უწოდეს, სადაც ვაგონებში კატები თავისუფლად გადაადგილდებიან. თითოელ მგზვარს შეუძლია ხელში აიყვანოს კატა, მოეფეროს და მისი თანმხლები აქტივისტისგან მოისმინოს უპატრონო კატების ისტორია. თითოელ რეისზე დაახლოებით ასეთი 30 კატა იმგზვარებს.

ამ პროექტის მთავარი იდეა არის მგზავრებს მიაწოდონ ინფორმაცია უპატრონოდ მიტოვებული კატების შესახებ.

იაპონიაში თავშესაფარში ჩაბარებული კატების რაოდენობა 2004 წლიდან საგრძნობლად არის შემცირებული. ცხოველთა უფლებადამცველების თქმით, უპატრონო კატების რიცხვი ბოლო წლების მანძილზე დაახლოებით, 70 პროცენტით არის შემცირებული.

კომენტარები ()