Imedi /  12 სექტემბერი 2017, 18:02 / სანდო წყარო

ამერიკელმა სენატორმა შემთხვევით პორნოგრაფია დაალაიქა

ტეხასის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა Twitter-ზე დაალაიქა პოროგრაფიული სცენის ფრაგმენტი. პოსტი რამდენიმე წუთში წაიშალა, თუმცა გამოცემა Daily Mail-მა ეს მალევე შეამჩნია. მოგვიანებით, პოლიტიკოსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ ფრეიზერმა განაცხადა, რომ "ლაიქი" შემთხვევით გაჩნდა.

სოცქსელებში ინფორმაცია მალევე გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Sexuall Posts-ის ექაუნთმა, სადაც გამოვექნდა კიდევაც სექსუალური ხასიათის სურათი, განაახლა ინფორმაცია და დაწერა, რომ გვერდზე იდება ისეთი ჟანრის პოროგრაფიები, როგორიც ტედ კრუზს მოსწონს. 

ტეხასის შტატის სენატორი 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში, მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო პორნომსახიობმა ემი ლინდსეიმ. მისმა გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია, თუმცა ლინდსეიმ განაცხადა, რომ უბრალოდ "თავის საქმეს ასრულებდა". 

კომენტარები ()