imedi /  12 სექტემბერი 2017, 21:28 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი მეცხრე შვილიშვილის ბაბუა გახდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს მეცხრედ გახდა ბაბუა. ამის შესახებ მისი ვაჟი, ერიკ ტრამპი Twitter-ზე იუწყება.

“ლარა ტრამპი (ერიკ ტრამპის მეუღლე) და მე ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ ქვეყანას ჩვენი ვაჟი, ერიკ ლიუკ ტრამპი მოევლინა, რომელიც დაიბადა 8:50 სთ-ზე (16:50 სთ თბილისის დრო)“, - წერს ერიკ ტრამპი.

ერიკ ლიუკ ტრამპის დაბადებამდე დონალდ ტრამპს 8 შვილიშვილი ჰყავდა - 5 უმცროსი დონალდ ტრამპისგან, სამი კი ქალიშვილი ივანკა ტრამპისგან.

 

 

კომენტარები ()