imedi /  09 ოქტომბერი 2017, 00:15 / სანდო წყარო

NBA-ს მოთამაშემ ქალი მდინარეში დახრჩობისგან იხსნა

ტაბო საფოლოშა

ტაბო საფოლოშა

NBA-ს კლუბის "იუტა ჯაზის" მოთამაშემ ტაბო საფოლოშამ ქალი მდინარეში დახრჩობისგან იხსნა. ამის შესახებ CBS Sports-ი იუწყება. 

ინციდენტი იუტას შტატში მოხდა. სპორტსმენი იქ ოჯახთან ერთად რაფტინგის ტურში იმყოფებოდა. ისინი ტივით გადაადგილდებოდნენ და მოულოდნელად იქვე ნავს დაეჯახნენ. შედეგად ნავში მჯდომი ქალი წყალში ჩავარდა, თუმცა საფოლოშომ მისი წყლიდან ამოყვანა შეძლო. 

თავად სპორტსმენი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა ქალის თქმით, საფოლოშომ ის დახრჩობისგან იხსნა. 

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,267 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,267 ადამიანს დაუდასტურდა, 32 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 140,959 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,309 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 116,066.

05 დეკემბერი 2020, 11:41

COVID19

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 12 127 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2020, 11:38

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 800,000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,825 ადამიანს დაუდასტურდა, 226 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 801,716 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 13,421 პაციენტი ემსხვერპლა, 412,533 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დიეგო მარადონა

05 დეკემბერი 2020, 11:23

სპორტი

ნეაპოლის სტადიონს მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა

იტალიის ქალაქ ნეაპოლის სტადიონს, სადაც საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ საშინაო მატჩებს ატარებს, დიეგო მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა. სან პაოლოს სტადიონისთვის სახელის გადარქმევის ინიციატორი ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაჯისტრისია. მის ინიციატივას ქალაქის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

COVID19

საქართველოში 1 116 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში ამ ეტაპზე 1 116 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

კარლ-ჰაინც გრასერი

05 დეკემბერი 2020, 11:17

მსოფლიო

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრს, კარლ-ჰაინც გრასერს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს. მას ბრალი გაფლანგვაში, ქრთამის აღებაში, მტკიცებულებების გაყალბებასა და ათასობით სახელწიფო ბინის გაყიდვაში ედებოდა.

05 დეკემბერი 2020, 11:13

COVID19

კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

ტესტირება

05 დეკემბერი 2020, 11:09

COVID19

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 095 ტესტი ჩატარდა

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

05 დეკემბერი 2020, 11:06

სამართალი

დღე-ღამეში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000-მდე ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 904 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 450 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 306-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 462 მოქალაქე.

ვაკო ყაზაიშვილი

05 დეკემბერი 2020, 10:56

სპორტი

ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსე“ დატოვა

ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბი „სან ხოსე“ დატოვა. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გულშემატკივარს თავად აცნობა და სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

05 დეკემბერი 2020, 10:50

სპორტი

2-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება

2-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება. კვირას, ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „გენტი“ სტუმრად „ოსტენდეს“ ხვდება და ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადშია.

05 დეკემბერი 2020, 10:47

COVID19

კახეთში კორონავირუსის 107 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 12 საათში, კახეთში, კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ასე გამოიყურება: ახმეტა-347, თელავი-1, 313, ყვარელი-393, ლაგოდეხი-665, გურჯაანი-1,041, სიღნაღი-296, დედოფლისწყარო-419 და საგარეჯო-534.

05 დეკემბერი 2020, 10:39

COVID19

იმერეთის რეგიონში კოვიდცენტრების რაოდენობა იზრდება

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იმერეთის რეგიონში კოვიდცენტრების რაოდენობა იზრდება. რეგიონში არსებულ 14 კოვიდცენტრს მიმდინარე კვირიდან კიდევ სამი დაემატება.

ბორჯღალოსნები

05 დეკემბერი 2020, 10:36

სპორტი

დღეს საქარველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ბოლო შეხვედრას გამართავს

დღეს საქარველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ბოლო შეხვედრას გამართავს. ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს მეშვიდე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან.

05 დეკემბერი 2020, 10:33

სამართალი

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 4 არასრულწლოვნის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე.