Imedi /  12 სექტემბერი 2017, 14:59 / სანდო წყარო

ჟან-კლოდ ვან დამის შვილი დააკავეს

ნიკოლას ვან ვარენბერგი

მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამის შვილი 21 წლის ნიკოლას ვან ვარენბერგი თანამცხოვრებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. 

ნიკოლასის მეზობლება გამოუძახეს პოლიციას, რადგან მან ლიფტის კარებზე ფეხის რტყმა დაიწყო. ადგილზე პოლიციელებმა აღმოაჩინეს სისხლის კვალი, რომელიც ნიკოლასის და მისი თანამცხოვრების ბინისკენ მიდიოდა. 

პოლიციელებმა მსახიობის შვილი დააკავეს. ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს ცივი იარაღი და მარიხუანა. მას მიზანმიმართული თავდასხმა და ნორკოტიკული ნივთიერების შენახვა ედება ბრალად. 

კომენტარები ()