imedi /  06 დეკემბერი 2017, 20:40 / სანდო წყარო

პამელა ანდერსონმა პუტინთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა

პამელა ანდერსონი

ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა HighSnobiety-სთან ინტერვიუში კრემლში ვიზიტებსა და ვლადიმერ პუტინთან ნაცნობობაზე ისაუბრა. 

მსახიობის თქმით, რუსეთის ხელისუფლებასთან ის ეკოლოგიის საკითხებზე საუბრობდა და გარემოს დაცვის პრობლემების გადაწყვეტაში ლიდერი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა. 

"მე კრემლში დეკემბერში ვიყავი და ისინი ისეთი "სასაცილოები" არიან". ისინი ყოველთვის მეუბნებიან: პამელა, ყველაზე საინტერესო შემდეგისთვის დავიტოვოთ. ჩვენ ხო არ ვიცით, სინამდვილეში რაზე გსურს საუბარი"- განაცხადა ანდერსონმა.

კითხვაზე, შეხვედრია თუ არა ის ვლადიმერ პუტინს, მსახიობმა უპასუხა, რომ კი. მისივე თქმით, კრემლში ვიზიტები ძალიან ეფექტური იყო.

კომენტარები ()

არქივი

13 დეკემბერი 2017, 02:33

საქართველო

ჟენევის მოლპარაკების პირველ შეხვედრას ქართული მხარე პოზიტიურად აფასებს

ჟენევის მოლპარაკების პირველ შეხვედრას ქართული მხარე პოზიტიურად აფასებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ინფორმაციით, პირველი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ორმხრივ ფორმატში გაიმართა.

13 დეკემბერი 2017, 01:50

მსოფლიო

მანჰეტენის ტერორისტმა ტრამპი ტერაქტის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

აკაიდ ულაჰმა, რომელმაც მანჰეტენზე ავტობუსის სადგურზე ტერაქტი მოაწყო, თავდასხმამდე Facebook-ზე აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს მიმართვა გამოუქვეყნა. “ტრამპ, შენ ვერ შეძელი შენი ქვეყნის დაცვა“, - წერდა ულაჰი. მიმართვა ფედერალურმა პროკურატურამ საქმეში მტკიცებულებად ჩადო, როცა მას ბრალი წაუყენა.

13 დეკემბერი 2017, 01:17

ეკონომიკა

დღეს პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტს მესამე მოსმენით განიხილავს

დღეს პარლამენტი კორექტირებული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ბოლო მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს. ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს.

13 დეკემბერი 2017, 01:15

საქართველო

კახა კალაძე და მისი მოადგილეები დღეს ბიზნესმენებს შეხვდებიან

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან ერთად, ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. აუდიენცია დედაქალაქის მერსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის სასტუმრო რედისონში შედგება.

13 დეკემბერი 2017, 01:09

მსოფლიო

ლუცენკო: თუ სააკაშვილი უკრაინას ნებაყოფლობით არ დატოვებს, მისი ექსტრადიცია მოხდება

„სააკაშვილს აქვს შანსი ნებაყოფლობითი დეპორტაციით დაბრუნდეს საქართველოში, ან მის მიმართ გატარდება უკრაინის კანონით გათვალისწინებული ზომები. მეორე ვარიანტად განიხილება მისი გაძევება ექსტრადიციის გზით“- განაცახდა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

13 დეკემბერი 2017, 01:08

საქართველო

გაგარინის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

გაგარინის მოედანზე მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება და ერთი კვირის განმავლობაში მას სრულად დაშლიან. ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

13 დეკემბერი 2017, 01:00

საქართველო

ოპოზიცია თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

დეპუტატები განმარტავენ, რომ ხელისუფლებამ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა და პრიორიტეტები არასწორად გადაანაწილა. ხვალ დედაქალაქის მთავარ სათათბიროში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

13 დეკემბერი 2017, 00:53

მსოფლიო

ბრაზილიაში პოლიციელმა სტუდენტი “ბანდიტური მუსიკის“ მოსმენის გამო მოკლა

პოლიციელი, სახელად აგიარ და სილვა არასამუშაო დროს ბარში შევიდა, სადაც 21 წლის სტუდენტი ჰეისა ანდრადე ისვენებდა, რომელმაც Funk carioca-ს ჟანრში მუსიკის ჩართვა მოითხოვა. პოლიციელმა მუსიკის გამორთვა მოითხოვა, მაგრამ მას ყურადღება არავინ მიაქცია. ამის გამო ის გაბრაზდა, იარაღი ამოიღო და გოგოს დაემუქრა.

13 დეკემბერი 2017, 00:50

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა პარტიების დაფინანსებაზე ანგარიშს წარადგენს

“ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში“- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ამ თემაზე დღეს ახალ ანაგარიშს წარადგენს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევა 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს მოიცავს.

13 დეკემბერი 2017, 00:39

ეკონომიკა

მერია მომავალ წელს 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 2017 წელსვე სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში 20 მილიონ ლარზე მეტს შეიტანენ, რათა ახალი მატარებლების შეძენა, არსებული ვაგონების მოდერნიზაცია და ახალი შემადგენლობების დამატება მოხერხდეს.

13 დეკემბერი 2017, 00:30

ძალოვნები

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ოთხი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

13 დეკემბერი 2017, 00:10

კულტურა

ჯოან როულინგი ღირსების ორდენის კავალერი გახდა

"ჰარი პოტერის" შემქმნელი, ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი ღირსების ორდენის კავალერი გახდა. ჯილდო მას პირადად დიდი ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა გადასცა. "მე ამას დიდ პატივად მივიჩნევ და ამაყი ვარ ამ ორდენით"- განაცხადა მწერალმა.

13 დეკემბერი 2017, 00:04

მსოფლიო

რუსეთში სოფელი მოსახლეობასთან ერთად გაიყიდა

რუსეთში ტვერის ოლქში მდებარე სოფელ დანილოვსკოეთი პოლიცია დაინტერესდა. საცხორებელი სახლები, რომლებიც ადგილობრივ კოლმეურნეობას ეკუთვნოდა, შემდეგ კი მემკვიდრეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა, მასში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად გაიყიდა.

12 დეკემბერი 2017, 23:50

მსოფლიო

რასისტული ჟესტის გამო კოლუმბიელი ფეხბურთელი 5 მატჩს გამოტოვებს

ედვინ კარდონა კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მომდევნო ხუთი მატჩის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი კარდონას რასისტული ჟესტი გახდა, რომელიც სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ გამოავლინა.

12 დეკემბერი 2017, 23:38

მსოფლიო

მოსკოვში ამაღამ ყინულის წვიმას ელოდებიან

მოსკოვის საგზაო მოძრაობის ცენტრი მოსახლეობას რუსეთის დედაქალაქში, 13 დეკემბრის ღამით მოსალოდნელი ყინულის წვიმის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრი სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

12 დეკემბერი 2017, 23:19

მსოფლიო

ჯანი ბუკიკიო ვენეციის კომისიის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს

ევროკომისიის პლენარულ სხდომაზე კომისიის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი ორი წლის ვადით აირჩიეს. სხდომის გადაწყვეტილებით კომისიას ისევ ჯანი ბუკიკიო უხელმძვანელებს, რომელიც 2009 წლის შემდეგ უკვე ოთხჯერ აირჩიეს პრეზიდენტად.

12 დეკემბერი 2017, 23:13

მსოფლიო

უფლებადამცველები ევროკავშირს ლიბიელი მიგრანტების წამებასთან კავშირში ადანაშაულებენ

ევროპული სახელმწიფოების მთავრობები ლიბიელი მიგრანტებისა და ლტოლვილების სასტიკ მოპყრობასთან არიან დაკავშირებულები. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ლიბიის ხელისუფლებას, რომლებიც კონტრაბანდისტებს და დანაშაულებრივ დაჯგუფებებს მფარველობენ.

12 დეკემბერი 2017, 22:58

საქართველო

ლევან ვასაძემ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც დემოგრაფიულ პრობლემებზე ლაპარაკობს და სტატისტიკა მოჰყავს, რომლის წყაროს არ ასახელებს.

12 დეკემბერი 2017, 22:47

ძალოვნები

პაატა ბურჭულაძის საქართველოში ჩამოსვლის თარიღი სახელდება

პაატა ბურჭულაძე საქართველოში 8 იანვარს ჩამოვა და სასამართლოში მისცემს ჩვენებას იმ შემთხვევაში, თუ მანამდე გამომძიებელი სასამართლოში მოაგვარებს პროცედურებს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს

12 დეკემბერი 2017, 22:32

ძალოვნები

დადიანის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

დადიანის 261 ნომერში "საქართველოს ბანკი" დააყაჩეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 1 ადამიანი დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. გუშინ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი გლდანშიც დაყაჩაღეს. თვითმხილველების განცხადებით, ერთმა პირმა, რომელიც ბანკში შეიჭრა, თანხის წაღება მოახერხა.