04 მარტი 2024, 15:12 / სანდო წყარო

ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟის წინასაქორწინო წვეულებაზე რიანამ იმღერა

რიანა სცენაზე დაბრუნდა. მან ბოლო 8 წელიწადში პირველად, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟის წინასაქორწინო წვეულებაზე იმღერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Billboard ავრცელებს

რამდენიმედღიანი ქორწილი ინდოეთში იმართება. ქორწილს დაახლოებით 1200 ადამიანი დაესწრება. სტუმრებს შორის არიან როგორც ბოლივუდის ვარსკვლავები, ასევე, რიანა, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ივანკა ტრამპი.

მიუხედავად იმისა, რომ რიანამ შარშან, „სუპერ ბოულის ჰალფთაიმ შოუზე“ და „ოსკარზე“ იმღერა, მას სრული საკონცერტო პროგრამა 2016 წლის მუსიკალური ტურნეს, „ანტი ვორლდ ტურის“ შემდეგ არ შეუსრულებია. ქორწილში მომღერალმა 19 სიმღერა შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიანას წარმოდგენაში 6 მლნ დოლარი გადაუხადეს.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

30 მაისი 2024, 02:28

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმირების შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმირების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 მაისი 2024, 02:11

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს აღარ შეუძლია მშვიდობის სამიტის ჩაშლა, თუმცა ამის მისაღწევად ბევრს მუშაობს

რუსეთს აღარ შეუძლია მშვიდობის სამიტის ჩაშლა, თუმცა ამის მისაღწევად ბევრს მუშაობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ოლენა ვისოცკა

30 მაისი 2024, 01:35

მსოფლიო

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე: 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს მაჩვენებელი იზრდება

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ოლენა ვისოცკამ განაცხადა, რომ 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს მაჩვენებელი იზრდება.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია დაემორჩილონ კანონს. საინტერესოა, დონორების რეაქცია რა იქნება, წააქეზებენ ისინი თუ არა, რომ მათმა ორგანიზაციებმა დაარღვიონ მასპინძელი ქვეყნის კანონები

გასაგებია, რომ მათი მხრიდან რაღაც განცხადებები არის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე არასამთავრობო ორგანიზიების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მასპინძელს უთხრას, რომ კი, დაარღვია, მაგრამ არ გამოუცხადოთ იმპიჩმენტი

ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მასპინძელს უთხრას, რომ კი, დაარღვია, მაგრამ არ გამოუცხადოთ იმპიჩმენტი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იდგა, მაშინაც შტურმი იყო და ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ კეთდებოდა სხვადასხვა განცხადება, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება არ მიეღოთ.

ბრაიან მასტი  ენტონი ბლინკენი

30 მაისი 2024, 00:32

მსოფლიო

კონგრესმენი ბრაიან მასტი ენტონი ბლინკენს: ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის ამერიკული ფული საზღვარგარეთ, მაგალითად ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გაიცა

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა გასულ კვირას მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა SIGAR-ის [სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის] ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ენჯეოებზე“: შეეძლოთ იქვე ეთქვათ, რომ არ დავრეგისტრირდებით, მაგრამ ჩვენივე ნებით ჩვენს ვებგვერდებზე ანგარიშებს გამოვაქვეყნებთ. თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას?

აიღონ რამე საერთაშორისო სტანდარტები გამოქვეყნების და გამოაქვეყნონ თვითონ, რატომ არ აკეთებენ? თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: კონსტიტუციას ის უბრალოდ არ აღიქვამს თავის კონსტიტუციად და მისთვის ფარატინა ქაღალდია

როგორც იტყვიან, აღარაფერი წმინდა აღარ არსებობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. კონსტიტუციას ის უბრალოდ არ აღიქვამს თავის კონსტიტუციად და ფარატინა ქაღალდია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს სტრასბურგსა და ბრიუსელში ხვდებიან იმ კაბინეტებში, რომელი კაბინეტებიდანაც იგივე ადამიანები ჩვენ მორალს გვიკითხავენ მართლმსაჯულებაზე. ეს ევროპელები ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან

გუშინ რომ ოპოზიცია პარლამენტში უცხოური გავლენის მხარეს დადგა, 20-30 წლის წინ ხომ იქნებოდა ეს აბსოლუტური სირცხვილი და ისინი იქნებოდნენ დასაცინები ყველას მხრიდან? ამის ნორმალიზება რომ მოახდინეს თავის ამომრჩევლებში და შექმნილიაგარკვეული ჯგუფი, რომელიც საქართველოს განიხილავს არა ცალკე მდგომად, არამედ რაღაცასთან მიმართებით. მათთვის საქართველო ცალკე უკვე ფასეულობა აღარაა. ქართულ დროშას რომ დაინახავენ, რაღაც უკმაყოფილება აქვთ. სხვა დროშები აინტერესებთ. ქართული მათთვის არაა საკმარისი და ეს არის პრობლემა. საქართველო მათთვის არ არის საკმარისი საფიცარი და ეძებენ სხვა საფიცრებს და ხატებს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი იქნება 26 ოქტომბერს. არჩევანი ექნებათ ომსა და მშვიდობას შორის. ეს ცხადზე ცხადია

რაც შეეხება არჩევანს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი იქნება 26 ოქტომბერს. ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ომსა და მშვიდობას შორის. ეს არჩევანი დღესდღეობით ცხადზე ცხადი არის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი ყველა გააცნობიერებს, რომ ქვეყნები არიან დამოუკიდებლები და ყველა ხალხის ინტერესი არის მნიშვნელოვანი, მაშინ იწყება სერიოზული საუბარი

თუკი ყველა გააცნობიერებს, რომ ქვეყნები არიან დამოუკიდებლები და ყველა ხალხის ინტერესი არის მნიშვნელოვანი, მაშინ იწყება სერიოზული საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 23:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რა რიტორიკასაც ვხედავთ, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა. 2012 წლამდე ასეთ ევროპაში ვცხოვრობდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ჩუმად იყო ევროკავშირი

რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა. ასეთი ევროპისკენ მივყავართ და ჩვენ ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ სხვათა შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 23:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს სანქციებით წლების განმავლობაში ელაპარაკებოდა რუსეთი და ცდილობდა, სანქციებით დაეყოლიებინა რაღაცებზე. არ მოქმედებდა ეს სანქციები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი დამოკიდებულება, თითის ქნევა ქართველი ხალხის მიმართ არ მოქმედებს

ქართველ ხალხს სანქციებით ელაპარაკებოდა რუსეთი წლების განმავლობაში და ცდილობდა, სანქციებით დაეყოლიებინა რაღაცებზე. არ მოქმედებდა ეს სანქციები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი დამოკიდებულება, თითის ქნევა ქართველი ხალხის მიმართ არ მოქმედებს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 23:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც

ან ხარ სახელმწიფო და შენს სახელმწიფოებრიობას პატივს სცემ ან ხარ დაქვემდებარებული ვასალი, ამაზეა საუბარი. როდესაც შენ ამბობ, რომ არ გაქვს უნარი თავად მიიღო გადაწყვეტილება, ეს ხომ მათი დევიზი და სლოგანია, რომ ცალ ფეხზე უნდა დადგე, თუკი ამას გეტყვიან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 23:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც მოქალაქეებს კვლავ გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს

კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ, ხელახლა გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე

29 მაისი 2024, 23:13

პოლიტიკა

ფონდ „ფეა თრიიზის" ბორდის წევრია ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი გააჩერა

ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.

ვიქტორ ჯაფარიძე

29 მაისი 2024, 23:03

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: ამბობენ, რომ 5 თუ 6 მილიარდი აქვთ ამერიკელებს ჩვენთან დახარჯული - ვსვამ შეკითხვას, ერთი ჯარისკაცის სიცოცხლეც კი ღირს 6 მილიარდი? ან რაიმე თანხით გაიზომება, იმ ვაჟკაცების სიცოცხლე, რომლებიც საერთაშორისო მისიებში დავკარგეთ?

ჩვენს დამფუძნებელს [ბიძინა ივანიშვილს] სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში დახარჯული და სად ამერიკის შეერთებული შტატები და სად ჩვენი ქვეყნის ერთი მოქალაქე?! ვის ეტოლებიან და ვის ეჯიბრებიან, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძე

29 მაისი 2024, 22:57

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე რადიკალებს: იცოდეთ, რომ ადეკვატური პასუხი დაგხვდებათ ყველგან, ყველა ფეხის ნაბიჯზე - პარლამენტის ყველა წევრი გაგცემთ ადეკვატურ პასუხს

ჯოტოს და მისნაირებს, სამხარაძეს, რომელიც გარბოდა და სირბილში ალბათ რეკორდს დაამყარებს მინდა ვუთხრა - იცოდეთ, რომ ადეკვატური პასუხი დაგხვდებათ ყველგან, ყველა ფეხის ნაბიჯზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" რეგიონულმა მდივანმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, "პოს ტვ"-ის ეთერში განაცხადა.

ჰერცი ჰალევი

29 მაისი 2024, 22:52

LIVE ისრაელი

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: რაფაჰში „ჰამასის“ ბატალიონების განადგურება ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული მისიაა

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ ბატალიონების განადგურება ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული მისიაა.

ვიქტორ ჯაფარიძე

29 მაისი 2024, 22:33

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: 60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა - ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?! აქციებზე ბევრი გულანთებული ახალგაზრდა დგას და მოვუწოდებ მათ - შვილებო, ასეთ პროვოკატორებთან არ დადგეთ

თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.