imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:53 / სანდო წყარო

მოდელმა ქარიშხლისგან დაზარალებულთა დახმარება თამამი ფოტოებით გადაწყვიტა

კარა დელ ტორო

25 წლის მოდელმა კარა დელ ტორომ აშშ-ში ქარიშხლისგან დაზარალებულთა დახმარება თამამი ფოტოებით გადაწყვიტა.

მან Instagram-ზე ფოტო დადო, რომელზეც თეთრეული აცვია, პოსტს კი დააწერა: "გიგზავნით პოზიტიურ ფიქრებსა და დადებით ვიბრაციებს". 

ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა გაღიზიანება გამოიწვია.

„ირმას“ შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბერს გავრცელდა. 4 სექტემბერს კი ოფიციალურად განაცხადეს, რომ ის პუერტო რიკოს სანაპიროს უახლოვდებოდა.

ქარიშხლის გამო ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე" დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები ()