imedi /  26 აპრილი 2018, 23:49 / სანდო წყარო

ავიაკომპანია WOW Air-მა მოგზაურებისთვის ვაკანსია გამოაცხადა

ისლანდიურმა ავიაკომპანია WOW Air-მა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მოგზაურებისთვის საოცნებო 2 ვაკანსია გამოაცხადა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საცხოვრებლად ქალაქ რეიკიავიკში გადასვლაა, სადაც ავიაკომპანიის შტაბბინა მდებარეობს.

ახალი თანამშრომლები ქალაქის ცენტრში იცხოვრებენ, ისარგებლებენ ავტომობილის მომსახურებით და ზაფხულის განმავლობაში ანაზღაურების სახით 9500 ევროს მიიღებენ, რაც ყველა მათ სამოგზაურო ხარჯებს დაფარავს.

კანდიდატების შერჩევა ვიდეორგოლებით მოხდება, რომელიც მათ თავიან მშობლიურ ქალაქში უნდა ჩაწერონ. ვიდეორგოლების გაგზავნა 14 მაისამდეა შესაძლებელი.

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2021, 23:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 277 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 23:45

COVID19

საფრანგეთში ახალი კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

პრეპარატის ტესტირება ე.წ. Polycor-ის სტანდარტით ტარდება. ექსპერიმენტში, რომელშიც ნანტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან ერთად 40-მდე კლინიკა იქნება ჩართული, ჯამში 400-მდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისათვის პროექტში 21 კლინიკის 67 პაციენტი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2021, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

24 თებერვალი 2021, 23:33

ეკონომიკა

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით პრაღაში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 თებერვალი 2021, 23:07

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება.

24 თებერვალი 2021, 22:42

რეგიონი

რა გრაფიკით იმოძრავებენ მიკროავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით

მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 თებერვალი 2021, 22:12

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სრულად აპრილისთვის გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა სრულად აპრილისთვის გაიხსნება.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

24 თებერვალი 2021, 22:06

პოლიტიკა

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები სავარაუდოდ მარტში გაგრძელდება

არაფორმალური მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ​imedinews-ს განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 21:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში დამტკიცდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღის წესრიგი.

24 თებერვალი 2021, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 326 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 326 531 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 384 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 72 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:28

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 389 ადამიანი გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2021, 21:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 318 ადამიანი გარდაიცვალა.

კახაბერ ქემოკლიძე

24 თებერვალი 2021, 21:18

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ში წერს. კახაბერ ქემოკლიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და წარმატებას უსურვებს ირაკლი ღარიბაშვილს.

24 თებერვალი 2021, 21:17

პოლიტიკა

ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებები ლიეტუვის სეიმის ხელმძღვანელობის სხდომაზე განიხილეს

უკვე გაიმართა ლიეტუვის სეიმის ხელმძღვანელობის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სხდომაზე პავილიონისის ვიზიტთან და განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთდა კომენტარები ვიცე-სპიკერების მხრიდან. ისინი შეთანხმდნენ, რომ პავილიონისმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ თავისი ანგარიში, წერილობით, ან სიტყვიერად მაინც წარადგინოს. იმისთვის რომ გაირკვეს რეალურად რა მოხდა საქართველოში და რა მიზანი ჰქონდა პავილიონისის განცხადებებს, რომელსაც საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

24 თებერვალი 2021, 21:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გარდაიცვალა.

ასტა სკაისგირიტე

24 თებერვალი 2021, 21:13

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებაზე: შეუძლებელია შუამავლობა, თუ ცხადად მხარს უჭერ ერთ მხარეს

აუცილებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ, როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან, - ლიეტივის პრეზიდენტის მრჩეველმა ასტა სკაისგირიტემ „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 21:11

საზოგადოება

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საულიუს სკვერნელისი

24 თებერვალი 2021, 21:01

პოლიტიკა

საულიუს სკვერნელისი: თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად

„აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან. თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად, რადგან შეუძლებელია შუამავლობა, თუ მხარს უჭერ ერთ მხარეს“, - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

ვალდას ადამკუსი

24 თებერვალი 2021, 20:55

პოლიტიკა

ვალდას ადამკუსი: განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან

მიმდინარე მოვლენებზე კომენტირება საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა განაცხადა , რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.