imedi /  21 აგვისტო 2018, 23:18 / სანდო წყარო

ამერიკელმა 93 წლის დედას სიურპრიზად „დაპატიმრება“ მოუწყო

93 წლის ქალი ხშირად ტელეგადაცემა „პოლიციელებს“ უყურებდა. მან ერთხელ შვილს უთხრა, რომ აინტერესებდა, როგორი განცდაა, როცა გაპატიმრებენ და პოლიციის მანქანაში გსვამენ. 

შვილმა გადაწყვიტა დედისთვის დაბადების დღეზე სიუპრიზი მოეწყო და დახმარება პოლიციელებს სთხოვა. სამართალდამცველებმა 93 წლის მოხუცი ჯერ „დააპატიმრეს“, პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე დასვეს, ხოლო შემდეგ სიტუაციაში გაარკვიეს, წინ გადმოსვეს და მასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ყველა სიახლე

დავით რეხვიაშვილი

18 იანვარი 2022, 11:35

COVID19

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი: კლინიკაში თავისუფალი ადგილები ცოტაა - ინტენსიური განყოფილება სრულად დატვირთულია

„კლინიკაში ამ ეტაპზე ცოტა თავისუფალი ადგილია. ინტენსიური თერაპიის განყოფილება სრულად დაიტვირთა. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა უფრო მეტად მძიმეა. ჯერჯერობით დატვირთვას ვუმკლავდებით. აუცილებელია, პირბადის მოხმარება გავაორმაგოთ, კიდევ უფრო მეტად ყურადღებით ვიყოთ. მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია და „ბუსტერი“ დროულად ჩატარდეს“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

18 იანვარი 2022, 11:33

COVID19

თამარ გაბუნია: სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება

დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავაც უცვლელია, სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

18 იანვარი 2022, 11:29

COVID19

ანტონიო გუტერეში: თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს

თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 11:22

COVID19

ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებაზე: სიტუაცია საყურადღებოა, არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა გაუარესდეს

ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ათეული ათასი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 11:17

COVID19

თამარ გაბუნია: კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად, მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება

გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 იანვარი 2022, 11:16

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია - ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

18 იანვარი 2022, 10:59

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2022, 10:54

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევემა მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 1015 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1015 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 285 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22.

18 იანვარი 2022, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4171 თბილისში, 801 აჭარაში, 792 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 290 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 290-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 622 459 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,34%-ია

18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10%, ბოლო 7 დღის - 10,26%

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 160 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 10:24

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ - ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს

ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება სახლში დატოვოს. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.

18 იანვარი 2022, 10:15

რეგიონი

თიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

18 იანვარი 2022, 10:06

რეგიონი

GITA საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 იანვარი 2022, 09:50

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

რა საფრთხეებს ქმნის ომიკრონი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, ის მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.

18 იანვარი 2022, 09:01

პოლიტიკა

პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარუდგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

18 იანვარი 2022, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 იანვარს ქუთაისში წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.