15 მაისი 2025, 12:29 / სანდო წყარო

27 დოლარად ნაყიდი „თავისუფლების დიდი ქარტიის“ ასლი ორიგინალი აღმოჩნდა

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ხელნაწერი, რომელსაც 80 წლის განმავლობაში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ ასლად მიიჩნევდნენ, დოკუმენტის ორიგინალი აღმოჩნდა.

BBC-ს ცნობით, ახლა მას მსოფლიოში „ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას დოკუმენტს“ უწოდებენ.

1946 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) იურიდიულმა ფაკულტეტმა „თავისუფლების დიდი ქარტიის“ „ასლი“ სულ რაღაც 27 დოლარად შეიძინა. დიდი ხნის განმავლობაში დოკუმენტი ბიბლიოთეკაში ინახებოდა, მისი ნამდვილი წარმომავლობა კი უცნობი იყო. შემდეგ მას ლონდონის სამეფო კოლეჯის შუა საუკუნეების ისტორიის პროფესორი დევიდ კარპენტერი გადააწყდა და მიხვდა, რომ ეს დოკუმენტის ძალიან იშვიათი, ორიგინალია, რომლის ფასიც დღეს მილიონობით დოლარს შეადგენს.

„ეს ფანტასტიკური აღმოჩენაა. გაოგნებული ვიყავი არა მხოლოდ იმით, რომ დოკუმენტის ორიგინალი აღმოვაჩინე, არამედ იმითაც, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში, როგორც ჩანს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ინახებოდა მათთან“, - განაცხადა კარპენტერმა.

კარპენტერმა და მისმა კოლეგებმა რამდენიმე ტესტი ჩაატარეს და დოკუმენტის ავთენტურობა დაადასტურეს.

„თავისუფლების დიდი ქარტია“ პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც ინგლისის მეფე ჯონმა 1215 წელს გამოსცა. ქარტიაში დადგენილია პრინციპი, რომ მეფე და მთავრობა კანონზე მაღლა არ დგანან. ეს დოკუმენტი საკვანძო ნაბიჯად ითვლება ადამიანის უფლებების განვითარებაში რეპრესიული მმართველების წინააღმდეგ და დიდი გავლენა იქონია მთელს მსოფლიოში კონსტიტუციების შემუშავებებზე.

სულ 1215-1399 წლებში დოკუმენტის 200 ორიგინალი ასლი შეიქმნა. დღეს მხოლოდ 25 მათგანია შემონახული. მეცნიერების თქმით, ჰარვარდში ნაპოვნი დოკუმენტი 1300 წელს, მეფე ედვარდ პირველის მმართველობის დროს დაიწერა.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 13:13

საზოგადოება

საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

15 ივნისი 2025, 13:10

საზოგადოება

კახეთის გზატკეცილზე, მეტრომშენის მიმდებარედ, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

თბილისის მერის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო.

15 ივნისი 2025, 13:09

მსოფლიო

კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა

14 ივნისს, უკრაინის დედაქალში, კიევში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 12:49

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი.

დევიდ ბექჰემი/გერი ოლდმანი

15 ივნისი 2025, 12:46

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემი და გერი ოლდმანი რაინდები გახდნენ

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად რამდენიმე ადამიანს რაინდის ტიტული მიენიჭა. მათ შორის არიან ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მსახიობი გერი ოლდმანი და ჯგუფ The Who-ს სოლისტი როჯერ დოლტრი.

15 ივნისი 2025, 12:25

კულტურა

Netflix-მა „კალმარის თამაშის“ ფინალური თრეილერი გამოუშვა🎬

Netflix სერიალ „კალმარის თამაშის“ მესამე, ფინალური სეზონის ბოლო თრეილერი გამოაქვეყნა. შოუს მთავარი გმირი სონ გი ჰუნი, იგივე მოთამაშე 456 აგრძელებს დაბრკოლებების გავლას, რათა სასიკვდილო თამაშს ბოლო მოუღოს.

15 ივნისი 2025, 11:52

საზოგადოება

პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ბეჟას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ მარია დი ფატიმა კარვალიოს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს და პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

15 ივნისი 2025, 11:52

მსოფლიო

ჩინეთმა ირანზე ისრაელის თავდასხმა კატეგორიულად დაგმო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანელ კოლეგა სეიედ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საუბრის დეტალებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 11:50

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია

უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

15 ივნისი 2025, 11:32

მსოფლიო

ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო

ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო მიზეზს იძიებს.

თორნიკე შენგელია

15 ივნისი 2025, 11:29

სპორტი

შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს

ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მელისა ხორტმანი/ჯონ ჰოფმანი

15 ივნისი 2025, 11:20

მსოფლიო

მინესოტაში უცნობმა კაცმა წარმომადგენელთა პალატის წევრი მოკლა და სენატორი დაჭრა

თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

15 ივნისი 2025, 11:16

მსოფლიო

ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა

ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა.

15 ივნისი 2025, 11:12

მსოფლიო

აშშ-ში არმიის იუბილე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

აღლუმში ექვსი ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. ღონისძიებას 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

15 ივნისი 2025, 11:00

მსოფლიო

Air India-ს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტდა

Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც ქალაქ აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობას დაეცა. ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ავიაკატასტროფას კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი 29 ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივნისი 2025, 10:49

მსოფლიო

ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი

ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

15 ივნისი 2025, 10:40

სპორტი

„პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ფრანგული კლუბი ესპანურ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისი 2025, 10:32

რეგიონი

ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

15 ივნისი 2025, 10:20

სპორტი

აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება⚽

აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

15 ივნისი 2025, 09:26

მსოფლიო

„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.